fbpx

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს


გააზიარე სტატია

 

თბილისი, ნოემბერი: Mastercard და Wolt ხშირად ერთიანდებიან მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ეს კოლაბორაციები კი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესს, ისევე როგორც მოსახლეობას, მხარდაჭერა სჭირდება.

1 დეკემბრიდან, Wolt-ის ყველა მომხმარებელი, რომელიც Mastercard-ის ბარათით გადაიხდის შეკვეთის საფასურს, ავტომატურად ისარგებლებს უფასო მიტანის აქციით – მიტანის საფასური მომხმარებლებს Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდებათ. შეთავაზება აქტიურია ნებისმიერი ობიექტიდან მიტანის შემთხვევაში – მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ პროდუქტები სასურველი სუპერმარკეტიდან, მაღაზიიდან თუ რესტორნიდან.

Mastercard, ციფრული გადახდების ლიდერი, გამუდმებით ცდილობს, რომ ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პრაქტიკა მინიმუმამდე დაიყვანოს. ალტერნატივად კი, მომხმარებლებს მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ ციფრული გადახდების სერვისს სთავაზობს.

აღნიშნული აქცია მომხმარებლისთვის სიახლეს არ წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან  გამომდინარე, Mastercard-მა და Wolt-მა მომხმარებელს თბილისში უფასო მიტანის სერვისი შესთავაზა, ხოლო ანალოგიური აქცია მოქმედებდა ზაფხულის პერიოდში ბათუმში, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში.

 

Mastercard-ის შესახებ:

მასტერქარდი ((NYSE: MA), www.mastercard.com , არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის  ყველაზე სწრაფ საპროცესინგო ქსელს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებს, მთავრობასა და ბიზნესს 210 -ზე მეტ ქვეყანაში. მასტერქარდის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობას, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

 

Wolt-ის შესახებ:

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650- ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

 

მედია კონტაქტი: თეკლა ვეკუა

[email protected]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.