fbpx

ბათუმის ფიტნეს-ცენტრის დახურვას შსს უწყებების 30-მდე ავტომობილი აკონტროლებდა – VIDEO


გააზიარე სტატია

“გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა ვიდეო სადაც აჩვენა ბათუმში ფიტნეს-ცენტრ Reformer-ის დასალუქად მისული საპატრულო პოლიციისა და შინაგან სამინისტროს სხვადასხვა უწყებების მობილიზებული ძალის რაოდენობა.

ვიდეოს მიხედვით, ბათუმის ფიტნეს-ცენტრის დასახურად ადგილზე პოლიციის 30-ზე მეტი მანქანა იმყოფებოდა.

 

 

შსს იუწყება, რომ გუშინ, 29 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები შპს „ონლაინ მეჯიქში“, რის შედეგადაც აღნიშნული ფიტნეს კლუბი დალუქეს. უწყების თქმით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში რეაგირების მიზნით გადმოგზავნილი მასალები (publica.ge).


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.