fbpx

საჩუქრებმა მოიწყინეს – “გრანდ ელექტრონიქსის” გზავნილი წინასაახალწლოდ 


გააზიარე სტატია

მეორე ეტაპის შეზღუდვები 2020 წლის ბოლოს; დახურული მაღაზიები, ჩამქრალი ვიტრინები და არასადღესასწაულო განწყობა დაკეტილ სავაჭრო მოლებში წინასაახალწლოდ – სწორედ ამ სიტუაციას ასახავს ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ საახალწლო კამპანია „საჩუქრებმა მოიწყინეს“. მომხმარებლების ხმაურისა და ფუსფუსის გარეშე დარჩენილმა საჩუქრებმა, რომლებიც დღესდღეობით დახლებზე უქმად აწყვია, ერთმანეთში წუწუნი დაიწყეს. როგორ ფიქრობთ, რაზე ისაუბრებდა ტექნიკა ერთმანეთში, ლაპარაკი რომ შესძლებოდათ?

„ასე მგონია, 2020-მა არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ნივთებიც კი დაღალა“, ამბობს „გრანდ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, ნინი ნიქაბაძე. „შესაბამისად, შეზღუდვების მეორე ეტაპი რომ გამოცხადდა, მაშინვე ვთქვით, რომ წინასაახალწლოდ, პირველ რიგში, საჩუქრები მოიწყენდნენ დახლებზე“, ამბობს ნინი.

„რახანია ასეთი ცივი არ ვყოფილვარ“, წუწუნებს გაზქურა. თმის ფენი და სავარცხელი კი მარჩიელობენ, მოენატრათ თუ არა ისინი Beauty Lab-ის ჯგუფში; დარდობს კონდიციონერიც, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარია და ყველაზე ნაკლები სადარდებელი ახლა მას აქვს; ტელევიზორებიც უსაქმოდ არიან ჩამწკრივებულები.

„24 რიცხვამდე ყველა ერთსა და იმავეს კითხულობს: ვიხსნებით თუ არ ვიხსნებით? ამიტომაც, გადავწყვიტეთ, ყველაზე აქტუალური საკითხი ყველაზე სახალისო გზით, გვირილაზე „მკითხაობით“ გადმოგვეცა“, აღნიშნავს ნინი.

„კამპანიის მიზანი იყო მომხმარებლისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა, რომ მიუხედავად პანდემიისა, ახალი წლის დადგომა ძველებურად ჯადოსნური და სასიხარულოა; საჩუქრებს დიდიც და პატარაც, ყვალა მოუთმენლად ელის. საჩუქრებსაც, თავის მხრივ, ერთი სული აქვთ, სანამ ადამიანებს გაახარებენ. აქვე არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ „გრანდ ელექტრონიქსის“ ვებგვერდით ნებისმიერი ტექნიკის შეძენაა შესაძლებელი; გარდა იმისა, რომ აქ ფასდაკლებებიც მოქმედებს, ნებისმიერი ნივთის შეძენის შემთხვევაში თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისიც უფასოა“, ამბობს ნინი ნიქაბაძე.

სახელმწიფოს ოფიციალური განცხადება უკვე ცნობილია. 24 დეკემბრიდან მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კვლავ გაიხსნებიან; ვიტრინებს მომხმარებლების ჟრიამული და საახალწლო სიმღერები აახმაურებენ; შესაბამისად, საჩუქრებს ორი დღეღა დარჩათ დახლებზე უსაქმოდ ყოფნისთვის.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.