fbpx

გადავუხადოთ მადლობა ჩვენი დროის გმირებს


გააზიარე სტატია

www.miceremadloba.ge  გადავუხადოთ მადლობა ჩვენი დროის გმირებს

 

„რეანიმაციულ ბოქსში კოვიდ-დადებითი პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. სასწრაფოდ გამოძახებული ექიმი სრულად ეკიპირებას არ დაელოდა და პაციენტის დროულად დასახმარებლად, მიუხედავად ინფიცირების მაღალი რისკისა, მასთან მხოლოდ პირბადით შევიდა. „ივანე ბოკერიას ჰოსპიტლის“ ექიმმა, მირანდა ჩარუმაშვილმა სიცოცხლეს სიცოცხლე შეუნარჩუნა“.  #მისწერემადლობამირანდას…

ეს ამბავი ერთ-ერთია იმ უამრავი შემთხვევიდან, რომლებიც კოვიდ-ჰოსპიტლების კედლებს მიღმა ვითარდება და სამედიცინო პერსონალის ყოველდღიურობას ასახავს.

მაშინ როდესაც ჩვენ, მაქსიმალურად იზოლირებულები, შინ ვსხედვართ და ტელევიზორითა თუ ინტერნეტით თვალს ვადევნებთ კორონავირუსის გავრცელების დინამიკას, გვახსოვდეს, რომ სწორედ ამ დროს ადამიანები სხვისი სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან.

„ევექსის ჰოსპიტალური ქსელის“ არაჩვეულებრივი ინიციატივა  Miceremadloba.ge  შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ მირანდა ექიმს და სხვა სამედიცინო პერსონალს მადლობა გადავუხადოთ.

ონლაინპლატფორმა  www.miceremadloba.ge  ერთგვარი საკომუნიკაციო არხია საზოგადოებასა და სამედიცინო მუშაკებს შორის. ამ სივრცეში თქვენ აღმოაჩენთ ჩვენი დროის გმირებს და ისტორიებს კოვიდ-ჰოსპიტლებიდან. ვებგვერდი ძალიან მარტივი პრინციპისაა, შთამბეჭდავი და ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული, რომელთა ავტორებიც „ციფრული ინდუსტრიის აკადემიისა“ და „სამხატვრო აკადემიის“ სტუდენტები არიან.

ალბათ დღეს არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ გასჩენია სურვილი  მედპერსონალის მიმართ მადლიერება გამოეხატა.  ჩვენ შეგვიძლია მათ ხმა მივაწვდინოთ და გავამხნეოთ, მივწეროთ მესიჯი, რომელსაც ისინი სმს-ით მიიღებენ. მეტიც, პლატფორმის საშუალებით შეგვიძლია წერილიც კი გავუგზავნოთ სამსახურის მისამართზე. მთავარია, რომ მადლიერების სიტყვები არ დავიშუროთ.

დაუღალავი შრომა, ღამენათევი დღეები, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შენარჩუნებული სხვისი სიცოცხლე, ათასობით გადარჩენილი ადამიანი – ექიმები, ექთნები, სანიტრები და მთელი სამედიცინო გუნდი ყოველდღიურად ინფიცირებულ პაციენტებს არა მხოლოდ მკურნალობენ, არამედ ფსიქოლოგიურადაც ეხმარებიან. ფიზიკური და მორალური დახმარება უსაზღვრო ენერგიას მოითხოვს, ეს ადამიანები ამ ენერგიას სრულად გასცემენ, არ იშურებენ ძალას და საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებენ. ჩვენ კი ახლა უკვე შეგვიძლია გავამხნეოთ ისინი, მივცეთ ახალი ენერგია და მოტივაცია. სიტყვას ხომ უზარმაზარი ძალა აქვს.

პროექტის იდეის ავტორი – ევექსის ჰოსპიტალური ქსელი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პანდემიის გამოცხადების პირველივე დღეებიდან ჩაერთო და ინფიცირებულთა სამკურნალოდ საწოლფონდი გამოყო. ამჟამად ევექსის ჰოსპიტლებში ინფიცირებულთათვის 1 100 საწოლია განკუთვნილი.  ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში კი კორპორაციის 5 500-მდე მედპერსონალია ჩართული, რომლებსაც დღეიდან შეგვიძლია მივწეროთ მადლობა.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.