fbpx

სიურპრიზებით სავსე Travel Box-ი, რომელიც თქვენს ზამთარს განსაკუთრებულს გახდის


გააზიარე სტატია

მოგზაურობა, საუკეთესო სასტუმროები და გაღვიძებისას განსხვავებული ხედებით ტკბობა იმ მონატრებულ შეგრძნებათა მცირე ჩამონათვალია, რასაც დღესასწაულები თითოეულ ჩვენგანში აჩენს. 

ზამთრის შვებულების მოახლოებასთან ერთად დავიწყე ძიება ადგილის, რომელიც ყველასთვის მონატრებულ შეგრძნებებს 2 დღით მაინც დამიბრუნებდა და შემოთავაზებების, რომლებიც საუკეთესო საშუალება იქნებოდა ამ ყოველივეს განსახორციელებლად. ბევრი ფიქრის შემდეგ კი გამახსენდა ქართული უნიკალური პროდუქტი, რომელიც პირველია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში და მართლაც, რომ სიურპრიზებითაა სავსე.

Travel Box, რომელმაც ზუსტად 1 წუთში პასუხი გასცა ჩემს ყველა შეკითხვას, შეამცირა საძიებო არეალი და მხოლოდ ერთი შეკითხვის წინაშე დამტოვა. სად გსურს, რომ დაისვენო? მე მხოლოდ საქართველოს 5 რეგიონიდან უნდა ამომერჩია ერთი და შემდეგ უკვე ლატარიის პრინციპით, რეგიონში არსებული საუკეთესო სასტუმროებიდან ერთ-ერთი პერსონალურად ჩემთვის შეირჩეოდა.

 

Tavel Box-ის სამოგზაურო ყუთში აღმოვაჩინე 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ვაუჩერი 2 ღამით 2 ადამიანზე, პარტნიორი კომპანიების საჩუქრები, რომლებიც ნებისმიერი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.  პირბადე, სამოგზაურო წიგნაკი, კალამი, სტიკერები, „ნუქსის“, „ბოდი შოპის“, „ვანდინის“, “ალკმენეს“ ბრენდების პროდუქცია კომპანია “გეფასგან” , სადეზინფექციო საშუალება “დეზოტეკი”, “მეამას” ბრენდის ყავის ჭიქა და ბოლოს კი, “კახური ტრადიციული მეღვინეობის” მიერ წარმოებული კონიაკი და ღვინო. 

როგორც გითხარით, ბოქსში საქართველოს 5 ულამაზეს რეგიონში განთავსებული სასტუმროებიდან, ერთ-ერთი აუცილებლად შეგხვდებათ თქვენც. არჩევანი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია, ამიტომ წინასწარ გეტყვით რამდენიმე მათგანს და მიხვდებით, რომ არც ერთი არჩევანი არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს. სწორედ ასეთ მდგომარეობას ეძახიან Win-Win მდგომარეობას. 

Sheraton ბათუმი

პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოს შავიზღვისპირეთში. შერატონის ყველა სტუმარს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს ჯაკუზით, საუნით, ორთქლის ოთახით, ფიტნესცენტრითა და დახურული თუ  სეზონური ღია აუზებით. გარდა ამისა, დილას თუ საღამოს, შეგიძლიათ ზღვის სანაპიროზე გაისეირნოთ და ტალღების ხმაურით დატკბეთ, განიტვირთოთ და ახალი ენერგიით აივსოთ. 

Hilton ბათუმი

სასტუმრო ჰილტონ ბათუმი ბათუმის ცენტრში, აეროპორტიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს. სასტუმროში წარმოდგენილია 247 ოთახი, რომელთაგან უმრავლესობას აივანი აქვს. აქ ყველაფერია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, განიტვირთოთ, ისარგებლოთ “ეფორეა სპას” სერვისით და ჩაიტაროთ უნიკალური პროცედურები, დატკბეთ ბათუმის ულამაზესი ხედებითა და აღიდგინოთ ენერგია.

ვაზისუბნის მამული

ისტორიული შენობა და აღდგენილი ვენახები. ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო მთელს საქართველოში, ბუტიკის სტილის 19-ნომრიანი სასტუმრო, რომლის თითოელი ოთახის დიზაინი ინდივიდუალური და გამორჩეულია. ამ მართლაც რომ განსაკუთრებული ადგილის ისტორია, 1869 წლიდან იწყება და ქართული არქიტექტურის მნიშვნელოვან  ნიმუშადაა მიჩნეული.

