Theysaidbooks.com – მწვანე: ციფრული სივრცე წიგნების, სხვა ბეჭდური გამოცემებისა და ყავის მოყვარულთათვის
ავტორი: გვანცა ფოცხვერია
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად თითქოს ტემპიც მატულობს, უფრო მეტად ვჩქარობთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ, მათ შორის, ჩვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების შერჩევაც. წელიწადის ამ პერიოდის ერთ-ერთი განსაკუთრებული ხიბლი ერთმანეთის პატარ-პატარა საჩუქრებით გახალისებაა.
წელს საჩუქრებს ყველა ონლაინსივრცეში ეძებს. გადავწყვიტე, სასაჩუქრე მწვანე ობიექტები გაგიზიაროთ, რომლის შეძენაც მხოლოდ www.theysaidbooks.com-ზეა შესაძლებელი. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ინტერესისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.
როდესაც რაიმე განსხვავებულს და ხელმისაწვდომ ნივთს ეძებთ საჩუქრად, The school of life-ის პროდუქცია ყოველთვის იდეალური არჩევანია. საქართველოში ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია They said books.
Career Therapy
კარიერას ჩვენი ცხოვრების დიდი წილი უჭირავს, მეტიც, სამსახური ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. ხშირად არ ვართ კმაყოფილები ჩვენი სამსახურებრივი რუტინით, კარიერული განვითარებით, გვსურს სიახლე, წინსვლა, ცვლილება. გვაქვს ბევრი მარტივი შეკითხვა, რომელზეც პასუხებსაც ვეძებთ. კარიერული კრიზისისგან თავის დასაღწევად the school of life-ის Career Therapy იდეალური აღმოჩენაა.
ამ პატარა მწვანე ყუთში მოთავსებულია 20 კარტი, თითოეული ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესო და სახალისო კონტენტით.
They said books კონცეპტუალური სივრცეა, რომლის იდეაც წიგნებისა და ყავის სინთეზი და ერთობლიობაა. აქ აღმოაჩენთ Five Elephant-ის ყავას, თავისი მძაფრი არომატით, ყავის მოსამზადებლად და დასალავად საჭირო სხვადასხვა საინტერესო ნივთს, რომელიც იდეალური საჩუქარია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე ყავის მოყვარული მეგობრებისთვის.
KeepCup
KeepCup – მრავალჯერადი გამოყენების, გადამუშავებული მინის ყავი ჭიქაა, რომელიც ავსტრიაში შეიქმნა და იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა ყავის მოყვარულებში, რომ ავსტრიის საზღვრებს მალევე გასცდა. მსოფლიოში პირველი მრავალჯერადი მოხმარების ჭიქა სატარებლად მსუბუქი და კომფორტულია. KeepCup იდეალური ხელმისაწვდომი ნივთია, რომელიც შეგიძლიათ თქვენს ყავის მოყვარულ მეგობარს აჩუქოთ.
AcmeCup
ყავის მოყვარულები დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ყავის ფინჯანს. Acme-ს ლამბაქისა და ფინჯნების შექმნის იდეაც სწორედ ეს იყო, ზუსტად მორგებოდა მომხმარებელთა მოთხოვნებსა და სურვილებს. დაახლოებით 10 წლის წინ ახალ ზელანდიაში Acme-ს გუნდმა სპეციალურად ესპრესოსთვის შექმნა იდეალური ფორმის ჭიქა თავისი ლამბაქით. მარტივი დიზაინი, გამძლე და კომფორტული პროდუქტი, რომელიც გათვლილია ყოველდღიური მოხმარებისთვის. ძალიან მალევე ბრენდმა ყავის ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. Acme-ს ჭიქის შეძენა შესაძლებელია They said books-ში.
Hario V60
ყავის განსაკუთრებული გემო და არომატი, რიგ შემთხვევებში, დამოკიდებულია მისი მომზადების ოსტატობაზე. Hario V60-ის ყავის მოსამზადებელი ნაკრებია, რომელიც ხელმისაწვდომი და ძალიან საჭირო ნივთია. მსუბუქი, დახვეწილი დიზაინის, მინის ჩაიდანი-დანადგარის საშუალებით ყავის მოხარშვა ძალიან სასიამოვნო პროცესია.
