fbpx

Smash Georgia – ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ბურგერი, რომელიც სახლში ყოფნას შეგიმსუბუქებთ


გააზიარე სტატია

პანდემიის გამო ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ ერთხელ ამოქმედდა, ადამიანების უმეტესობა დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, დაიხურა რესტორნები და კაფე-ბარები. საყვარელი კერძების დასაგემოვნებლად გარეთ სივრცეებს ვეღარ ვესტუმრებით, თუმცა გემრიელი საჭმლის მირთმევის სიამოვნება სახლშიც არ უნდა მოვიკლოთ.

რამდენჯერ იზრდება თქვენი მოტივაცია გამოძახებული საკვების მოლოდინში?! ამ მხრივ კი ბურგერი ყველაზე პოპულარული არჩევანია, ამიტომაც სტატიაში კლასიკურ, ამერიკულ, „დასმეშილ“ საბურგერეზე მოგიყვებით.

Smash Georgia

ბურგერის უამრავი სახეობა არსებობს, ადამიანების უმეტესობას მისი დაგემოვნება სიამოვნებას იმიტომ ანიჭებს, რომ ათასგვარი ვარიაციით შეუძლიათ გემოები შეცვალონ, დაამატონ ან მოაკლონ ინგრედიენტები, გამოიყენონ სხვადასხვა სოუსი თუ სხვა. სახეობების არ იყოს, თბილისში საბურგერეც არაერთია, ამიტომ გადავწყვიტეთ „Smash”-ის დამფუძნებლისთვის, ირაკლი ბიბილეიშვილისთვის გვეკითხა, რითია გამორჩული მათი.

„რით გამოირჩევა? გულახდილად რომ ვთქვა, არაფრით, არც აგრესიული მარკეტინგი გვაქვს, არც გამორჩეული ინტერიერი ან შეფუთვა, თეფშიც არ გვაქვს, უბრალოდ, ვაკეთებთ კლასიკურ რამდენიმე სტილის ბურგერს, ვფუთავთ ქაღალდში და ვაწვდით. აქცენტი გვინდოდა ბურგერსა და ხარისხზე ყოფილიყო. ჩვენ უბრალოდ ვამზადებთ კარგ ბურგერებს“, – ამბობს ირაკლი.

“Smash Georgia”-ს შექმნის იდეა ირაკლის ბურგერის სიყვარულმა გაუჩინა – ქალაქში ვერ იპოვა ის გემო, რაც მოსწონდა, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი საბურგერე ჰქონოდა. ირაკლისთვის მომზადება ჰობია და არა პროფესია, თუმცა ისე ამზადებს, რომ ასეთ ბურგერს სხვაგან ვერ დააგემოვნებთ.

რა გამოარჩევს Smash-ს?

პირველი, რითიც ალბათ უნდა დავიწყოთ, ბურგერის მიმართ დამოკიდებულებაა – “Smash”-ის ბურგერში პურს ადგილზე აცხობენ, ეს არის პირველი დეტალი, რაც მომხმარებლებში მოწონებას იმსახურებს.

ხორცი – მთავარი ინგრედიენტი, კომპანიაში მას რომელიმე დისტრიბუტორისგან არ იბარებენ. ნამდვილი „დასმეშილი“ ბურგერების შესაქმნელად თანამშრომლები ყოველდღე სხვადასხვა მარკეტებში დადიან და კონკრეტულად ისეთ ნაჭრებს არჩევენ, რომლითაც შემდეგ ზუსტად ისეთ გემოს იღებენ, როგორსაც არსად სხვაგან.

სოუსი – ეს მომხმარებლების ნაწილის საყვარელი რამაა. ირაკლი ამბობს, რომ ბურგერში მთავარი ჯერ ხორცის გემოა, შემდეგ ტოპინგები, ბოლოს კი სოუსი ფონად. ბურგეს კლასიკური „სმეშ სოუსით“ აწყობენ,  სიცხარის მოყვარულებს კი ფერმენტირებული წიწაკის სოუსიც დაგხვდებათ.

ირაკლი გვიყვება, რომ მათთვის მთავარი ხარისხია, რაც ფასშიც აისახება. ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას ახლა, როცა კრიზისის გამო ბაზარზე თითქმის ყველაფრის ღირებულება იზრდება. „Smash Goergia” ისევე, როგორც კვების სექტორის სხვა წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ არჩევანის წინაშე დადგნენ, დახურულიყვნენ, თუ მიტანის სერვისი ემჯობინებინათ. ირაკლის აზრით, მომხმარებლისთვის ტრანსპორტირებულ ბურგერს არასდროს აქვს 100%-ით ის გემო, რაც ადგილზე დაგემოვნებისას ექნებოდა, თუმცა სხვა გამოსავალი არ იყო.

„ძალიან რთული პერიოდია ყველასთვის, განსაკუთრებით კვების ინდუსტრიისთვის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისაც აქვს საშუალება, გვერდზე დაუდგეს ბიზნესს, გამოიძახოს ან ადგილზე შეუკვეთოს და წაიღოს საყვარელი საჭმელი. დამიჯერეთ ძალიან დაეხმარებით თქვენ საყვარელ ობიექტებს ასე. არაუშავს თუ ჩვენ არ მოგწონვართ, სხვასთან მიდით. ყველას სჭირდება თანადგომა: პაიპსი, გოჩიტსი, ბურგერ ბოსი, პაცცა და სხვა. ამიტომ აირჩიეთ თქვენი რესტორანი და ასე გამოხატეთ სიყვარული“, – ამბობს ირაკლი ბიბილეიშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, პირველ ეტაპზე პანდემიის გადატანა, ხარისხისა და შესაბამისად ფასის შენარჩუნება დგას, შემდეგ კი, როცა შეზღუდვები მოიხსნება, შესაძლოა, “Smash Georgia”-ს არა ერთი, არამედ რამდენიმე საბურგერე ვიხილოთ.

მანამდე კი, შემდეგ ჯერზე, როცა სახლში ყოფნისას ბურგერი მოგინდებათ, უკვე იცით, რომლით დაიწყოთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.