fbpx

Covtest.ge – საიტი, რომელიც კოვიდ-ტესტების ჩატარების პრობლემას სწრაფად და მარტივად აგვარებს


გააზიარე სტატია

ბოლო დროს თუ PCR ტესტის ჩატარება დაგჭირვებიათ, ალბათ გეცოდინებათ, რომ ეს პროცესი საკმაოდ დროშია გაწელილი დიდი მოხოვნის გამო. კლინიკები პაციენტებს ვეღარ აუდიან, ლაბორატორიებს კი უსასრული რიგები აქვთ. 21-ე საუკუნე ალბათ სწორედ ამიტომაც არის გამორჩეული, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ახალგაზრდა ადამიანები პრობლემის ტექნოლოგიურ გადაწყვეტას ეძებენ. ამჯერად, ჩვენ მოგიყვებთ ახალ ვებ-პლატფორმაზე Covtest.ge, რომელიც კოვიდ-ტესტების ჩატარების პრობლემას სწრაფად და მარტივად აგვარებს.

ჩვენ ვესაუბრეთ პლატფორმის ერთ-ერთ წევრს ნინული ახვლედიანს, რომელსაც ვებ-გვერდის გაკეთების იდეა საკუთარი შემთხვევის შემდეგ გაუჩნდა.

“პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ჩვენი გუნდი საყოველთაო ტესტირების მომხრეა და მიგვაჩნია რომ ტესტირება კოვიდ 19ს პრევენციისთვის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა. ამ მოკლე ხანში მეთვითონ რამდენიმეჯერ მომიწია ტესტირების გავლა, სხვადასხვა კონტაქტისა და ობიექტური მიზეზების გამო. მივხვდი რომ ამ ისედაც დიდი პრობლემის ფონზე ძალიან გართულებულია ტესტის ჩატარების პროცედურა, უზარმაზარი რიგის და პასუხის დროულად ვერ მიღების გამო.  ზოგიერთისთვის ამ ზამთრის ცივ დღეებში გარეთ დგომა სულ არ არის მიზანშეწოილი, თავი რომ დავანებოთ რიგში ხანგრძლივად მდგომის ისედაც უსიამოვნო ფაქტორს და დასნეულების ერთგვარ რისკებსაც”, – ამბობს ნინული ახვლედიანი.

იდეის ერთ-ერთი ავტორი ამობს, რომ მისი აზრით, კოვიდ-ტესტის ჩატარება ყველასთვის გამარტივებული უნდა იყოს, რათა ვირუსის გავრცელებაც შეჩერდეს და ადამიანებუც უფრო დაცული იყვნენ. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა ეს მისია საკუთარ თავზე აეღო და გამარტივებული ტესტის პლატფორმა დაენერგა.

“მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით ძალიან კომფორტულად აწყობილი ვებგვერდი Covtest.ge, რომლის მუშაობის მთავარ კომფორტულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ამ საიტზე შესვლისას მოქალაქეს მონაცემები საიტზე შესვლის თანავე იგზავნება ბათუმისა და თბილისის ყველა წამყვან ლაბორატორიაში, რის შემდეგაც კომპიუტერული სისტემა ავტომატურად იწყებს თავისუფალი პერსონალის ძებნას და მაქსისმუმ ერთი საათის განმავლობაში მოქალაქე იღებს სახლში მისვლით ტესტირების მაღალ დონეზე გავლის სერვისს”, – გვითხრა ნინული ახვლედიანმა.

ამავე საიტის მეშვეობით შესაძლებელია შემდეგი ანალიზების ჩატარების სერვისის მიღებაც , სისხლის საერთო ანალიზი, კუაგულოგრამა, ც რეაქტული ცილა და დ დედიმერი. რაც შეეხება ფასს, მიუხედავ სწრაფი და ხარისხიანი მოსახურებისა, საიტის მომსახურების ფასი იდენტურია ბაზარზე არსებული ფასების.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.