fbpx

Window Project-ი წარმოგიდგენთ SITUATIONIST-ის ინსტალიაციას


გააზიარე სტატია

Window Project-ი წარმოგიდგენთ SITUATIONIST-ის ინსტალიაციას, რომელიც მოიცავს ობიექტს სახელწოდებით “Wagged in frame :Yellow და დავით გიორგაძის ფოტოს “Eyes of yours as deep as those blues in a silver water “ რუსთაველის 37-ი ში მდებარე სახელოვნებო ვიტრინაში.

ინსტალიაცია არის -ის პროექტის “უნახავი მემკვიდრეობის” ნაწილი, რომლის პრეზენტაცია გაიმართა ეროვნულ გალერეაში.

“უნახავი მემკვიდრეობა წარმოადგენს სიტუაციონისტის, როგორც ბრენდის იდენტობას და წარმოაჩენს განსაკუთრებულ მეთოდებს, რომლითაც ვქმნით კოლექციებს. თითოეული ნივთი უნიკალურია და გვიყვება ინდივიდუალურ ისტორიას. მათ უნდა იარსებონ არა მხოლოდ გარდერობში, არამედ ატარებდნენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას სხვადასხვა დროსა და სივრცეში.

კოლექცია წარმოდგენილი არის ცალკეულ ობიექტებად და არა მხოლოდ სხეულზე. ობიექტები ატარებენ როგორ ტრადიციულ, ასევე არასტანდარტულ მნიშვნელობას. კომუნიკაციის მედიუმად ვიყენებთ როგორც ორ განზომილებიან, ჩარჩოში ჩასმულ ტანსაცმელს, ასევე ფოტო და ვიდეო ინსტალაციებს.

ნამუშევრები ეხება როგორც ქვეყნის კულტურულ მემკიდრეობას, ასევე ხალხს, რომლებიც თავად არიან ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობა. ტანსაცმელი გრძელ გზას გადის სრულყოფილების მისაღწევად და დღეს ჩვენება მისი პრეზენტაციის ერთადერთი გზა აღარ არის.
დღევანდელი მსოფლიო კლიმატი გვაჩვენებს, რომ მოდის ინდუსტირამ, ტანსაცმლის სწრაფი წარმოება უნდა შეანელოს. კონსიუმერიზმს ხშირად ეწირება ხელოვანთა მესიჯები და მომხმარებლის იდენტობა.

ჩვენთვის ტანსაცმელი იდენტობაა და ის არ უნდა ექვემდებარებოდეს ტენდენციებს. ჩვენ ვსვვთ აქცენტს შექმნის ხელოვნებაზე. ყველა ნამუშევარი ინდივიდუალურია და ისინი აერთიანებენ წარსულს მომავალთან.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.