fbpx

8 ფილმი, რომლებიც საახალწლო განწყობას წელსაც აგიმაღლებთ


გააზიარე სტატია

2020 საკმაოდ რთული წელი იყო. მისი დასასრული კი, როგორც იქნა, მოახლოვდა. დეკემბრის ყოველი მომდევნო დღე შობა-ახალ წელთან გვაახლოებს და ჩვენი განწყობაც სულ უფრო ამაღლებული ხდება. 

ნაძვისხე, საჩუქრები, სადღესასწაულოდ მორთული ქუჩები, სიცივე, თოვლი (რა თქმა უნდა, თუ თბილისში არ ცხოვრობთ), საახალწლო რეკლამები – ეს იმ რაღაცების მცირე ჩამონათვალია, რაც ჩვენ ირგვლივ მაგიურ განწყობას ქმნის და ამ დროს ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად დროის გატარება კიდევ უფრო სასიამოვნოა. 

საყვარელ ადამიანებთან ერთად უნდა ვუყუროთ იმ საახალწლო ფილმებსაც, რომლებიც 2021 წლის დადგომამდე  დროს სასიამოვნოდ გაგატარებინებთ.

ყველაზე კაშკაშა ფილმების სია აი, ასე გამოიყურება: 

 

კლაუსი 

კლასიკური ისტორია სანტა-კლაუსის შესახებ ბავშვებმა უფროსებზე უკეთ იციან, თუმცა, მათთან ერთად ამ ანიმაციის ნახვა ნამდვილად ღირს – ფილმიდან ვიგებთ, რომ ამ თეთრწვერიანი ბაბუს ცხოვრება სულაც არ ყოფილა მარტივი. მიზნების მიღწევამდე მას ბევრი პრობლემის გადაჭრა უწევს, ეს ისტორია კი საყურებლად ძალიან საინტერესოა. 

 

გრინჩი – ფილმიც და ანიმაციაც 

ვინ არის ყველაზე ბოროტი არსება, რომელსაც უნდა, რომ მთელ ქალაქს შობა მოჰპაროს? – რა თქმა უნდა, გრინჩი. 

მართალია, გრინჩი ყველაზე გრინჩული ფილმია, თუმცა კარგი ის არის, რომ მას ბედნიერი დასასრული აქვს და მისი ნახვა თქვენს საახალწლო განწყობასაც ერთიორად გაზრდის. 

 

ელფი 

გაგიკვირდებათ და ზოგჯერ ელფები აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ისინიც ადამიანები არიან და საკუთარ, ძალიან ადამიანურ ცხოვრებაში რაღაცები დასალაგებელი აქვთ. 

ეს ყველაზე ადამიანური ელფის ისტორიაა, რომელიც ძალიან გვახსენებს საკუთარ თავს და იმ გულწრფელ სიყვარულს, რომელიც შობის მიმართ გვაქვს. 

 

მარტო სახლში 

ამ ფილმს დიდი დახასიათება არ სჭირდება, თუმცა ვინც არ იცის, მათ გასაგონად ვიტყვით, რომ სიუჟეტი სახლში დარჩენილი ბავშვის, კევინის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც გარდა მოსაწყენი მარტოობისა, სახლის მომაბეზრებელი მძარცველების მოგერიებაც უწევს. 

 

არდადეგები 

ეს არის ფილმი დღესასწაულზე, ნანატრ დასვენების დღეებზე, მოულოდნელ სიყვარულსა და უდიდეს იღბალზე – წახვიდე დასასვენებლად და შენი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული იპოვო, ასეთი რამ ხომ რეალურ ცხოვრებაში ძალიან იშვიათად ხდება?! 

 

პოლარული ექსპრესი 

ალბათ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ეს ანიმაცია ნანახი აქვს და ერთხელ მაინც არ უოცნებია ოქროსფერ ბილეთზე, რომლის დახმარებითაც, პირდაპირ პოლარულ ექსპრესზე მოხვდებოდა.

თუ გინდათ, რომ ეს თქვენი ერთ-ერთი ოცნებაც გახდეს, მაშინ ახლავე დაიწყეთ მისი ყურება. 

 

სტოუნების ოჯახი 

სტოუნების ოჯახი უფრო დიდური ფილმია. საშობაო ტრადიციული სუფრა, კამათი, დიდი ოჯახი, ერთმანეთის სიყვარული და უწყინარი ინტრიგები ოჯახის წევრებს შორის – ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობი და ღიმილის მომგვრელია. 

 

ნოელი 

ეს კიდევ ერთი საახალწლო ფილმია, რომელიც განუმეორებელი წყვილის განუმეორებელი სიყვარულის ამბავს გვიყვება.

ზოგიერთისთვის შობაზე სულაც არ არის საკმარისი მორთული ქუჩები. ისინი რაღაც უფრო განსაკუთრებულსა და ჯადოსნურს ელიან. თუ თქვენც მათ შორის ხართ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.