fbpx

საშობაო სიზმრები -DREAMSისგან


გააზიარე სტატია

საქართველოში დღეს სტარტაპების  ბუმია. უამრავი ახალი ბრენდი და მათ მიერ ხელნაკეთი თუ ქარხნულად წარმოებული ნივთები ჩნდება. რაოდენობის მიუხედავად, მათი უმეტესობა მართლაც ლამაზია და  უკვე ფაქტია, რომ ქვეყანაში ხარისხის მიღწევაც შესაძლებელი გახდა. თუმცა ამ სიტუაციაში რთულია ისეთი რამ გააკეთო, გამორჩეული გახდე და განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურო. ჩვენც საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ვარჩევთ და აი ერთ-ერთი განსაკუთრებული, რომელიც ასაკის მიუხედავად ყველას აღაფრთოვანებს, ვფიქრობთ, ახლად დაბადებული DREAMS-ია. 

DREAMS ორ ხელოვანს ეკუთვნის. ეპოქაში, სადაც ყველა  საკუთარი სოციალური არხით ცდილობს თვითპრეზენტაციას, გოგოები  ვინაობის გამხელისგან თავს იკავებენ, ყოველ შემთხვევაში – ჯერჯერობით. პირველი, რაც ამ ბრენდის სახელით გამოვიდა, ხელნაკეთი სანთლებია, ამას მოჰყვა კომპიუტერის ქეისები და მაისურები.

“ჩვენი პირველი პროექტი – “საშობაო სიზმრები” შთაგონებულია ჩვენივე ბავშვობის დროინდელი საახალწლო სათამაშოებით და  იმ ატმოსფეროსთან გვაკავშირებს, როდესაც ცხოვრების ტემპი უფრო ნელი და რელაქსირებული იყო, ჩვენი სურვილების მომენტალურად ასრულება კი თითქმის შეუძლებელი. იმ დროს სათამაშოები პატარა სასწაულები იყო, რომლებიც ანათებდნენ ჩვენს ცხოვრებას.”

 

ხელოვანებს განზრახული აქვთ შექმნან მრავალფეროვანი, თემატური პროექტები. DREAMS მომავალშიც სხვადასხვა მიმართულებით შემოგთავაზებთ თავგადასავლების, მოლოდინის და დაპირებების მთელ სპექტრს. გოგოებს იმედი აქვთ, რომ მათი “სიზმარი” ადამიანებს სიხარულისა და მიკუთვნებულობის განცდას მიანიჭებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.