fbpx

MRKT App-მა საახალწლო საჩუქრების არჩევა ყველას გაგვიმარტივა


გააზიარე სტატია

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ გადმოწერეთ აპლიკაცია ახლავე და შეარჩიეთ საუკეთესო საჩუქრები.

დღეს, როცა ცხოვრებამ ონლაინ სივრცეებში გადმოინაცვლა, ინოვაციებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კი, საჩუქრების შერჩევაც ყოველდღიურობის ნაწილი ხდება და ამ საქმეში ჩვენ დაგეხმარებით. ჩვენ გაგაცნობთ ერთ ძალიან საინტერესო ქართულ აპლიკაციას, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ და თან, სიკეთის კეთების საშუალებასაც მოგცემთ მისი სოციალური დატვირთვის გამო.

MRKT APP – სოციალური შოპინგ პლატფორმაა არაორდინალური და მრავალფეროვანი აღმოჩენებისთვის.  აქ ნივთების ყიდვა, გაყიდვა თუ გაჩუქება ნებისმიერ ბრენდს, არტისტს და სხვა ტიპის ინდივიდუალ “სელერს” შეუძლია.

დღეს, როდესაც საჩუქრების შეძენა ონლაინ სივრცეში გვიწევს, mrkt-ის არსებობა თქვენს საახალწლო აურზაურს დარწმუნებულები ვართ ძალიან შეამსუბუქებს და გაგიადვილებთ თქვენი ყველა ადრესატისთვის შესაფერისი საჩუქრის ძიების პროცესს. აპლიკაციაში შეხვდებით ადგილობრივი “სელერების” მიერ განთავსებულ ყველა სახის ნივთს. Რა სახის საჩუქარსაც არ უნდა ეძებდეთ, mrkt-ზე ყველაფრის აღმოჩენაა შესაძლებელი.

კერამიკა, ტანსაცმელი, სამკაული, ნახატი, უნიკალური და ლიმიტირებული საკოლექციო, თუ სხვა ნივთი, აპლიკაციაში ახალი წლის პერიოდში 20% იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი. ასე რომ, შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანისთვის გამოძებნოთ შესაფერისი საჩუქარი. ამ ყველაფერს კი აადვილებს მოქნილი, უფასო საკურიერო სერვისი, რომლის საშუალებითაც თქვენს მიერ აღმოჩენილ და შეძენილ საჩუქარს კურიერი ადრესატს 24 საათის განმავლობაში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მიუტანს.

ახალ წლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ გადმოწერეთ აპლიკაცია ახლავე და შეარჩიეთ საუკეთესო საჩუქრები.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.