fbpx

მეამამ ორი ახალი ბრენდული სივრცე გახსნა


გააზიარე სტატია

“მეამა”-მ ორი ახალი ბრენდული სივრცე გახსნა. მომხმარებელს ჟვანიას მოედანზე და ასევე სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში” უკვე შესაძლებლობა აქვს საქართველოში წარმოებული უნიკალური გემოების ყავის კაფსულები და სხვადასხვა სახის აქსესუარები შეიძინოს.

ყავის მოყვარულებს, მათ ვინც ახალ გამოცდილებას ეძებს, ყავის ფორმატების, სახეობების, მათი წარმოშობის ქვეყნებისა და სხვა მახასიათებლების შესახებ, დეტალურ ინფორმაციას “მეამას” ელჩები მიაწვდიან. მომხმარებლები აქვე შეძლებენ დააგემოვნონ “მეამას” ამერიკული ან ევროპული ფორმატის სხვადასხვა სახეობის ყავა  და  მარტივად აღმოაჩინონ მათთვის სასურველი გემო.

განსხვავებული კონცეფციის, ბუტიკური ტიპის სივრცეებში განათება, ხესთან, მინასთან და მცენარეებთან ერთად, საინტერესოდ წარმოაჩენს ინტერიერს. სივრცეებში ერთი კედელი მთლიანად კაფსულების ფერადი შეფუთვებით არის აწყობილი, რაც მათ დიზაინს კიდევ უფრო  შთამბეჭდავ იერს სძენს.  ახალი სივრცეების დიზაინი, კომპანიის სათაო ოფისის და გაყიდვის სხვადასხვა არხის ვიზუალთან ერთად, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის.

მეამა უკვე ერთი წელია მომხმარებელს ევროპული და ამერიკული ფორმატის ყავის კაფსულებს, ნალექიან ყავას, ინოვაციურ მომსახურებასა და ახალ გამოცდილებას სთავაზობს. ამ ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ თბილისში სამი ბრენდული  სივრცე და გაყიდვის ახალი არხები: POP-UP ობიექტები განათავსა თბილისისა და ბათუმის “აგროჰაბი”-ს ფილიალებში, ასევე გლდანის “სითი მოლში”. ყველა ეს ობიექტი ღიაა და შესაბამისად მომხმარებელს “მეამას” პროდუქციის შეძენა და მომსახურების მიღება შეუფერებლად შეუძლია.

მეამა მომავალ წელს მომხმარებელს ყავის ახალი გემოებით და სხვადასხვა საინტერესო სიახლით, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, რათა მათ ყავის განსაკუთრებულ სამყაროში იმოგზაურონ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.