fbpx

5 რამ, რაც ყავის კაფსულებზე უნდა იცოდე


გააზიარე სტატია

ამ ბოლო დროს, სულ უფრო და უფრო ხშირად გვესმის „კაფსულები“. თავიდან ეს სიტყვა ყავასთან სულაც არ ასოცირდებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ის სწორედ ყავის ხარისხის მანიშნებელი გახდა. მსოფლიოში, და მათ შორის საქართველოშიც, უკვე ბევრმა იცის, რომ გემრიელი, კონცენტრირებული და ცინცხალი ყავა სწორედ კაფსულებში ინახება. გადავწყვიტეთ, მათ შესახებ მეტი გაგვეგო და მისი ისტორიიდან თქვენამდე 5 ყველაზე საინტერესო ფაქტი მოგვეტანა.

1. ყველაფერი 34 წლის წინ დაიწყო…

…როცა შვეიცარიელ ერიკ ფავრეს საინტერესო იდეა გაუჩნდა. ერთხელ, როცა ერთ-ერთ იტალიურ ბარში ცნობილ ესპრესოს აგემოვნებდა, თვალში მოხვდა, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდათ ბარისტებს იმისათვის, რომ აპარატში საკმარისი ყავა დაეპრესათ და კონცენტრირებული გემო მიეღოთ. მაშინ გადაწყვიტა, რომ ესპრესოს მოსამზადებლად უკეთეს და უფრო მარტივ ხერხს მოიფიქრებდა. აუცილებელი იყო, ყავა წინასწარ დაპრესილ მდგომარეობაში ისე შეენახა, რომ მისი გემოვნური თვისებები და ხარისხი არ გაფუჭებულიყო. ბევრი ვერსიისა და 10-წლიანი მცდელობის შემდეგ, ერიკმა ყავის პირველი კაფსულა გამოიგონა…

2. თავიდან ყავის კაფსულებს მხოლოდ ოფისებში იყენებდნენ…

…და შვეიცარიასა და იაპონიაში ავრცელებდნენ. მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყავა, რომელიც ჩამოსხმისას ასეთ სურნელს აფრქვევდა, მათ სახლებამდეც მიაღწევდა. ამ გზის გაკვალვაში მთავარი წვლილი შეიტანა ჟან-პოლ გილარდმა, რომელმაც კაფსულების მარკეტინგული მესიჯები შეცვალა და გადაწყვიტა, ერიკის გამოგონება მხოლოდ „სამსახურის ყავა“ აღარ ყოფილიყო. მან კაფსულის ფასი 50%-ით გაზარდა, მომხმარებლების „კლუბი“ შექმნა და ახალი ფორმატის სასმელი „ფუფუნების საგნად“ გადააქცია. ამან ხალხის ყურადღება მიიპყრო. ყავის მოყვარულებმა ნელ-ნელა გაიაზრეს, რომ ესპრესოს მომზადება სახლშიც შეეძლოთ და ამას დიდი ძალისხმევა სულაც არ სჭირდებოდა. საკმარისი იყო მხოლოდ კაფსულა და აპარატი, რომელიც სამზარეულოს ზომას მოერგებოდა. ამ კომფორტზე უარის თქმა უფრო და უფრო რთული ხდებოდა.

3. ამერიკაში კაფსულებს არ აღიარებდნენ…

…მაგრამ ევროპაში დაწყებულმა ტრადიციამ ნატურალური ყავის მოყვარულ შტატებამდეც მიაღწია. უფრო მეტიც, მალე ამერიკული კაფსულებიც გამოჩნდა, რამაც მათი ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. 2008-დან 2018 წლამდე, ამერიკაში გაყიდული კაფსულების რაოდენობა 2 მილიონიდან 21 მილიონამდე გაიზარდა. დღეს ამ ფორმატს მოსახლეობის უმრავლესობა იყენებს და პროფესიონალურად მომზადებულ ყავას სახლში – უფრო მარტივად და გაცილებით ნაკლებ ფასად სვამს. შტატებში მოპოვებული პოპულარობის შემდეგ, კაფსულები მთელმა მსოფლიომ აიტაცა და დღეს ბაზარზე უკვე 400-ზე მეტი ბრენდია წარმოდგენილი. მათ შორისაა ქართული „მეამაც“, რომელმაც ყავის კაფსულებს საკუთარი, უნიკალური რეცეპტები შემატა და, რაც მთავარია, ისინი ქართველი მომხმარებლების გემოვნებით შექმნა.

4. ყავის კაფსულები უფრო ჯანსაღი და მარტივად მოსახმარია.

საჭიროა მხოლოდ აპარატი და ერთი ღილაკი. რაც მთავარია, არ იკარგება ყველაზე ძვირფასი – დრო. ბევრი კვლევა ამტკიცებს, რომ კაფსულის ყავა გაცილებით უფრო ჯანსაღია, ვიდრე ნებისმიერი სხვა შეფუთვა. მასში მოთავსებული ნაზავი არ იცვლის თავდაპირველ გემოს და არ კარგავს ხარისხს, რაც ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ მომხმარებელმა, ფაქტობრივად, ცინცხალი და ახლად დაფქული ყავა დალიოს. იმასაც ამბობენ, რომ ნატურალური ფორმით შენახული ყავა ხელს უწყობს ცხიმების წვას და შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ იმ 8 ამინომჟავას, რომელიც ორგანიზმმა საკვებთან ერთად უნდა მიიღოს. ამასთანავე, ნატურალური ყავის მომხმარებლები მუდმივ ტონუსში არიან და სხვებზე უკეთეს განწყობას ინარჩუნებენ, რაც მთელ დღეზე შესაბამისად აისახება.

5. ყავის კაფსულები უკვე საქართველოშიც მზადდება…

…და მეამა ევროპაში ერთადერთია, რომელიც ამერიკული და ევროპული ფორმატის ყავის კაფსულებს ერთდროულად აწარმოებს. ამერიკული ფორმატის კაფსულები არის მათთვის, ვისაც გაფილტრული ყავა უყვარს და მას დიდი ჭიქით სვამს; ევროპული კი მათთვისაა, ვისაც ესპრესო ან ლუნგო უყვარს და უპირატესობას პატარა ფინჯანს ანიჭებს. როგორც გავარკვიეთ, 18 ქვეყნიდან საქართველოში ჩამოტანილ მწვანე მარცვალს “მეამაში“ ხალავენ, ფქვავენ და 15 სხვადასხვა რეცეპტის მიხედვით შექმნილ ნაზავებს ჰერმეტულად დაცულ კაფსულებში ათავსებენ.

„ყავის ინდუსტრიის ლიდერები, როგორც წესი, პროდუქტს არასოდეს არგებენ ერთ რომელიმე ქვეყანას. ჩვენი პროდუქტი კი უნიკალური, ქართული ხასიათის მატარებელია და საერთაშორისო სტანდარტებსაც აკმაყოფილებს,“ – გვითხრა მეამას“ მთავარმა ტექნოლოგმა, დავით გოგოხიამ, – „პარალელურად, „მეამაში“ აქტიურად ვმუშაობთ ახალი რეცეპტების და გემოების შექმნაზე.  თუ თქვენი მოსაწონი გემო ჯერ არ გიპოვიათ, ჩვენს  ასორტიმენტში მიაგნებთ ყავას, რომელიც აუცილებლად შეგიყვარდებათ.“

ყავის კაფსულას კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ხარისხი და სიჯანსაღეა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.