fbpx

ლავანდისფერი – განსაკუთრებული ფერი, განსაკუთრებული ისტორიით


გააზიარე სტატია

იასამნისფერი სულიერებასთან, სიწმინდესთან, ვნებასთან, თავდაჯერებულობასა და სიცოცხლისუნარიანობასთან ასოცრიდება. ის ეხმარება ადამიანს, რომ საკუთარი „მე“ მთელი სამყაროს წინაშე თამამად წარმოაჩინოს. იასამნისფრის სხვადასხვა ელფერი სხვადასხვა მნიშვნელობისაა. ღია იასამნისფერი წარმოაჩენს ქალურ ენერგიასა და დელიკატურობას, ამასთან, რომანტიკულ და ნოსტალგიურ გრძნობებსაც. მუქი იასამნისფერი ასოცირდება წყვდიადთან და იმედგაცრუებასა და სევდას იწვევს. ნათელი იასამნისფერი კი სიმდიდრესა და ძალუფლებასთანაა დაკავშირებული.

ღია იასამნისფერი ან ლავანდა, როგორც მას ვეძახით ხოლმე, მოხდენილი, ელეგანტური ფერია, რომელიც უკვე დიდი ხანია დახვეწილ, მდიდარ ქალთან ასოცირდება. მაშინ როდესაც, იასამნისფერი დაკავშირებულია ქონებასთან, ლავანდა ხაზს უსვამს სილამაზესა და ქალურობას. ლავანდა მიჩნეულია, ასე ვთქვათ, გაზრდილ, განვითარებულ ვარდსიფრად. თავისი სიმსუბუქის გამო, ლავანდას საკრალური ადგილი უჭირავს ბუნებაში და მასთან ერთად, ორქიდეა, იასამანი და ია დელიკატურ და ძვირფას ყვავილებად ითვლება. ლავანდა, განსხვავებით მუქი იასამნისფრისგან, რომელიც მისტიკურობასთან არის კავშირში, ხაზს უსვამს პიროვნების უნიკალურობასა და განსაკუთრებულობას.

ლავანდის ფერში გაერთიანებულია თეთრი, ლურჯი, იასამნისფერი და რაღა თქმა უნდა, ფართო სპექტრი ვარდისფერისა.

ცნობილი იასამნისფერი ლოგოები და ბრენდები:

დიდი ბრენდები იასამნისფერს იყენებენ მისი უნივერსალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც ასახავს: იდუმალებას, პატივს, კრეატიულობას, ლიდერობას, ფუფუნებასა და სენტიმენტალურობასაც კი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამდენიმე დიდი ბრენდი და მასთან ერთად ორი ცნობილი შოკოლადის მწარმოებელი ბრენდი იყენებს იასამნისფერს. ისინი იზიარებენ აღნიშნულ თვისებებს ამ უნიკალური ფერისა. ასე რომ, ადვილად მისახვედრია, თუ რატომ აირჩა, მაინც და მაინც, იასამნისფერი ამ ბრენდებისთვის.

დადებითი ფერის მნიშვნელობები:

  • არაჩვეულებრივი და ინდივიდუალური, კრეატიული და შთამაგონებელი;
  • ფსიქიკური და ინტუიციური;
  • ჰუმანიტარული, უანგარო და შეუზღუდავი;
  • ამოუცნობი და ფანტასტიკური.

 

თუკი ფიქრობთ, რომ ლავანდისფერი თქვენს ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს კარგად გამოხატავს, დღეს უკვე შეგიძლიათ თქვენი ბარათიც სწორედ ამ ფერის აირჩიოთ. თიბისის განახლებული ნაკრების საიტზე თქვენთვის სასურველი დიზაინისა და სერვისის შერჩევას შეძლებთ, ამიტომ ეწვიეთ საიტს TBCCARD.GE. 


დიზაინის ფსიქოლოგია: იასამნისფერი მარკეტინგსა და ბრენდინგში

ფერის ფსიქოლოგია ახალი არ არის და არც ისაა ახალი, რომ ფერსა და ემოციას შორის ძლიერი კავშირია. ეს განსაკუთრებით იასამნისფერს ეხება, რადგან, როგორც წესი, ადამიანებს ის ან არ მოსწონთ, ან უყვართ, შუალედური გრძნობები ამ ფერთან მიმართებით არ არსებობს.

