fbpx

ქართული ხელნაკეთი სანთლები 2020-ის გასაცილებლად


გააზიარე სტატია

დეკემბერი ყველაზე სადღესასწაულო თვეა, დღესასწაულს კი ყველაზე მეტად ბრჭყვიალა ნივთები და სანთლები უხდება.

სამწუხაროდ, 2020 წელი ძალიან უცნაური აღმოჩნდა, დღესასწაულის აღნიშვნა და უმეტესი დროის გატარება ყველას სახლში გვიწევს, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ქართული წარმოების ყველაზე გამორჩეულ სანთლებს, რომელთა ყიდვას ონლაინ მოახერხებთ. ეს სანთლები კი სახლის გალამაზებაში და განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

 

Vanilla Glory

Vanilla Glory ქართული კომპანიაა, სადაც  სანთლებს სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშების მიხედვით ქმნიან. თქვენ აქ ნახავთ როგორც  ვენერა მილოსელის სკულპტურის მიხედვით დამზადებულ სანთელს, ასევე მიქელანჯელოს დავითის თავს და რენესანსის პერიოდის ანგელოზებს. მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი სანთელი  სურნელოვანია და გარდა ინტერიერის გალამაზებისა, თქვენ შეგიძლიათ სახლში ვანილის, ქოქოსის, ყავის ან შოკოლადის სურნელიც დაატრიალოთ. თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა.

 

Identity Candles

Identity Candles სახლში სიმშვიდე და მყუდროება შემოაქვს. ამ პერიოდმა კარგად გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახში თავს კომფორტულად გრძნობდე, დეტალებში იცნობდე საკუთარ იდენტობას, – ამბობენ ბრენდის დამფუძნებლები სოფო ქარცივაძე და ნინული ახვლედიანი. სანთლების ესთეტიკა ძველ საბერძნეთს უკავშირდება და გარდა ძველი სკულპტურული ფორმებისა, ახალ კოლექციაში ფერად ბერძნულ სვეტებსაც გვთავაზობენ.

Kerion.ge

“კერეონიც” ქართული ხელნაკეთი სანთლების ონლაინმაღაზიაა, რომლის მთავარი მისია მენტალური სიმშვიდის მოტანა და სახლში განსაკუთრებული აურის შექმნაა. აქ ნახავთ ძალიან განსხვავებულ თავის ფორმებს, რომლებსაც *Mental ჰქვია,   ინტერიერის დასამშვენებლად  კი სანთლის ტორსებს გვთავაზობენ


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.