fbpx

წყვდიადის პირი – ანდრო ერაძის ონლაინგამოფენა


გააზიარე სტატია

ანდრო ერაძე იმ ხელოვანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც თავიანთ სახელოვნებო პრაქტიკას აქტუალურ თემებზე სალაპარაკოდ იყენებენ. ბოლოდროინდელ ნამუშევრებში ანდრო ხშირად საუბრობს ადამიანისა და ბუნების ურთიერთობასა და ამ უკანასკნელის მანკიერებებზე. 

ანდროს ახალი ონლაინ გამოფენაც – “წყვდიადის პირი”, სწორედ ამ თემას ეხმაურება. 

შენობის ნანგრევებში გამოფენილი ფოტოებითა და სხვადასხვა მედიუმში შესრულებული ინსტალაციებით არტისტი ეკრანიდანაც კი ახერხებს კომუნიკაციას მაყურებელთან და, მიუხედავად ზუსტი მესიჯებისა, დამთვალიერებელს  ინტერპრეტაციის შეუზღუდავ საშუალებას უტოვებს. 

რაინერ მარია რილკეს ციტატა, რომელიც პირველია, რასაც  გამოფენის ვებგვერდზე ვხედავთ, ერთგვარი შესავლის ფუნქციას ასრულებს. გამოფენის კონცეფცია კი, რომელიც ერთდროულად სევდიანიცაა და იმედისმომცემიც, არტისტის საკითხისადმი დამოკიდებულებას ამხელს.

გამოფენის “წყვდიადის პირი” ნახვა, რომელსაც ქვევით უცვლელად წარმოგიდგენთ, შესაძლებელია მისამართზე: https://mouthofdarkness.online/ 

წყვდიადის პირი

“ხედვა გისოსებიდან ისე დაიღალა, რომ მისთვის აღარ არსებობს მის გარეთ არცერთი სამყარო, როცა ისინი დადიან, მათი ნაბიჯები დატყვევებულია წრეებში, მაგრამ მაინც მოძრაობა ჰგავს რიტუალურ ცეკვას, რომელშიც მათი ვნება პარალიზებული ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათია,  როდესაც მაყურებელი ტოვებს ტერიტორიას, შემოდის გამოსახულება, სადაც ისინი დაძაბულები ვარდებიან ძირს, თავისი ჩაკეტილი კუნთებით ეშვებიან საკუთარ გულებში და ქრებიან”.

 

 

რაინერ მარია რილკე

ფიტულები  გაკვირვებული  მზერით უყურებენ ხაფანგებს, რომლებშიც მოხვდნენ.

ხელოვნური წყალმცენარეები იმდენ ადგილს იკავებენ აკვარიუმში, რომ თევზებს სუნთქვა უჭირთ და გადმოხტომაზე ოცნებობენ.

ქუჩაში უპატრონოდ გამოდგმული მცენარეები მაინც მოისხამენ ნაყოფს.

ხეები ერთმანეთს უფრთხილდებიან – ყოველთვის ესე იყო და იქნება.

და თუ ჩვენ სიბნელეში ვერ ვხედავთ, მათთვის ვარსკვლავების შუქი ყოველთვის საკმარისია, რომ გზა გაიკვლიონ.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.