fbpx

ცნობილი გახდა „2020 წლის წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულების ვინაობა


გააზიარე სტატია

 

ცნობილი გახდა „2020 წლის წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულების ვინაობა.

წელს “წინანდლის პრემია” მიენიჭათ:

თეატრალური ხელოვნება:
დავით თურქიაშვილი – რეჟისორი ლაურეატის წოდება მოიპოვა სპექტაკლით „უხერხემლო” (შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრი);

კინოხელოვნება:
საბა ქარელი, მირიან ორაგველიძე – კინორეჟისორები ლაურეატის წოდება მოიპოვეს მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმით ,,მამის პორტრეტი ინტერიერში”;

მუსიკალური ხელოვნება:
ანუშკა ჩხეიძე – ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი ლაურეატის წოდება მოიპოვა სადებიუტო ალბომით “Halfie” (CES Records);

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია):
გიორგი შონია – პოეტი ლაურეატის წოდება მოიპოვა პოეტური კრებულით ,,რობოტების ყვავილები” (გამომცემლობა ინტელექტი 2020 წ.);

მხატვრული ლიტერატურა (პროზა):
ივა ფეზუაშვილი – მწერალი ლაურეატის წოდება მოიპოვა რომანით ,,ბუნკერი” (გამომცემლობა „ინტელექტი“ 2020 წ.);

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
ცოტნე ჩიტიაშვილი – მოლეკულური ბიოლოგი ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას” (ჟურნალი „Nature“);

სახვითი ხელოვნება:
შოთიკო აფციაური  – არტისტი ლაურეატის წოდება მოიპოვა ინსტალაციით ,,ტყის ჭრა, ტაძრის შენება“;

ჰუმანიტარული მეცნიერებები:
ნიკა ხოფერია – ისტორიკოსი ლაურეატის წოდება მოიპოვა ნაშრომით „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ II ტ. (გამომცემლობა ,,არტანუჯი” 2019 წ.);

„წინანდლის პრემიის” ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სპეციალური პრიზებითა და 4000 ლარიანი ფულადი პრემიით.

„წინანდლის პრემიის“ საორგანიზაციო ჯგუფი ულოცავს თითოეულ ლაურეატს ამ დიდ გამარჯვებას და მამავალშიც დიდ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს!

„წინანდლის პრემია 2020“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

„წინანდლის პრემიის“ მხარდამჭერები არიან: კომპანია „ბადაგონი“, კომპანია PSP. პროექტის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“.

პრემიის საინფორმაციო მხარდაჭერია რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.facebook.com/TsinandaliAward


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.