fbpx

Reckless უკვე მეორე კოლექციას უშვებს


გააზიარე სტატია

Reckless-პირველი თინეიჯერებისათვის განკუთვნილი streetwear ბრენდი საქართველოში, უკვე მეორე კოლექციას უშვებს.

ბრენდის კოლექციები ყოველთვის თემატურია და ის რაღაც ფორმით ეხმიანება მოზარდებისთვის მნიშვნელოვან თემებს – ისეთები როგორიცაა გაუცხოება, თვითგამოხატვის პრობლემები, ურთიერთობები სხვადასხვა ინსტიტუციებთან. “ვემსახურები ავტორიტეტებს” მეორე კოლექციის ინსპირაციაა ეგრეთ წოდებული “ქუჩის ცხოვრება”, ბავშვობის ტრავმები, დაკავშირებული ისეთ რეპლიკებთან როგორიცაა – “რა ცხოვრებით ცხოვრობ?!” რომელზე პასუხის გაცემაც შესაძლოა მთლიანად შეცვალოს მოზარდის ცხოვრება.

საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილ “კაცურობისა” და “კარგი ბიჭობის” გაგება დღემდე რჩება მოზარდებზე ძალადობის იარაღად. ოჯახისა და სკოლის გარდა, ქუჩაც ის ადგილია ვინც ერევა მოზარდის ცხოვრებაში, ვისთვისაც შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს შენი გენდერული, სექსუალური მიკუთვნება ან თუნდაც გარეგნობა. კოლეციაში “ძველბიჭური გაგება” ეგრეთ წოდებული “კანონიერი ქურდების” ტატუებიდან აღებული სიმბოლოებითაა გადმოცემული, რომელიც სასკოლო უნიფორმების კონსტრუქციის სამოსზეა მორგებული. თითოეული სიმბოლო არასრულწლოვანთა კოლონიებში მყოფი ბავშვების ცხოვრებაზე ყვება, რომლებიც ხშირად ძალადობრივ გზას, სწორედ ამ მენტალიტეტის ყალბი რომანტიკული გავლენებით ირჩევენ. კოლექციის სარეკლამო გადაღებაც 90-იანი წლების თბილისის “ბირჟას” აცოცხლებს, ფოტოგრაფი ნატა სოფრომაძე ზუსტად გადმოსცემს იმ გარემოს, რომელშიც არსებობენ და ზოგჯერ გადარჩენისთვის იბრძვიან მოზარდები.

Recklessის შექმნის იდეა -ნიკას დედას სალომე გველესიანს ეკუთვნის.მასთან ერთად, ძალიან საინტერესო სამოსის შექმნაზე დიზაინერები – მასუ მწარიაშვილი, ანკა ქოიავა და ლიზა ყაჯრიშვილი მუშაობდნენ ახალგაზრდულმა ბრენდმა, ასეთი სახელწოდებით  RECKLESS 31 აგვისტოს აიღო სტარტი. მისი შექმნა – ნიკა ჯორჯაძეს ეძღვნება და უკავშირდება; სწორედ მისი მეტსახელი იყო Reckless იმ ანიმაციებში, რომელსაც ახალგაზრდა ქმნიდა.

ფოტოები: ნატა სოფრომაძე,  მასუ მწარიაშვილი

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.