fbpx

რეჟისორი გიო მგელაძე საშა რეხვიაშვილის შესახებ


გააზიარე სტატია

 

რეჟისორი გიო მგელაძე საშა რეხვიაშვილის შესახებ:

ძია საშასთან ბოლო ათი წელი ხშირი ურთიერთობა მქონდა. ალბათ “ყველაფერზე” გვისაუბრია.

საშა იყო მამას ახლო მეგობარი. მამა ავად რო იყო, შვიდი თვის განმავლობაში მოდიოდნენ, კვირაში ორჯერ მიშა კობახიძე, მამა მიქელი და ძია საშა, მინიმუმ ათ დღეში ერთხელ.

ორ რამეს მიმეორებდა ხშირად. ერთს პროფესიაზე, მეორეს კაცობრიობის მომავალზე. საშა რუსულად მეტყველებდა და გითარგმნით რასაც მიმეორებდა.

ორი გზავნილი:

1. გიო, აკეთე საავტორო დოკუმენტური კინო. მთელ მსოფლიოში მოთხოვნადია და თან აცდები ამ არაადამიანებთან ფილმის გადასაღები თანხის გამო ურთიერთობას და თავის დამცირებას.

2. გიო, იცოდე ყველაფერი იქნება ცუდათ და უფრო ცუდათ. მთავარია ძაან ცუდათ არ იყოს (ვსიო ბუდეტ ხუჟე ი იშო ხუჟე. გლავნო ჩტობი ნე ბილო ოჩენ პლოხო).


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.