fbpx

“მეამა ქოლექთი” – ახალი თავგადასავალი მეამას არომატული გემოების სამყაროში


გააზიარე სტატია

“მეამაში” ყველაფერი ციფრულია, გარდა ყავისა.

ყავა – უგემრიელესია. მასზე დაფუძნებული კოქტეილები კი კიდევ უფრო დაუვიწყარ და არომატულ გემოს გპირდება.

ამაში ახალი კონცეფციის ე.წ. Takeaway ობიექტი – “მეამა ქოლექთი” დაგარწმუნებს.

“მეამასთან” ურთიერთობა ყავის მოყვარულებისთვის ნამდვილი თავგადასავალია – ეს იქნება ახალი სივრცის გახსნა, ახალი პროდუქტის ჩაშვება თუ უბრალოდ შენი საყვარელი კაფსულის ყიდვის პროცესი, ყოველი ნაბიჯი საინტერესოა და თითქოს ამ საფეხურებით მეამას, როგორც ბრენდის ფილოსოფიასაც ეცნობი.

შეამჩნიე დიდი QR კოდები თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე? შესაძლოა დაასკანერე კიდეც და უკვე იცი, რომ დღეიდან ამ ფარდის მიღმა არომატულ კოქტეილებს შემოგთავაზებენ. კოქტეილებს, რომლის რეცეპტებიც სწორედ იმ ადამიანების გამოკითხვის შედეგად შეიქმნა, რომლებმაც ახალ ობიექტებზე განთავსებული QR დაასკანერეს და “გემოების კვლევაში” მიიღეს მონაწილეობა.

სწორედ თქვენი გემოვნებისა და ფავორიტი გემოების გათვალისწინებით შეიქმნა ისეთი კოქტეილი, როგორიცაა მარწყვის ლატე, ან ციტრუსისა და ჯინჯერის საკმაოდ არომატული კოლაბორაცია. აღმოჩნდა, რომ ჩიზქეიქისა და კაპუჩინოს არომატები ერთმანეთს ისე კარგად უხდება, როგორც ბანანისა და შოკოლადის ყველასთვის საყვარელი გემოები, გამორჩეულია კარამელისა და ყავის ყინულის უნიკალური კომბინაციაც, რომელიც ძალიან გემრიელ თავგადასავალს გპირდება. საბოლოოდ კი მივიღეთ მენიუ, რომელიც ყველა გემოვნების ადამიანს სთავაზობს ახალი ფავორიტი კოქტეილის აღმოჩენის საშუალებას.

საწყის ეტაპზე “მეამა ქოლექთი” 4 მისამართზე დაგხვდება – აბაშიძის N65-67, ფალიაშვილის N36, ბუკიას ბაღი, მარსელის N8 (ფრანგული უბანი). მალე კიდევ ერთ ახალ მისამართზე – M2 იპოდრომთან და სამომავლოდ კიდევ ბევრ ლოკაციაზე შეძლებ ახალი კოქტეილების დაგემოვნებას.

ახალ კონცეფციაში შესანიშნავი გემოების გარდა, კომფორტული მომსახურებაც იგულისხმება. დღეს, როცა ასე მნიშვნელოვანია დრო და ენერგია, “მეამა ქოლექთი” კომფორტულ მომსახურებასა და უგემრიელეს, ახალი ენერგიებით სავსე კოქტეილებს დაგახვედრებს.

შექმენი შენი დღის საუკეთესო მომენტები “მეამასთან” ერთად.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.