fbpx

“ეთნოფესტი 2020 ელექტრონულ სივრცეში” ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი


გააზიარე სტატია

19 დეკემბერს, 16:00 საათზე, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით  ტარდება ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი “ეთნოფესტი 2020“ ელექტრონულ სივრცეში.  ფეისბუქ ლაივ ჩართვაში შემოსულ ნებისმიერ სტუმარს ექნება შესაძლებლობა ეთნოფესტის ვებ პლათფორმაზე გაეცნოს 100 მეტი დიზაინერისა და ოსტატის მიერ დახვეწილი გემოვნებითა და ხარისხით შესრულებულ ხელნაკეთ ნივთებს, აარჩიოს სასურველი  და სურვილის შემთხვევაში უშუალოდ ოსტატისგან შეიძინოს იგი.  ონლაინ ღონისძიებას გაუძღვება დათუნა ალადაშვილი.

„ეთნოფესტი“კულტურული ინდუსტრიების ერთ-ერთი წამყვანი სფეროს – ტრადიციული რეწვის,  დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების და დიზაინის , განვითარების და სტიმულირების ერთ-ერთი ყველაზე ფართო მასშტაბიანი  პლატფორმაა სამხრეთ კავკასიაში. იგი  ოპერირებს ბიენალეს პრინციპით. 2020 წელს  COVID19-ის პანდემიის  გათვალისწინებით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა შეცვალა პროექტის ფორმატი და ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის მესამე საერთაშორისო სამიტი „ეთნოფესტი2020“ -მა ფიზიკური სივრციდან ელექტრონულ სივრცეში გადაინაცვლა. „ეთნოფესტი -2020“ ელექტრონულ სივრცეში აერთიანებს ორ მნიშვნელოვან კომპონენტს: საგამოფენო/ექსპო და  საგანმანათლებლო სივრცეებს.

„ეთნოფესტი-2020 ელექტრონულ სივრცეში“ მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი და  საერთაშორისო საზოგადოებისთვის ქართველი დიზაინერების, ოსტატებისა და  მწარმოებლებისა წარმოჩენას და მათი პროდუქციის პოპულარიზაციას; დარგის ეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას მასში ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირების საშუალებით; ვებ-გვერდის ვიზიტორისთვის გემოვნებიანი, მრავალფეროვანი, ორიგინალური და ხარისხიანი პროდუქციის წარდგენას; გრძელვადიანი ურთიერთ-კავშირების დამყარების ხელშეწყობას; ტრადიციული რეწვისა და ხელოსნობის საწარმოების ბიზნესის უნარების გაძლიერებას სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით; თბილისის რეგიონის რეწვისა და ხელოსნობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

„ეთნოფესტი-2020 ელექტრონულ სივრცეში“ ორგანიზატორია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი.   პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტოს სამინისტროს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს, ქ.თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის და სამხრეთ კავკასიის შვეიცარიის თანამშრომლობის რეგიონალური ოფისის მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფეისბუქის გვერდზე.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.