fbpx

ლაჟვარდისფერი – სიმშვიდისა და სტაბილურობის მეტაფორა


გააზიარე სტატია

ლაჟვარდისფერი პიგმენტი ერთერთია ანტიკური ფერებს შორის, რომლის ისტორიაც ათასწლეულებს ითვლის, მაგრამ მხოლოდ 1915 წლიდან ეწოდა მას სახელი, რომლითაც ის დღეისდღეისობითაა ცნობილი. ეგვიპტელებმა, პირველებმა აღმოაჩინეს და დააფასეს შეფერილობა, რომლსაც ფართოდ იყენებდნენ დეკორაციებსა და ძვირფასეულობაში. მოგვიანებით, რენესანასში ცისფერი ყველაზე ძვირადღირებული პიგმენტი და საფრანგეთის მეფე ლუი IX-ს გარდერობის განუყოფელი ნაწილი იყო. მე-17 საუკუნესა და მე-18 საუკუნის დასაწყისს, როდესაც ევროპა როკოკოს მრავალფეროვნებამ მოიცვა გამოჩნდა ცისფერის შედარებით ღია პიგმენტი, რომლის ცნობადობა დროსთან ერთად უფრო და უფრო იზრდებოდა.

ლაჟვარდისფერი და მისი მნიშვნელობა

ლაჟვარდისფერი – ის ნაზი და მშვიდია. ფერების ფსიქოლოგიის თანახმად, ცისფერი სანდოობასთან, დაცულობასთან, იმედთან ასოცრიდება. ამბობენ იმასაც, რომ ცისფერი ხასიათის სტაბილურობასა და შინაგან წესრიგს გამოხატავს.  მისი მსუბუქი შეფერილობაა ის, რაც ადამიანის კოგნიციაში მსაგვს შთაბეჭდილებებს აჩენს.

საზოგადოერივმა კვლევებმა აჩვენა, რომ სრულ პალიტრაში ცისფერი ყველაზე მეტად ასოცირდება მამაკაცურობასთან. ეს შეიძლება კულტურული ასოციაციების შედეგია, რომელთა მიხედვით ცისფერი ბიჭის ფერად იქცა, მაგრამ ცისფერი მამაკაცურ საწყისებზე მეტად ახალგაზრდობას, ბავშვურობასა და უმანკოებას უკავშირდება.

ამ პიგმენტის მნიშვნელოვნებასა და პოპულარობას ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ჩატარებული კვლევები ამტკიცებს, რომელთა მიხედვით მოსახლეობის თითქმის ნახევარი აცხადებს, რომ ცისფერი მათთვის ყველაზე საყვარელი ფერია.

თუკი ფიქრობთ, რომ ლაჟვარდისფერი თქვენს ხასიათსა და პიროვნულ თვისებებს კარგად გამოხატავს, დღეს უკვე შეგიძლიათ თქვენი ბარათიც სწორედ ამ ფერის აირჩიოთ. თიბისის განახლებული ნაკრების საიტზე თქვენთვის სასურველი დიზაინისა და სერვისის შერჩევას შეძლებთ, ამიტომ ეწვიეთ საიტს TBCCARD.GE. 

დანიშნულება

ცისფერი ეს უნივერსალური ფერია. ის ამშვიდებს, აწყნარებს, მარტივად აღსაქმელია და ფართო გამოყენებაში ძალიან  მოსახერხებელია. ის ასოციაციები, რასაც ეს ფერი იწვევს, სანდოობა, საიმედოობა, მიზეზია იმისა, რომ  ბიზნესის ლოგიებსა და სლოგანებში ყველაზე გავრცელებულია. HP, Intel, Skype ძალიან მცირე ჩამონათვალია კომპანიებისა, რომელთაც ლოგოს დიზაინისთვის ცისფერი შეარჩიეს.

ცისფერი, მშვენიერი ალტერნატივაა მუქი ლურჯი ჩრდილებისთვის, რომელთა დიდი რაოდენობა უხეშ და პირქუშ განწყობას ქმნის. ეს პიგმენტი დაინერგა მოდის ინდსუტრიაში, ასევე ინტერიერის დიზაინში, როგორც ნაზი, ელეგანტური და დამამშვიდებელი ტონალობა.