Kvareli Lake Resort 

კახეთის შუაგულში, ბუნების წიაღში განთავსებული სასტუმრო, პანორამული ხედებით ტბაზე, დიდი ტერასებითა და 300 ჰექტარის რეკრეაციული ზონით გარშემო. ეს არის სასტუმრო, რომელიც დროის სასიამოვნოდ გასატარებლად ძალიან ბევრ განსხვავებულ ალტერნატივას გთავაზობთ.

ამბასადორი კაჭრეთი

თბილისთან ახლოს სულ რაღაც 75 კილომეტრში, დაუვიწყარი შვებულება შეგიძლიათ მოიწყოთ. ამბასადორი კაჭრეთი გთავაზობთ კომფორტულ ნომრებს, მაღალი ხარისხის სერვისს, აუზს, სპას და ბევრ სპორტულ აქტივობას, მათ შორის ჩოგბურთის კორტებსა და გოლფს. მაღალი კლასის ნომრებში დასვენების შემდეგ, ოჯახთან ერთად, კარგად შეგიძლიათ გაერთოთ და ყოველდღიური ცხოვრების რუტინას გაექცეთ.

ახაშენის ღვინის კურორტი & სპა

თუ ღვინო დასვენებისა და განტვირთისთვის აუცილებელ კომპონენტად მიგაჩნიათ ახაშენის ღვინის კურორტი & სპა საუკეთესო ადგილია იმისთვის, რომ კომფორტულ გარემოში დასვენებასთან ერთად აღმოაჩინოთ ტრადიციული ღვინის აქამდე უცნობი გემოები, შეიტყოთ მეტი ქართული მეღვინეობის ტრადიციისა და ისტორიის შესახებ. პარალელურად კი ისიამოვნოთ  საცუარაო აუზით, სპის სხვადასხვა პროცედურებით, კვადროციკლებითა და ველოსიპედებით გასეირნებით, ასევე გემრიელი კერძებითა და მშვიდი გარემოთი.

შატო მერე 

თბილისიდან მხოლოდ ერთ საათში, თელავის მახლობლად, სოფელ ვარდისუბანში შეხვდებით სასტუმროს “შატო მერეს”, კავკასიონის ხედით მთებზე, რომელიც უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. გარდა იმისა, რომ სასტუმროში ფუნქციონირებს ღია და  დახურული აუზი, სპა, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სიკეთეები, სასტუმრო “ვინივერიას” ბაზაზეა დაფუძნებული, შესაბამისად, ტრადიციული, საუკეთესო ღვინო, ადგილობრივი რესტორნის უგემრიელეს კერძებთან ერთად, სასტუმროს სავიზიტო ბარათია. 

Crowne Plaza ბორჯომი

ეს სასტუმრო კი ნამდვილად აღმოჩენა იყო ჩემთვის. ბორჯომის უძველეს პარკთან ძალიან ახლოს, სადაც უნიკალური ჰაერი და ბუნებაა, დაგხვდებათ სასტუმრო Crowne Plaza ბორჯომი, რომელიც თანამედროვე ნომრებითა და მაღალი ხარისხის სერვისით გამოირჩევა. 

 

Rooms ყაზბეგი

ძველი, საბჭოთა სანატორიუმი, უნიკალური არქიტექტურით, რომელიც აჭარა ჯგუფმა მთის მოყვარულთათვის ნამდვილ სამოთხედ აქცია. პანორამული ხედები, აუზი, სპა, რომელთა ფანჯრები პირდაპირ მყინავრწვერს გასცქერის. რესტორანი, უგემრიელესი კერძებით და ბარი აჭარა ჯგუფის სახელგანთქმული კოქტეილებით. ყველაფერი, რაც სასიამოვნო შვებულებისთვისაა საჭირო.

Sevsamora Resort & Spa

თბილისიდან სულ რაღაც ნახევარ საათში, საგურამოში, 3 ჰექტარზე აშენებული მრავალფეროვანი სასტუმრო დაგხვდებათ, რომელიც მოიცავს ღია, დახურულ საცურაო აუზებს, სპას, საბავშვო მოედანს, 5 რესტორანსა და სპორტულ მოედნებს. სასტუმროს ტერიოტიაზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ღვინის მარანი და უმშვენიერესი ხეხილის ბაღები. 

ახლა სწორედ ის დროა, როცა უნდა აღმოაჩინოთ საქართველო Travel Box-სთან ერთად და 2021 წელი მაქსიმალურად ხალისიანად დაიწყოთ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ Travel box-ის საიტს , ასევე კომპანიის ოფიციალურ Facebook და Instagram გვერდებს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.