fbpx

თბილისი გარდენსი – სიმშვიდის მწვანე კუნძული ხმაურიან ქალაქში


გააზიარე სტატია

წლის საუკეთესო დრო, გაზაფხული ახალი დამდგარი იყო, როდესაც საქართველოც იმ ქვეყნების სიაში აღმოჩნდა, რომელშიც რაღაც ახალი, არც თუ ისე კარგი ამბები იწყებოდა. ვირუსი, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით, ჩვენს ქვეყანაშიც გამოჩნდა და ძალიან სწრაფად ყველანი თვითიზოლაციაში აღმოვჩნდით. აქამდე ჩვენთვის უცნობ პირობებში, როცა არც გარეთ გასვლა შეგვეძლო და აღარც მეგობრების ნახვა, სპორტულ დარბაზებში სიარული, საზღვარგარეთ გაფრენა, სამსახურში სიარულიც კი. პანდემიამ მილიონობით ადამიანს კარი ჩაგვიკეტა და ჩვენც, დარაბებს მიღმა დარჩენილებს, სხვა გზა აღარ გვქონდა გარდა იმისა, რომ ცხოვრება ინტერნეტში, ონლაინ გაგვეგრძელებინა.

რამდენიმე თვის შემდეგ ცხოვრება დარესტარტდა და ჩვენ ისევ დავიწყეთ ჰაერის თითქმის თავისუფლად სუნთქვა, პირბადეების გავლით, დღეს კი თვითიზოლაციის მეორე ეტაპზე ვიმყოფებით და საზაფხულო არდადეგების შემდეგ, ისევ დავუბრუნდით უკვე ჩვეულ ყოფას. დარბაზები, საცურაო აუზები, რესტორნები და კაფეები, საზღვრები, სავაჭრო მოლები და ოფისები ისევ დაკეტილია.

სად შეიძლება ადამიანმა ასეთ დროს იპოვნოს ბედნიერება? – წარმოიდგინეთ ასეთი გარემო: დიდი, გამწვანებული ეზო, სადაც ყოველდღე შეგიძლიათ ისეირნოთ, შემდეგ დაბრუნდეთ სახლში, გამოიცვალოთ და სავარჯიშოდ ჩახვიდეთ კეთილმოწყობილ დარბაზში, იქიდან კი აუზს მიაშუროთ და სხეული გაიჯანსაღოთ. რომ გაკაჟდებით, მოიმზადოთ ფინჯანი ყავა და ყოველდღიური პროფესიული საქმეების შესასრულებლად, გადაინაცვლოთ ბიზნეს ლაუნჯში, სადაც სიმშვიდე და სამუშაოდ იდეალური გარემო დაგხვდებათ. ამასობაში კი, თქვენი შვილები ონლაინ გაკვეთილების შემდეგ, ეზოში სათამაშოდ გაუშვათ, სადაც გასართობად საჭირო, დახვეწილი ინფრასტრუქტურა დახვდებათ და მის უსაფრთხოებაზე ნერვიულობაც კი არ დაგჭირდეთ. ეს ყველაფერი კი, პანდემიის პირობებში.

არა, ჩვენ თანამედროვე ზღაპარს არ გიყვებით. ცხოვრება, რომელიც დღეს თითქოს წარმოუდგენლად გეჩვენებათ, თბილისის შუაგულში, თბილისი გარდენსის საცხოვრებელ კომპლექსში ჩქეფს. თბილისი გარდენსი, უპირველეს ყოვლისა, არის იდეა, რომელიც დატვირთულ ქალაქში ისეთ ადგილს ქმნის, სადაც ადამიანს სრულყოფილი ცხოვრების ტკბობა შეუძლიათ. ამ სივრცეში ყოველდღიური დისკომფორტი ვერ აღწევს, რადგან აქ ყველაფერი თქვენი კარგად ყოფნისთვის არის შექმნილი. კერძო ტერიტორიაზე გაშლილი გამწვანებული პარკით დაწყებული, უსაფრთხო გარემოთი დამთავრებული. ყველაფერი ისეა, როგორც ფილმებში გინახავთ.

თბილისი გარდენსის ცათამბჯენში უკვე თითქმის ყველა სივრცეს თავისი მაცხოვრებელი ჰყავს და ახლა უკვე, რამდენიმე იღბლიანი ადამიანისთვის დარჩა მხოლოდ ხუთი თავისუფალი ბინა, რომლის მფლობელიც შესაძლოა თქვენ გახდეთ, თუკი იჩქარებთ. თუკი ჯერ კიდევ გაწუხებთ კითხვა, რატომ უნდა აირჩიოთ თბილისი გარდენსი, პასუხის პოვნას თქვენთან ერთად შევეცდებით.