ხელოვნებასა და მარკეტინგში

ლაჟვარდისფერი, სიმშვიდის, სინაზის რეპრეზენტაციაა. ლიტერატურაში მან ორმაგი მნიშვნელობა შეიძინა. მისი მხოლოდ დადებითი, პოზიტიური ისტორიის მიუხედავად, ის სევდისა და დეპრესიის სიმბოლოდაც იქცა.

ცისფერი მაგიური სამყაროსა და ოცნების ილუზიის სიმბოლოა, მაშინ როდესაც გეცბის ლამაზი ფანტაზია და ოცნება დეიზიზე, ცისფერ ნათებაში იხატება.

ცისფერი მესამე ძირითადი ფერია ბიბლიაშიც. ის ღმერთის სასწაულისა, ღვთიური ძალის სიმბოლოა. ის ყველაზე ამაღლებულისა და ღვთიური ქადაგების რეპრეზენტაციაა. ბიბლიაში მეთხუთმეტე თავის, 38-41 სტროფები ცისფერის ბიბლიურ მნიშვნელობას აღნიშნავს.

უკვე ავღნიშნეთ, რომ ცისფერი წარმოუდგენლად პოპულარულია ლოგოებსა და სლოგანებში. მას ძალიან ცნობილი ბრენდები იყენებენ, როგორიცაა:

  • American Express
  • Dell
  • Facebook
  • Ford
  • Hewlett-Packard
  • IBM
  • Lowe’s
  • Oral-B
  • Oreo
  • PayPal
  • Pepsi
  • Skype
  • Walmart

კომპანიები, რომლებიც საკუთარი თავის წარსადგენად ცისფერს იყენებენ, ყოველთვის ცდილობენ თავიანთ ლოგოებში შეიტანონ დეტალები, რომელიც მათ ინდივიდუალობას გაუსვამს ხაზს და ამასთან არ დაკარგონ ამ ფერის ის შეგრძნებები, რომლებიც ცისფერის აღქმის შემდეგ ადამიანის ხასიათში იჩენს თავს, სანდოობა, საიმედოობა და უსაფრთხოება.

American Express, Bank of America, Blue Cross Blue Shield, Chase Bank და Visa, ფინანსური კომპანიებია, რომლებიც ამ ფერის გამოყენებით მომხმარებლების სანდოობის შენარჩუნებას ცდილობს.

შეიძლება, შეგიმჩნევიათ, რომ სტომატოლოგიურ კლინიკები და პროდუქტები ხშირად სწორედ ცისფერშია გადაწყვეტილი. ამით ისინი ცდილობენ პაციენტების სიმშვიდე შეინარჩუნონ და შეამცირონ შიში.

კინემატოგრაფიაში

ერთგულება, გულუბრყვილობა და ბავშვური საოცრება ბრწყინავს ჯეფ ნიკოლის ფანტასტიკურ ფილმში, Midnight Special. ამ ფილმის მთვარი პერსონაჟი ერთფეროვანია, არა გადატანითი არამედ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ის თავიდან ფეხებამდე ცისფერია. ამ ფილმში რეჟისორი ამ ფერის ოპტიმისტურ, უცოდველ და წმინდა ბუნებას უსვამს ხაზს.

სხეულში დარჩენილი სიბინძურის, რუხი, უსიცოცხლო ფერების სააშკარაოზე გამოტანა, პოლ თომას ანდერსონის ფილმ  There Will Be Blood, მძიმე სცენა, სადაც ფილმის მთავარი პერსონაჟი საზიზღარი რეალობის წინაშე აღმოჩნდება, ის კადრში მარტოა და სწორედ ამ დროს იაზრებს, რომ ამ საზარელ რეალობასა და ცხოვრებაშიც არავინ არ ჰყავს, იაზრებს თუ რამდენად მარტოსულია.

ფილმში Only God Forgives, მთავარი პერსონაჟი ეთიშება რეალობას, რომელიც ფილმის განმავლობაში მძიმე ნაბიჯებით მიიწევს წინ. რაიან გოსლინგი გამოდის წითელი ფერის კადრებიდან, რომელიც ფილმის ძირითად ნაწილს წარმოადგენს და შემოდის ლურჯ განათებაში, რომელიც იზოლირებულია რეალობისგან, რუტინისგან და ადამიანებისგან.  განსხვავებული, მუქი, ცისფერი განათება, რომელიც ფილმის სრული სურათიდან ამოვარდნილია, საუკეთესო გზაა მთავარი გმირის ინდივიდუალობის გამოსახატად.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.