ფუფუნება და ძალაუფლება

სახალისო ფაქტი: მხოლოდ რომაელ იმპერატორებს ჰქონდათ უფლება, რომ ჩაეცათ იასამნისფერი ტოგა (მამაკაცის ტრადიციული სამოსი ძველ რომში). შედარებით დაბალი სოციალური წოდების მქონდე პირებს შეეძლოთ ისეთი ტანსაცმლის ტარება, რომელსაც მხოლოდ ზოლები ექნებოდა იასამნისფერი. ნერონის მეფობის პერიოდში კი, სიკვდილით ისჯებოდა ის, ვინც გაბედავდა და ჩაიცვამდა იასამნისფერ ტანსაცმელს ან თუნდაც, გაყიდდა იასამნისფერ საღებავს.

იასამნისფერს ბუნებაში იშვიათად თუ შევხვდებით და ისიც, მცირე რაოდენობით.

უძველესი იასამნისფერი საღებავი ძვ.წ 1900 წლით თარიღდება.

საღებავი, რომელსაც ტირიულ იასამნისფერს უწოდებენ, თავის წონაზე მეტს ფასობდა ოქროში. გამომდინარე იასამნისფერი საღებავის შეზღუდული რესურსისგან, ეს ფერი ასოცირდებოდა ძალიან მდიდარ და ძლიერ ადამიანებთან, ამიტომ იმპერატორებმა, მეფეებმა თუ დედოფლებმა იასამნისფერი აქციეს, ასე ვთქვათ, სათავადაზნაურო ფრად.

მიუხედავად იმისა, რომ იასამნისფერი დღეს უკვე ყველასათვის ხელმისაწვდომი ფერია, მას მაინც ღრმა კავშირი აქვს ძალაუფლებასა და სიმდიდრესთან. მაგალითისათვის, გავიხსენოთ, რომ დედოფალმა ელიზაბეტმა 1953 წელს, საკუთარ დედოფლად კურთხევის ცერემონიალზე იასამნისფერი შეარჩია ბილეთებისთვის. ერთ-ერთმა ცნობილმა ავტორმა კი მეტაფორულად ძალაუფლების ნაცვლად იასამნისფერი გამოიყენა.

ხელოვნება

მიჩნეულია, რომ ხელოვნებაში იასამნისფერი პირველად ნეოლითის ხანაში გამოჩნდა. პრეისტორიული ხანის საფრანგეთში კი მხატვრები მანგანუმისა და ჰემატიტის ფხვნილებს იყენებდნენ გამოქვაბულის კედლების მოსახატად.  ეს ნამუშევრები თარიღდება ძვ.წ. 16000-25000 წლებით.

იასამნისფერი განსაკუთრებით პოპულარული იყო ბრიტანეთში, რაფაელამდე არსებულ მხატვრებთან. მათი ხასიათისათვის დამახასიათებელი იასამნისფერი მზადდებოდა კობალტის ლურჯისა და ენდროს ნაზავით და ხშირად გვხვდებოდა არტურ ჰიუზის თამამი, რომანტიკული ხასიათის ნახატებში.

გუსტავ კლიმტსაც ძალიან მოსწონდა ეს ფერი, მის ნამუშევრებში იასამნისფერი და ნათელი იისფერი ჭარბობდა.

იასამნისფერი ადამიანებში სხვადახვა ემოციას აღძრავს. ბევრისთვის, ის დამღლელი ფერია და იმედგაცრუების გრძნობას იწვევს, ის ნამუშევრებში ხშირად ვნებისა და მწუხარების სიმბოლოა.

ნაწილისთვის იასამნისფერი ექსტრავაგანტულობასა და ინდივიდუალიზმთან ასოცირდება. ნაწილისთვის კი ესაა ბუნდოვანი ფერი- ორი ძირითადი ფერის გადაუწყვეტელი კომბინაცია. შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის ინტერპრეტაციით კი იასამნისფერი შეესაბამება ამაოებას, სიხარბესა და სიამაყეს.

ეს ფერი უკავშირდება ბიბლიასაც და გამოხატვას ღვთისმოსაობას, ბევრი ლიდერი, რომელიც ქადაგებდა რელიგიას, ატარებდა ამ ფერს.

ელის უოკერი თავის ცნობილ ნოველაში „იასამნისფერი“ (1982), ამ ფერს იყენებს პერსონაჟის რელიგიური გამოღვიძების სიმბოლოდ.

როგორც ვხედავთ, იასამნისფერმა ბევრი იმოგზაურა და დიდი გავლენა მოახდინა არა მარტო ხელოვნებაზე, არამედ, ზოგადად, მსოფლიო ისტორიაზეც.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.