fbpx

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის, Georgian-Baltic Bridge-ის ფიჩინგ-ფორუმის გამარჯვებულები


გააზიარე სტატია

 

 

თბილისის 21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის, Georgian-Baltic Bridge-ის ფიჩინგ-ფორუმის გამარჯვებულები ცნობილია!

პირველი ადგილი და ფულადი პრიზი 1500 ევრო: “ია / Ia” – რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;

მეორე ადგილი, 1000 ევრო: “მაქცია / Werewolf” – რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი;

მესამე ადგილი, 700 ევრო:  “როცა 17 წლის ხარ / When you’re 17” – რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;

კინოფესტივალის ინდუსტრიულმა პლატფორმამ წელს საერთაშორისო ფიჩინგ-ფორუმს, Georgian-Baltic Bridge-ს უმასპინძლა. ფორუმი 30 ნოემბერს ონლაინფორმატში დაიწყო და 2 დეკემბრამდე გაგრძელდა.

სამი საუკეთესო პროექტი საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის წევრები იყვნენ : ნანა ექვთიმიშვილი (რეჟისორი და პროდიუსერი), გუნტის ტრეკტერისი (ლატვიელი პროდიუსერი), ჰუგო როსაკი (კარლოვი ვარის კინოფესტივალის ინდუსტრიული სექციის ხელმძღვანელი), მარია რაზგუტე ლიეტუველი კინოპროდიუსერი), ივო ფელტი (ესტონელი პროდიუსერი და ხმის დიზაინერი). 

ფიჩინგ-ფორუმში მონაწილეობისთვის შერჩეული იყო შემდეგი პროექტები:

 

საქართველო

  • “ჰაერი ლურჯი აბრეშუმია /Air Blue Silk” – რეჟისორი ირინე ჟორდანია, პროდიუსერი ელენე მარგველაშვილი;
  • “ია / Ia” – რეჟისორი ქეთი მაჭავარიანი, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე;
  • “აღარ შემიძლია / No More” – რეჟისორი კეკო ჭელიძე, პროდიუსერი კოტე კალანდაძე;
  • “მკრთალი მზის ჩასვლები / Pale Sunsets” – რეჟისორი ავთანდილ ჩაჩიბაია, პროდიუსერი მარიამ ბიწაძე;
  • “რეალური არსებები / The Real Beings” – რეჟისორი ვახტანგ ჯაჯანიძე, პროდიუსერი თამარ გოლავა;
  • “როცა 17 წლის ხარ / When you’re 17” – რეჟისორი გიორგი მუხაძე, პროდიუსერი ნატო სიხარულიძე.

 

ესტონეთი

  • “ნაცნობი უცნობები / Familiar Strangers” – რეჟისორი კარლოს ლესმესი, პროდიუსერი ტინა სავი;
  • “მაქცია / Werewolf” – რეჟისორი იევა მაგი, პროდიუსერი კრისტოფერ პირი.

 

ლიეტუვა

  • “თავსაბურავი / The Hood” – რეჟისორი ანდრიუს ლეკავისიუსი, პროდიუსერი გაბრიელ ვაისიუნაიტე;
  • “ადამიანი, რომელმაც ზღვა გაამტკნარა / Man Who Desalinated the Sea” – რეჟისორი ზურაბ ჟიჟილავა, პროდიუსერები – ემილია სლუსკონიტე, ვიქტორია სეინიუტი.

 

შერჩეულმა მონაწილეებმა გაირეს ინტენსიური ტრენინგები სცენარის განვითარების და პროექტის პრეზენტაციის მიმართულებით,  საერთაშორისო ექსპერტებთან – კატარინა ბილდჰაუერთან (გერმანია) და კრისტიან რუთთან (ესპანეთი).

თბილისის  21-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტის და განათლების სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი; გოეთეს ინსტიტუტი; შვედეთის, საფრანგეთის და იტალიის საელჩოები, ასევე ესტონეთის, ლიეტუვის და ლატვიის კინოინსტიტუტები. 

 

სპონსორი: TBC კონცეპტი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.