fbpx

სტამბას საახალწლო სუფრა თქვენს სახლში


გააზიარე სტატია

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 2020 წლის დასასრულს ალბათ ყველანი დიდი მოლოდინით ველით, წლევანდელი 31 დეკემბრის ღამე კი სრულიად განსხვავებული იქნება.  ხალხმრავლობის გარეშე, მყუდრო გარემოში, ოჯახთან ერთად, საკუთარ სახლებში ვიქმნით პირად დღესასწაულს და ვცდილობთ, სოციალური დისტანცია დავიცვათ სხვებთან. მითუმეტეს, რომ შეკრების ადგილები ცარიელია და წასასვლელი დიდად არც გვაქვს. 

არადა, ალბათ ძალიან გენატრებათ სხვადასხვა ადგილების სტუმრობა, მაგალითად სტამბაში. ისე, თქვენთან შეხვედრა კაფე სტამბას გუნდსაც მოენატრა. სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა ამჯერად, სულ სხვა შეთავაზებით, თვითონ გესტუმროთ სახლებში. თუ კერძების მოსამზადებლად არც დრო გაქვთ და არც ენთუზიაზმი, მაშინ ეს შეთავაზება სწორედ თქვენთვის არის. სტამბას საახალწლო ვახშამი ნაცნობი კერძების ახალი კომბინაციაა და სურვილის შემთხვევაში, სწრაფად და მარტივად მოვა თქვენთან.

ექვსი ადამიანისთვის განკუთვნილი ვახშამი, დღესასწაულს ახლობელ ადამიანებთან ერთად, უფრო მყუდროს და განსხვავებულს ხდის. არჩევანის გაკეთება ორ მენიუს შორის შეგეძლებათ: საახალწლო ვახშამი სტამბასგან და საახალწლო სუფრა სტამბასგან, რომელიც მეტად დატვირთულია ტრადიციული საახალწლო კერძებით.

შეკვეთის გაკეთება 28 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.  მეტი ინფორმაციისთვის გაეცანით ამ ბმულზე მოცემულს ინფორმაციას. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.