fbpx

ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების ფესტივალზე ქართულმა ანიმაციამ ჯილდო მიიღო


გააზიარე სტატია


რეჟისორ მარიამ კაპანაძის ანიმაციური ფილმის, “მიტოვებული სოფელი” მსოფლიო პრემიერა იაპონიაში, ჰოკაიდოს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე შედგა და პირველი პრიზიც აიღო. “მიტოვებული სოფელი” იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯილდოს მფლობელი გახდა.


ფილმი 2018 წელს ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული პროექტია. ფესტივალზე ფილმები 91 ქვეყნიდან წარადგინეს. ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში 2 ათასზე მეტი ფილმიდან  საკონკურსოდ 100 შეარჩიეს.

აღსანიშნავია, რომ მარიამ კაპანაძის ანიმაციურ ფილმს სულ მალე სლოვენიის საერთაშორისო ანიმაციური ფილმების ფესტივალზეც უჩვენებენ, თანაც მთავარ საკონკურსო პროგრამაში. ფესტივალი 30 ნოემბერს გაიხსნება და 6 დეკემბერს დასრულდება. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.