დილის კონცეპტი – დაიწყეთ ყოველი ახალი დილა უფრო საინტერესოდ
გიცდიათ ყოველი ახალი დღის იმაზე უფრო ადრე დაწყება, ვიდრე როგორც წესი იწყებთ ხოლმე? – თუ კი, მაშინ დაგვეთანხმებით, რომ დილა დღის საუკეთესო პერიოდია, რადგან უფრო ნაყოფიერად ვიყენებთ დროს და ვანაწილებთ საქმეებს. მაშინ, როდესაც სხვებს ჯერ კიდევ სძინავთ, შესაძლოა თქვენ საქმეების უდიდესი ნაწილი უკვე შესრულებული გქონდეთ.
დილის ფენომენი საქართველოში უფრო და უფრო დაფასებული ხდება და გვჯერა, ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაფართოვდება. ამისთვის კი სწორი სტიმულების მიცემაა საჭირო ადამიანებისთვის.
აქ, ახლა თიბისი კონცეპტს საინტერესო სიახლე აქვს. თიბისი კონცეპტისა და Visa-ს ერთობლივი პროექტის – „დილის კონცეპტის“ ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს საშუალება გაქვთ თქვენი დღე სხვადასხვა სფეროს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრითა და განსაკუთრებული შეთავაზებით დაიწყოთ.
ვინაიდან ახალმა რეალობამ დღის რუტინა ერთფეროვანი გახადა, თიბისი კონცპეტის გუნდმა გადაწყვიტა, დილის განსხვავებული კონცეფცია შეექმნა. ენერგიული, შთაგონებითა და დადებითი ემოციებით დატვირთული დილა, მთელ დღეს განსაზღვრავს. ახალი წამოწყება დაგეხმარებათ საინტერესოდ დაიწყოთ დღე, აღმოაჩინოთ ახალი ინტერესის სფერო თუ ადამიანები. შეხვედრების თემები და სპიკერები თითოეული თქვენგანის საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა.
დილის კონცეპტის შეხვედრებს შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე დაესწროთ – tbc.zoom.us/j/96949275749
პირველი 4 სესიის თემები და განრიგი ასეთია:
-
9 დეკემბერი – 9:30-10:30
ქეთი ბაქრაძე, შეფ-მზარეული – როგორ დავიწყოთ დღე ენერგიულად?
შეხვედრის ფარგლებში, შეფ-მზარეული ქეთი ბაქრაძე დღის ენერგიულად დაწყების, ასევე ჯანსაღი და მრავალფეროვანი კვების მნიშვნელობაზე მოგიყვებათ, კერძების შერჩევისა და სწორი კვების რეჟიმის შედგენის კუთხით.
შეფ-მზარეული გაგიზიარებთ – როგორ შეიძლება საუზმის გახალისება სწორი ინგრედიენტებისა და მიდგომის შერჩევით, სხვადასხვა ცხოვრების სტილისა და გემოვნების ადამიანებისათვის.
-
11 დეკემბერი – 9:30-10:30
თამუნა ჩიჩუა, PCC პროფესიონალი ქოუჩი – სწორი მიზნის დასახვა და მიღწევის გზები
-
12 დეკემბერი – 10:30-11:3
ეკა ბაბუნაშვილი ქოუჩი PCC ICF, ბიზნეს ტრენერი – სახლი, რომელშიც ვცხოვრობ – დილის რიტუალები წარმატებისთვის
დილა გაღვიძების დროა. გაღვიძება კი მხოლოდ ფიზიკურ მდგომარეობას არ ნიშნავს. დილა ფუნდამენტია, რომელზეც მთელი დღის განწყობა იგება.
რა გავლენას ახდენს დილა ჩვენს ენერგიაზე, ნაყოფიერებასა და ცხოვრების ბალანსზე? რა ქმნის სივრცეს, რომელშიც მყუდროდ უნდა ვიგრძნოთ თავი? ყოველდღიური რუტინის მიუხედავად, როგორ უნდა შევძლოთ ვიცხოვროთ თვითკმარი ცხოვრებით ჩვენს სახლებში? – ამ ყველაფერზე ვებინარის დროს ვიმსჯელებთ.
- 15 დეკემბერი 2020 – 9:30-10:30
თამარ გაგოშიძე, ფსიქოლოგი – დასაქმებული მშობლები და ბავშვების საჭიროებები ახალ რეალობაში





