ახალი სხივი, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთათვის
შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. კარანტინი, დაკეტილი რესტორნები თუ გართობასა და სოციალიზაციას მონატრებული ხალხი. ამ გარემოებებში კი ვიწყებთ ახალი იდეების, ადამიანების, შეგრძნებებისა და თუნდაც გემოების ძიებას.
აწ უკვე მეორე lock down-ში თავგზააბნეული გადავაწყდი ახალ რესტორანს სხივს, რომელმაც თავდაპირველად ცოტა დამაბნია კიდეც. გაიხსნა მაშინ, როდესაც ყველაფერი იხურება და უარი თქვა ქვაბებზე, ტაფებზე, ღუმელზე, საკვების ყველანაირ დანამატზე, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს შაქარსა და მარილზეც კი. პროდუქტი, რომელიც სრულად ინარჩუნებს იმ სიჯანსაღესა და უნიკალურ გემოებს, რომელიც ძირითადად თერმული დამუშავებისას იკარგება.
სიჯანსაღე, დეტოქსი, მრავალფეროვანი გემოები და ენერგიით სავსე პროდუქტი არის ის, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იქცევს ჩემს ყურადღებას. დაკლებული კილოგრამები და სასურველი წონის მიღწევა უკონკურენტო მოტივატორია იმისა, რომ დაიწყო გზების ძიება თუ როგორ შევინარჩუნოთ ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ძალიან გვინდა რაიმე გემრიელი, როცა რესტორანში შესვლისას ძალიან ბევრი ცდუნებაა იმისა, რომ ეს ყოველივე ხელიდან გაგვისხლტეს.
საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვეძებდი რესტორანს, რომელიც ერთდროულად შემოგვთავაზებდა გემრიელ და თან ჯანსაღ კერძებს, სადაც მეგობრებთან გატარებული ერთი საღამო ჯანსაღი ცხოვრების გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად არ დამიჯდებოდა. Მეგობრებთან გატარებული საღამოები ცოტა შორს არის, მაგრამ ვიპოვე რესტორანი, რომელიც ჩემი დიდი გასტრონომიული გამოცდილების მიუხედავად მაინც ძალაინ მეუცხოვა.
დავიწყე ძიება თუ როგორ არის შესაძლებელი მთავარი კერძი ტაფის, ქვაბის და ღუმელის გარეშე გააკეთო. ვნახე სტატიები, სწავლებები, რესტორნებნი და ადამიანები, რომლეთაც raw foods, ცოცხალი სამზარეულო ცხოვრების წესად აქვთ ქცეული, ნაშრომები, რომლებიც მსგავსი საკვების ენერგეტიკულ ღირებულებებსა და ხარისხზე გვიყვებოდნენ. საბოლოოდ გადავწყვიტე ეს ყოველივე საკუთარ თავზე გამომეცადა.
მოვიძიე სხივის facebook და instagram გვერდები. ვიხილე დეტალური მენიუ და სრულ კომპლექტზე შევჯერდი: აპეტაიზერი, მთავარი კერძი და დესერტი. Კერძებთან ერთად ამომწურავი ინფორმაცია მივიღე სხივის წევრებისგან თუ რამდენად კარგ პროექტის ნაწილი ვხდებოდი. გაუმჯობესებელი ძილის რეჟიმი, ხარისხი, გაძლიერებული იმუნიტეტი, შინაგანი წესრიგი, რომელიც გარეგნობაზე აგვესახება, კანის სტრუქტურა, თმის ხარისხი, ხასიათზე და განწყობაზე ასახული სიმშვიდე. აპეტაიზერად გამომშრალი პური პომიდვრის ბრუსკეტათი, გაღვივებული ხორბლის სალათი და უგემრიელესი ჩიას დესერტი შევარჩიე. მივიწყებულ ფინიკისა და კურაგის გემოების იდეალური შერწყმა ცოცხალ ბოსტნეულთან. ეჭვი, რომ თერმული დამუშავების გარეშე ბოსტნეულის სასურველი გემოს მიღწევა შეუძლებელია, სხივმა სრულად გააქარწყლა.
ჯანსაღი ცხოვრება, ჯანსაღი საკვების გარეშე შეუძებლია. მაშინ, როდესაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ამომწურავ ინფორმაციას ვფლობდი ამ პროქტის აღმოჩენამ მიმახვედრა, რომ სასწავლი და შესაცნობი კიდევ ძალიან ბევრი მაქვს. Სხივის კერძების რეგულარულად მიღების შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი ყოველდღიური იოგა და მედიტაცია უფრო წარმატებით მუშაობდა, ორგანიზმში სიმსუბუქის შეგრძნება გამიათმაგდა. Აღმოვაჩინე, რომ ღვივებში გაცილებით მეტი სასარგებლო ნივთიერება და ენერეგია იყრის თავს, გაღვივების პროცესში მარცვლეული, პარკოსნები ბიოლოგიურად უფრო აქტიური ხდება და მნიშვნელოვნად იზრდება მათი სარგებლიანობა, რომელიც შემდეგ უკვე მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს ორგანიზმზე.
ძიების პროცესში აღმოვაჩინე, რომ ცოცხალი სამზარეულო ძალიან საინტერესო მზადების პროცესითაც გამოირჩევა და რომ ღვივები ძალიან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს გემო, რომელიც სრულად პროდუქტის ბიოლოგიურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული. გაღვივება, ეს მიძინებული მარცვლის გაცოცხლების პროცესია. ამ დროს ღვივში კოლოსალური რაოდენობის ენერგია აკუმულირდება, რაც მარცვალს აძლევს მისგან ახალი მცენარის წარმოქმნის ძალას, გაღვივების პროცესში ყველანაირი საჭირო ცილებნის, ცხიმების და ნახშირწყლების დამუშავება ხდება. Სწორედ ეს უნიკალური თესლის უნარი გვანიჭებს იმ სიმსუბუქეს, რასაც ცოცხალი აქტიური საკვები გვაძლევს. Ეს ჯადოსნური პროცესია, რომელიც სამზარეულოს მნიშვნელვანი ინვენტარის გარეშე მიმდინარეობს.
შეიძლება დაგვიხურონ რესტორნები, მაღაზიები, აგვიკრძალონ გართობა, სახლიდან გასვლა და შეგვიზღუდონ გადაადგილება, მაგრამ სიახლეების აღმოჩენასა და კეთებას წინ არასდროს არაფერი უდგას. კარანტინია, ნებისმიერი სიახლე ჩემში განსხვავებულ ემოციებს იწვევს, ვაფასებ ადამიანებს, ვინც გარემო პირობებს მიუხედავად, ჩვენთვის სიახლისა და ინოვაციის შემოთავაზებას არ შეუშინდა.
ჩემი აზრით იდეალური დროა იმისთვის, რომ ღია იყოთ სიახლეებისთვის, გადახვიდეთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, შეიგრძნოთ ის სიმსუბუქე, რაც ცოცხალი პროდუქტის მიღებას თან სდევს და ამ სტარაპის აღმოჩენის შემდეგ კი მივხდი, რომ სხივი ამ ყველაფრის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს თითოელი ჩვენგანის ცხოვრებაში.