fbpx

Fuckup Nights-საქართველო კარანტინში გრძელდება!


გააზიარე სტატია

ერთად გავაცილოთ წარუმატებელი 2020 წელი მარცხის ისტორიების გაზიარებით

 

24 დეკემბერს, 20:00 საათზე, ამ წლის ბოლო Fuckup Nights საქართველო გაიმართება. Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ს მასპინძლობით ღონისძიება უკვე ოცდამეშვიდედ ჩატარდება, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რაღა თქმა უნდა, ისევ და ისევ ონლაინრეჟიმში. Fuckup Nights  საქართველო vol. 5-ზე დასწრება უფასოა, თუმცა Facebook ლაივსტრიმის სანახავად საჭიროა დააჭიროთ ღილაკს – დასწრება (Going) Facebook Event-ზე.

 

Fuckup Nights-ის მოწვეული სპიკერები არიან:

 

დოდი ხარელი – ციფრულ სამყაროში დეკადაზე მეტია მუშაობს. ის იყო პირველი ტრანსმედია პროდიუსერი და ჯერ კიდევ 2010 წელს დააკავშირა ქართული სატელევიზიო და ციფრული სივრცე. დოდი იყო ქვეყნის ერთ-ერთი პირველი ციფრული სააგენტოს CEO. მუშაობდა წამყვან კომპანიებთან და ატარებდა ტრენინგებს, ვორქშოფებსა და ლექციებს მთელ რეგიონში. კულინარიის სიყვარულმა “ჩემი სამზარეულოს წესების” (მეორე სეზონი, რუსთავი 2) და, მოგვიანებით “მასტერშეფის” (პირველი და მეორე სეზონები, პირველი არხი) მთავარ პროდიუსერად და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელადაც აქცია. ამჟამად  On.ge-ს განვითარების სტრატეგიაზე მუშაობს და GIPA-ს სტუდენტებს უსხამს ციფრულ სისხლს.

Preview (opens in a new window)

სანდრო ლილუაშვილი – USB კაბელი “ტენეს” დამფუძნებელია. მის ანგარიშზეა 17-მდე სტარტაპი. აქედან ნაწილი fuckup-ით დასრულდა, ნაწილი წარმატებულია ან დღემდე იბრძვის ბრეიქივენზე გასასვლელად, მათ შორის – 1 ეგზითით რამდენიმე მილიონიანი კომპანიიდან.

 

გიორგი “შაკა” შაკაია – ვიდეოპროდიუსერია, რომელსაც უმუშავია Fashion Sci-fi ვიდეოებსა და მოკლემეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებზე. ის ისეთი ჰეფენინგების ორგანიზატორია, რომელთა ფარგლებშიც თბილისის პერფორმანს-სცენას მრავალი ქვეყნის ალტერნატიული კომუნის წარმომადგენელი გაეცნო. გარდა ამისა, შაკა დიდ დროს უთმობს ეგზოტიკურ ქვეყნებში მოგზაურობას.

მოწვეული სპიკერების გარდა, ღონისძიებაზე იქნება ღია მიკროფონიც. თუ გაქვს მარცხის ისტორია გასაზიარებელი, შეგიძლია „აიწიო ხელი“ და გახდე ოცდამეშვიდე Fuckup Nights-ის სპიკერი. 

 

ღონისძიების მოდერატორია გიორგი ავალიანი, ადამიანი ვარდისფერი ჩოხით. შემოქმედებითი კომპანია Holy Motors-ის თანადამფუძნებელი და International Academy of Digital Arts and Sciences წევრი.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს.

 

ღონისძიების მხარდამჭერები: Grant Thornton Georgia, Kedari Ventures • კედარი ვენჩერს, Wolt და ლუდი ქარვა • Karva.

ღონისძიების მედიამხარდამჭერები: Forbes Georgia, bpn.ge • ბიზნესპრესნიუსი, AT.ge და On.ge.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.