fbpx

SOLO BOXES – საახალწლო სასაჩუქრე ყუთები თქვენი ძვირფასი ადამიანებისთვის


გააზიარე სტატია

 

SOLO BOXES

საჩუქრები ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია, საყვარელი ადამიანების გაბედნიერება  კი ჩვენს განწყობასაც ამაღლებს. თუმცა, ახალი წელი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჩუქრების დღესასწაულია. ორიგინალურ საჩუქარზე ფიქრში კი ვინ იცის, რამდენი დრო დაგვიხარჯავს. შეგიძლიათ მოდუნდეთ, ნაძვისხეც მშვიდად ააწყოთ და საჩუქარზეც აღარ იფიქროთ, რადგან VISA-მ  სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობით გამოუშვა სასაჩუქრე ყუთები, რომლებიც შეგიძლიათ ექსკლუზიურ ფასად შეიძინოთ და  განსაკუთრებულად შეხვდეთ ახალ წელს  საყვარელ ადამიანთან ერთად. 

ყუთებში განთავსებული თითოეული საჩუქარი სიფრთხილითა და გემოვნებით არის შერჩეული, რომელსაც კიდევ უფრო მეტად ამშვენებს მისი შეფუთვა. 

 

Ambience x SOLO Christmas Box

Ambience x SOLO Christmas Box-ში  ყუთში მოთავსებულია: 

  • საკოლექციო საახალწლო ხელით მოხატული სათამაშოები (2ც) მსოფლიოში წამყვანი ბრენდებისგან ჰოლანდიიდან და ბელგიიდან; 
  • პრემიუმ ხარისხის ბელგიური და ფრანგული ნედლეულით დამზადებული ხელნაკეთი შოკოლადის  ნაკრები შექმნილი საქართველოში, Ambience-ის მიერ.

თითოეული ყუთი შეგიძლიათ მოარგოთ თქვენს ინტერესებს ან ადრესატს. 

 

Gastronome x SOLO Culinary Box

Gastronome x SOLO Culinary Box კულინარიის მოყვარულთათვის იდეალური საჩუქარია: 

  • საუკეთესო იტალიური პასტა − Pasta Mancini
  • Tartufi – საუკეთესო ტრიუფელის პროდუქტები
  • Rizzoli-ს ანჩოუსი ზეითუნის ზეთში 
  • საუკეთესო მზა სოუსები Sacla-სგან
  • Grand’Or-ის ყველი 12-თვიანი დაძველებით 
  • შოკოლადის კრემი და ჯემი Lucien Georgelin-ისგან
  • Venchi-ს შოკოლადი
  • Ribola Giolla-ს ცქრიალა ღვინო

 

SOLO Boutique Box for Her

SOLO Boutique Box for Her და მისი ღიმილი კი ალბათ წლის საუკეთესო დასაწყისი იქნება.

ამ ყუთში შედის:

  • მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდის, Eshvi-ს საყურე
  • სურნელოვანი სანთელი − Bougie Verveine / Verbena Candle, შექმნილი სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის
  • მსოფლიოში ცნობილი ქართული ბრენდის, Tata Naka-ს შარფი, შექმნილი სპეციალურად SOLO-ს მომხმარებლებისთვის
  • მსოფლიოში ცნობილი ფრანგული ჩაის სახლის დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე Mariage Freres-ის ჩაი

 

“Art Box”

 At.ge-სთან კოლაბორაციით შექმნილი სასაჩუქრე ყუთია, რომელიც შვიდ ნივთს აერთიანებს და პირველ რიგში, ყურადღებას შეფუთვით იქცევს, რომელსაც მხატვარ ქეთი დავლიანიძის ნამუშევარი მოჰყვება.  სასაჩუქრე ყუთზე გამოსახულია ე.წ. კუკუშკა მატარებელი, რომელიც დათოვლილ ზამთრის გზას გადის და განსაკუთრებულ განწყობას ქმნის.

ეს ყუთი შიგნიდანაც ისეთივე მშვენიერია, როგორც გარედან. სახელწოდებიდან გამომდინარეც მიხვდებით, რომ “Art Box” განსაკუთრებული საჩუქარია ხელოვნების მოყვარულთათვის და აი, რატომ:

  • The why not Gallery-ს შარფი
  • გალერეა 4710-ის ბლოკნოტი და ფანქარი 
  • AsteroidB612-ის პოსტერი 
  • Ceramic Studio 1300-ის კერამიკის ხარი 
  • Flovers27-ის თილისმა 
  • Identity Candles-ის სანთელი 
  • 4710 Shop-ის ნატურალური საპნები 

 

ყუთების შეძენა შესაძლებელია www.solo.ge-სა და [email protected]-ზე.   


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.