fbpx

ხელოვნების წიგნის ბაზრობა E.A Shared Space-ში


გააზიარე სტატია

26-28 დეკემბერს ელენე აბაშიძის საგამოფენო სივრცე სამკითხველო ოთახში ხელოვნების წიგნის ბაზრობას მასპინძლობს. ბაზრობაზე მცირე, დამოუკიდებელი გამომცემლობები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიც დამთვალიერებელსა და მყიდველს ხელოვნების წიგნებს შესთავაზებენ.

გალერეა ხშირად თანამშრომლობს ქართულ გამომცემლობებთან, თუმცა წიგნის ბაზრობას საგამოფენო სივრცე პირველად მასპინძლობს.

ბაზრობის ფარგლებში სხვა  გამოცემებთან  ერთად ზაქარია მაისურაძის წიგნის პრეზენტაციაც გაიმართება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.