ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა “კირკე” ფილმის ტრეილერს აქვეყნებს
კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და ისრაელის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ მოკლემეტრაჟიან ექსპერიმენტულ ფილმს – “იყავი წრე”.
ქართველ საზოგადოებას სრული ფილმის ნახვის შესაძლებლობა მომავალ წელს ექნება.
ფილმის შესახებ:
“ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს…”
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი – იოანე ზოსიმე
არქიტექტურის ისტორიის წიგნები იწყება მეგალითური კულტურიდან, დოლმენებიდან, რომლებიც ყოველ ადამიანს სამყაროს მარადიულობას ახსენებს. არტეფაგებში ნაპოვნი დისკი და ტონიან ქვებზე შემორჩენილი ნიშნები (მზე, მთვარე, ვარსკვლავები) მიგვანიშნებს ადამიანების და კოსმოსის კავშირებზე უხსოვარი დროიდან. ჩვენი ასომთავრული ანბანიც ამასვე მოწმობს: ზოგიერთი კვლევის მიხედვით ის შუმერებიდან იღებს სათავეს.
ანბანის პირველი ასო
ანი – მთვარე, ცა, მამრი ღვთაებაა – რიცხვითი მნიშვნელობა 1.
4 – დონი – დღე, ღვთაება მზე, დედა ღვთაება – რიცხვითი მნიშვნელობა 4.
9 – თანი – თვალი, ღვთაება სინათლე, მეცხრე ცა, რიცხვითი მნიშვნელობა 9.
11 – კანი – კარი, დაბადება, მარადისობა – რიცხვითი მნიშვნელობა 20.
19 – რა – რა ღვთაება მზეთამზე – რიცხვითი მნიშვნელობა 100.
34 – ხარი – 7000.
ფინიკიურ დედაანბანში სულ 22 ასო ნიშანი იყო, ანუ 22 იდეოგრამა. პირველია “ალეფი” – ხარის იდეოგრამა, შემდეგია “ბეტი”, რომელიც სახლს აღნიშნავს, ხოლო მეოთხე ნიშანი “დალეთ” – კარს. ფიქრობენ, რომ ჩრდილოსემიტური ანბანი ფინიკიურიდან წარმოიშვა. ჩრდილოსემური ანბანი 22 იდეოგრამა – აკროპონს ითვლის.
სემიტური ანბანი ალეფით – ხარით იწყება და მთავრდება
22 – თავი, ჯვარი.
შუმერები ხარს დედამიწას უწოდებენ.
ასომთავრული ანით იწყება (მთვარე) და მთავრდება 35 ჯვარი ასოთანიშნით – 8000.
გამოდის, რომ ქართულ ანბანს მთვარის ღმერთის საკულტო ცხოველი – ხარი ამთავრებს და ანბანის დასასრულს აქაც ჯვარია დასმული. სემურ ანბანს ხარის “ალეფის” იდიოგრამა – აკროფონი იწყებს, ხოლო ქართულ ასომთავრულს პირუკუ, ხარის იდიოგრამა – აკროფონი ამთავრებს.
ებრაული ენა – ივრითი განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს.
იწყება ალეფით და მთავრდება ტაფ .את .
ფილმის მიზანია მიგვაახლოოს ჩვენი წინაპრების უძველეს ფესვებს და დაგვანახვოს კოსმოსური კავშირების მნიშვნელობა ცივილიზაციის ამ ეტაპზე.
გაგვახედოს მარადისობისკენ, შეგვახსენოს ძველ და პატარა ერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ მსოფლიოსთვის, რადგან ჩვენშია ის იდუმალი გასაღები (ანბანი), რომელმაც აქამდე მოგვიყვანა, შეგვანარჩუნებინა იდენტობა და გაგვიხსნა გზა მარადიული მოძრაობისკენ.
გამოყენებული ლიტერატურა: ქართული ასომთავრული, რამაზ პატარიძე
შემოქმედებითი ჯგუფი:
- რეჟისორი და ქართული ანბანის ქორეოგრაფი: მაკა კილაძე
- ებრაული ანბანის ქორეოგრაფი: საარ ჰარარი
- მოცეკვავე: ნათია ჩიკვაიძე
- მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე
- კამერა და მონტაჟი: საბა შენგელია, დავით დანარაია
- ანიმაცია: საბა ქარსელაძე
- გრაფიკული დიზაინერი: გიორგი თავშავაძე