თბილისი გარდენსის სლოგანი „სახლში ყველაფერი კარგადაა, როცა …თბილისი გარდენსში ცხოვრობ“ უბრალოდ ლამაზად შერჩეული წინადადება როდია. აქ ყველაფერი ფაქიზად და დიდი დაკვირვებით არის შერჩეული, ინტერიერის დიზაინზე კი ცნობილმა ინტერიერის დიზაინერმა ვინსენტ ვულფმა იმუშავა, რომელიც მსოფლიოს ათ საუკეთესო დიზაინერებს შორის მოიაზრება. ვინსენტ ვულფი ნიუ-იორკში დაფუძნებული ინტერიერის დიზაინერია, რომელსაც ამ სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს. მისი ბრენდი მთელს მსოფლიოში ცნობილია გამორჩეული ხედვითა და დეტალებზე ორიენტირებულობით, რამაც მას დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. მის პორტფოლიოში, რომელიც ძალიან მდიდარია, შეხვდებით ისეთ ნამუშევრებს, როგორიცაა Manhattan House Lobby, Lorien Hotel, Liberty National Golf Club და სხვა. გარდა ამისა, მას ეკუთვნის ისეთი ცნობილი ადამიანების სახლის ინტერიერის დიზაინი, როგორიცაა, ბრაიან კრენსტონი, პრესტონ ბეილი, პრინც და პრინცესა ფურშტენბერგი, რალფ პუჩი და ბევრი სხვა. სხვადასხვა დროს მან 5 საავტორო წიგნი დაწერა ინტერიერის დიზაინის შესახებ, რომელსაც სხვადასხვა ინსტიტუებში სახელმძღვანელოდაც კი ხშირად იყენებენ.

 

 

თბილისი გარდენსის რამდენიმე უპირატესობას ახლავე გაგანდობთ:

  • თბილისი გარდენსის მშვიდი საცხოვრებელი სივრცე დაცვის განსაკუთრებული სერვისით გამოირჩევა;
  • თბილისი გარდენსის ნიუ-იორკული ცათამბჯენი 21’000 მ²-იანი ცენტრალური პარკით არის გარშემორტყმული, რომლის გამწვანებაზეც იტალიელი დიზაინერები მუშაობენ.
  • ბილიკების, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობასა და განსაკუთრებული ჯიშის ხეებით პარკის გამწვანებაზე ჯამში 1’000’000 $ -ზე მეტი დაიხარჯა და მუდმივად მიმდინარეობს მისი განახლება;
  • 375 მ² სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი გამოცდილი ინსტრუქტორებით 24/7 თქვენს განკარგულებაშია. ფიტნეს ცენტრის უნიკალური დიზაინიც ვინსენტ ვულფს ეკუთვნის;
  • 1100 მ²-იან დარბაზში, რომელიც ვინსენტ ვულფმა თავად დაგეგმა, ოლიმპიური ზომისა და საბავშვო საცურაო აუზებია განლაგებული. აუზების კომპლექსი მთელი წლის განმავლობაში დაგეხმარებათ დასვენებასა და გაჯანსაღებაში.
  • კონსიერჟის სერვისთან ერთად დიდი ბიზნეს ლაუნჯი საქმიანი შეხვედრებისთვის იდეალური ადგილია. მისი ინტერიერისა და ავეჯის დიზაინზეც ასევე ვინსენტ ვულფმა იმუშავა.

ახლა კი ნამდვილად დარწმუნდებოდით ჩვენთან ერთად, რომ თბილისი გარდენსი პატარა ქალაქია დიდ ქალაქში, რომელსაც საკუთარი ავთენტურობა და ცხოვრების სტილი გააჩნია. ისე კი, ერთი სიტყვით იმის დამატებაც ღირს (თუკი ეს ჯერ კიდევ არ არის ცხადი), რომ თბილისი გარდენსის ცათამბჯენის მშენებლობის სტანდარტი უმაღლესი ხარისხისაა, რომელზეც თურმე, ებრაულმა კომპანიამ MYS Architects-მა იმუშავა. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ცათამბჯენების მშენებლობის დაწყებამდე, ამერიკაშიც კი ჭკუას ეკითხებიან – ქვეყანაში, სადაც მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა პირველად დაიწყეს.

ალბათ ყველანი იოცნებებდით, რომ დღეს სწორედ აქ ატარებდეთ პანდემიის დღეებს, რადგან თბილისი გარდენსში ნეგატიური ემოციები ვერ აღწევს. თუმცა ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, დარჩენილი ხუთი ბინიდან ერთ-ერთის მფლობელი გახდეთ, ხოლო თუ ახლა ვერ ასწრებთ, მალე ამავე ტერიტორიაზე მეორე ცათამბჯენიც აშენდება, რომელიც იდეალურად ჩაეწერა კომპოზიციაში, მისი მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.