fbpx

გაიცანი “მეამას” ყავის სამყარო – ციფრული მოგზაურობა შენი გემოს აღმოსაჩენად


გააზიარე სტატია

 

მეამა ახალ ბრენდ საიტზე მომხმარებლებს  უნიკალურ და ციფრულ გამოცდილებას სთავაზობსერთგვარ მოგზაურობასმეამასყავის სამყაროში. აქ გაიგებ ყველაფერს, რაცმეამა“-ზე, მის პროდუქციასა და ზოგადად ყავაზე გაინტერესებს

მეამასახალ ონლაინ სივრცეში ოთხ  მთავარ განყოფილებას დაათვალიერებ, ესენია: კომპანიის, საწარმოს, პროდუქტებისა და ინოვაციების გვერდები, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებ თითოეული თემის შესახებ.

 

მოგზაურობა სახელადიპოვე შენი გემოერთი ასქროლვით იწყება და ეტაპობრივად გაცნობსმეამასყავის სამყაროსმოგზაურობის პირველ საფეხურზე მიიღებ ინფორმაციას ყავის აპარატების შესახებ, რომლის საშუალებითაცმეამასკაფსულები არომატულ ყავად რამდენიმე წამში გადაიქცევა.

შემდეგი საფეხური ყავის კაფსულებიამრავალფეროვანი არჩევანით და ყველა იმ დეტალით, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებს შენი გემოს აღმოჩენას. ამ გაჩერებაზე კაფსულებს შორის განსხვავებების შესახებაც მიიღებ ინფორმაციას და იმასაც გაიგებ, შენი ფავორიტი გემო რობუსტას მარცვლებით შეიქმნა თუ არაბიკას, ან იქნებ ორივე?

შემდეგი საფეხური იმ შემთხვევაში დაგაინტერესებს, თუ გინდა, რომ შენს ოფისში ნამდვილი და არომატული ყავა ყოველთვის ხელმისაწვდომი იყოსამ გვერდზე უნიკალური და ინოვაციური ვენდინგ მანქანადროფერია წარმოდგენილი. აქ საშუალება გაქვს უფრო დეტალურად გაეცნო მას, დაათვალიერომეამასსათაო ოფისის ესთეტიკის მიხედვით შექმნილი დროფერი ხისა და ბეტონის ვიზუალითრომელი უფრო მოუხდება შენი ოფისის ინტერიერს?

შემდეგი კი ყველაზე მთავარ კითხვაზე პასუხიარატომ კაფსულა

და თუ გადაწყვეტ, რომ შენი გემო აუცილებლად უნდა აღმოაჩინო, იქვემეამასონლაინ მაღაზიის ბმულსაც შეამჩნევ, სადაც შენთვის სასურველი პროდუქტის მარტივად შეკვეთა შეგიძლია.

საიტის კრეატიული კონცეფცია – “Back to future” და მისი საინტერესო დიზაინი “Holy Motors”- ეკუთვნის, ხოლო ვებ გვერდის სრულყოფასა და მის საბოლოო სახეზემეამასგუნდმა იმუშავა.

აღმოაჩინე შენი გემო მეამას მრავალფეროვან ასორტიმენტშიიმოგზაურე ჩვენს ახალ ბრენდ საიტზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.