fbpx

მარკ რავენჰილის პიესა “აუზი (უწყლო)” საქართველოში პირველად დაიდგა


გააზიარე სტატია

 

გავლენიანი ბრიტანელი დრამატურგის – მარკ რავენჰილის პიესა საქართველოში პირველად დაიდგა და ასევე თეატრი ათონელზე – ერთ-ერთი პირველი თეატრია, რომელმაც დამოუკიდებელ ჯგუფს მხარი დაუჭირა და ამ თანამშრომლობის შედეგად დაიდგა სპექტაკლი “აუზი”, რომლის ვიდეოვერსიასაც დღეს წარმოგიდგენთ.

  • მსახიობები: თაკი მუმლაძე | მარიკა ხუნდაძე | სოფიო ზერაგია | გივიკო ბარათაშვილი
  • მხატვარი: გურამ მაცხონაშვილი
  • თარგმანი: დავით გაბუნია

აუზი (უწყლო)” – დამოუკიდებელ ხელოვანთა სადადგმო ჯგუფს, პიესის ქართულ პრემიერასა და კონცეპტუალურ მხატვრობას გულისხმობს. დადგმის უკლებლივ ყველა მონაწილე შტატგარეშე ხელოვანია.
აღსანიშნავია, რომ პოსტმოდერნისტი ავტორის ეს ტექსტი ასევე დამოუკიდებელი ხელოვანების შესახებაა და თანამედროვე სოციო-კულტურულ კონტექსტში მათ შესაძლებლობებსა და მისწრაფებებს იკვლევს.

 

შეზღუდვების შემსუბუქებისთანავე მაყურებელი შეძლებს სპექტაკლი გარეთ, ღია ცის ქვეშ ნახოს


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.