Andy Wolf
ენდი ვულფის სათვალე Florance. თითოეული მოდელი უნიკალურია, გამორჩეული სტილით და დიზაინით. ავსტრიული ბრენდის პროდუქცია ხელით იქმნება, ხარისხზე და ინდივიდუალურ გემოვნებაზეა ორიენტირებული. ენდი ვულფის სათვალეს მხოლოდ კონცეპტუალურ მაღაზიებში თუ შეხვდებით, როგორებიცაა, მაგალითად, ბერლინის „ვუსთორი“, „სთორ ბერლინი“ და სხვა. თბილისში კი Andy Wolf-ის სათვალეები they said books-შია წარმოდგენილი.
They said books-ში ასევე დიდი არჩევანია უიშვიათესი გამოცემების. მსგავსი საკოლექციო ნაშრომები საკმაოდ ძვირად ღირებულია, თუმცა ეს ის ნივთებია, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს. თუ თქვენ ეძებთ რაიმე განსაკუთრებულ და ღირებულ საჩუქარს თქვენი ადრესატისთვის, აუცილებლად შეიხედეთ books-ის ონლაინმაღაზიაში.
Gosha Rubchinskiy Box of Posters
როგორც უკვე გითხარით, They said books IDEA books-ის ოფიციალური წარმომადგენელია, შესაბამისად, ამ სივრცეში წარმოდგენილია Idea-ს გამოცემებისა და სხვადასხვა ობიექტების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი. ერთ-ერთი გოშა რუბჩინსკის პოსტერების ყუთია.
ეს არის Idea books-ისა და რუსი არტისტის ერთობლივი პროექტი. ყუთში წარმოდგენილია გოშა რუბჩინსკის ბოლო წლების ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევრები – ხუთი ფოტოპრინტი და ხუთი პოსტერი.
პოსტერების ყუთი 2017 წელს სპეციალურად ტოკიოს Dover Street Market Ginza-ს 5 წლის იუბილესთვის შეიქმნა და ლიმიტირებული რაოდენობით, სულ 100 ცალი გამოიცა – 100-ვე ყუთი დანომრილია და ავტორის ავტოგრაფითაა.
თავდაპირველად ყუთი ტოკიოს Dover Street Market-ზე გამოჩნდა, შემდეგ კი ლონდონისა და ნიუ-იორკის ბაზარზე. ასევე პარიზის Comme des Garcons-ის მუზეუმში და სხვა კონცეპტუალურ რამდენიმე მაღაზიაში – მათ შორის თბილისში, they said books-ში.
სამი წლის შემდეგაც რუსი დიზაინერისა და IDEA-ს ერთობლივი ნამუშევარი რაოდენობრივად ლიმიტირებულია. ამ დროისათვის სულ 1000 ეგზემპლარია მსოფლიოში.
Purienne: JEUX DE PEAU (Second Edition)
შთამბეჭდავი ფოტოარქივი Purienne-ის ცხოვრებიდან. Jeux de Peau სამხრეთაფრიკელი ფოტოგრაფის სახლია ჰოლივუდში, სწორედ ასე ჰქვია მის წიგნსაც, რომლის შეძენაც They said books-ის ონლაინპლატფორმაზეა შესაძლებელი.
ჰოლივუდური ცხოვრება მთელი თავისი ფუფუნებითა და ესთეტიკით ამ ფოტოკატალოგშია ასახული. კრიტიკოსებმა წიგნის გვერდებზე აღბეჭდილ ობიექტებს ამ ეპოქის ქალები და 21-ე საუკუნის დიზაინი უწოდეს. ყოველი გვერდი გამაოგნებელი და შთამბეჭდავია.
კადრები, რომლებსაც ამ წიგნში აღმოაჩენთ, ავტორის სახლშია გადაღებული. ფოტოგრაფის ნამუშევრებში აღბეჭდილი ქალები მისი მეგობრები არიან. ყოველი დეტალი, ინტერიერი თუ ავეჯი მისი საკუთრებაა. Purienne-ის სახლიდან გასაოცარი ხედი იშლება ლოს-ანჯელესის “დაუნთაუნზე”, Jeux de Peau-იდან პირდაპირ მოჩანს ჰოლივუდის სიმბოლო – ნიშანი.
წიგნი გამომცემლობა IDEA books-ის ექსკლუზივია, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით, სულ 1000 ცალი გამოიცა.