fbpx

გემო, რომელიც გამოგზაურებს – „მეამას“ ყავის ორი ახალი გემო


გააზიარე სტატია

მაკაპუნო ქოქოსი და მთის ჟოლო – „მეამას“ ყავის ორი ახალი გემო

 

პირველი შეკითხვა: რომელი გემო გახსენებთ სანატრელ დასვენებას, ქვიშიან პლაჟს, მზეს, ჰამაკს და უსასრულო ლურჯ ჰორიზონტს? ჩვენი აზრით, სწორი პასუხია ქოქოსი, რომელიც დაგემოვნებისთანავე გვამოგზაურებს ხოლმე შორეულ, თბილ და საოცნებო ქვეყნებში…

მეორე შეკითხვა: რა ათბობს ზამთარს ყველაზე მეტად? – ბუხარი, სიმყუდროვე, კარგი ფილმი და ცხელი სასმელი, რომელიც სითბოს მთელ სხეულში ღვრის და თავში ყველაზე ჯადოსნურ ენდორფინებს გამოყოფს.

კარგი ამბავი: სასმელი, რომელიც ზაფხულის ოცნებასა და ზამთრის სიმყუდროვეს ერთ ჭიქაში აერთიანებს, „მეამამ“ უკვე ამერიკული ფორმატის კაფსულებში მოათავსა და საახალწლო საჩუქრად გამოგვიგზავნა. მაკაპუნო ქოქოსი – სრულიად ახალი გემოა, რომელიც  უნიკალური კოლექციის ცისფერ კაფსულებშია მოთავსებული.

უფრო კარგი ამბავი: ასეთივე ცოცხალი და უცხოა მთის ჟოლოს არომატი, რომლითაც „მეამამკაფსულების „ცისარტყელა“ კიდევ უფრო გააფერადა.  

„მეამამ“, რომელიც ისედაც მთელ მსოფლიოში დამოგზაურობს და ქართული რეცეპტების შესაქმნელად საუკეთესო ინგრედიენტებს ეძებს, ქოქოსის ყველაზე ჯადოსნურ გემოს ფილიპინებში მიაგნო. ის თან ნოსტალგიურად ძველია და თან – საუცხოოდ ახალი. მაკაპუნო არის ქოქოსი, რომლის წვენი და რბილობი ერთმანეთში ბუნებრივად არის არეული, რაც ყველაზე დაბალანსებულ და იდეალურ გემოს განაპირობებს. თუ მაკაპუნო ქოქოსს კოლუმბიური ყავის მარცვლებს შევურევთ და ქართულ გემოვნებას დავუმატებთ, მივიღებთ მოტკბო, ტროპიკულ გემოსა და სავსე ტექსტურას – ანუ იმას, რითიც „მეამასამერიკული ფორმატის ახალი კაფსულა გამოირჩევა.

ჟოლო, ყველა სეზონზე აქტუალური და მოთხოვნადი არომატია. ჟოლოებს შორის საუკეთესოს – მთის ჟოლოს კი, ყველაზე ცოცხალი გემო და სურნელი გამოარჩევს. ბუნებრივად დაბალანსებული სიტკბო და ხალისიანი ნოტები სრულიად ახალ, განსხვავებულ, საუცხოო და საინტერესო ყავას ქმნის, რომელიც რეცეპტორებთან შეხებისთანავე მთელ სხეულს ერთი ყლუპით აჯადოებს.

აი, ასე, ბევრი ძიებისა და ქართველი ყავის მოყვარულების ყველა მოთხოვნის გათვალისწინებით, „მეამას“ ქართული რეცეპტების ცისარტყელას ორი ფერი შეემატა – ჟოლოსფერი და ცისფერი. რაც მთავარია, შეგიძლიათ, ორივე მათგანი ახლავე დააგემოვნოთ. ამისთვის კი საკმარისია, ყავის კაფსულები “მეამას” ონლაინ კომერციის პლათფორმაზე, ასევე ცხელი ხაზის საშუალებით, ან მეამას ბრენდულ და POP-UP სივრეცეებში შეიძინოთ და ცინცხალი და განსაკუთრებული ყავით მთელი დღე გაიფერადოთ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.