fbpx

თბილისსა და ქუთაისში Tbilisi Mural Fest-ის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები


გააზიარე სტატია

 

წელს უკვე მეორედ თბილისი  Mural Fest-ის ფარგლებში მთელი მსოფლიოდან სტრიტ-არტისტებს მასპინძლობს. ფესტივალი შარშან თბილისისა და ბერლინის მერიების მხარდაჭერით დაარსდა და შედეგად  კედლის 24 ნახატი შეიქმნა. 

პანდემიის მიუხედავად, მსოფლიოში უკვე დიდი ყურადღება მიიპყრო საქართველოში შექმნილმა ნამუშევრებმა. At.ge ბერლინში ესაუბრა ფესტივალის დამფუძნებელს ბესიკ მაზიაშვილს, რომლის ცნობითაც ფესტივალი ყოველ წელს ჩატარდება, რაც ქალაქში სტრიტ არტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

1. Aphe & Noah, ფანასკერტელი-ციციშვილის 1, ბახტრიონი

წელს ფესტივალი უნივერსიტეტების სივრცეებში შევიდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოიხატა კომპლექსის რამდენიმე დიდი ფასადი და ქუთაისში დაარსდა ახალი ყოველწლიური ფესტივალი. წელს სტრიტ-არტი თბილისის სამხატვრო აკადემიაშიც დამკვიდრდა, სადაც Case Maclaim-მა შთამბეჭდავი კედლის მხატვრობა შექმნა. 

გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოინახულეს სტრიტ-არტისტებმა: Innerfields , CASE MACLAIM, APHE & NOAH, ARTEZ, INO, HVRB, EL BOCHO, Collin van der Sluijs, Matthias Mross, KERA. ფესტივალში მონაწილეობდნენ ქართველებიც: Dante, გიორგი მასხარაშვილი, Musya, ლუკა ჯაფარიძე, v45 და ირაკლი ქადეიშვილი.

3. Artez, ვარკეთილის 3 მიკ, კორპუსი 327

4. Case Maclaim, გრიბოედოვის 20, მთაწმინდა

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.