fbpx

ვივიენ ვესტვუდმა დამდნარ მყინვარს ეკოლოგიური ვიდეომანიფესტი მიუძღვნა


გააზიარე სტატია

ბრიტანელი დიზაინერი ვივიენ ვესტვუდი მოდას ყოველთვის საკუთარი სოციალურ-კულტურული იდეების გადმოსაცემად იყენებდა. კლიმატის ცვლილებებითა და არქტიკული ყინულის დნობით შეწუხებულმა დიზაინერმა ფონდი  Climate Revolution  დააარსა, რომლის ვებგვერდზეც პერიოდულად ბლოგები და დღიურები  ქვეყნდება. 

15 იანვრის ვიდეომიმართვაში ვივიენ ვესტვუდი 2019 წელს ისლანდიაში გამქრალ მყინვარს იხსენებს, რომლის გამოც  მოსახლეობამ დაკრძალვის ცერემონია მოაწყო.

 


“2019 წელს ისლანდიელებმა  ერთ-ერთ უზარმაზარ დამდნარ მყინვარს  პანაშვიდი მოუწყვეს და მის  ადგილას მემორიალური დაფა აღმართეს. მონუმენტს თან ახლავს წარწერა:


წერილი მომავალს
Okjökull (Ok) პირველი მყინვარია, რომელმაც  სტატუსი დაკარგა. მოსალოდნელია, რომ მომავალი 200 წლის განმავლობაში მისი ბედი სხვა მყინვარებმაც გაიზიარონ. ეს მონუმენტი იმიტომ  აღიმართა, რომ გავიაზროთ და გავაანალიზოთ, რა პროცესები მიმდინარეობს  სამყაროში და რა უნდა გავაკეთოთ  მათ შესაჩერებლად.

მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ, შევცვალეთ თუ არა რამე”.

“წაიკითხეთ კლიმატის რევოლუციის მანიფესტი. ეს ერთადერთია, რამაც შეიძლება გადაგვარჩინოს. თუ ახლავე დავიწყებთ ბრძოლას კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ,  ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ სამყარო. ჩვენ შევაჩერებთ კლიმატის ცვლილებებს თუ შევწყვეტთ ომს, რომელიც დედამიწის უდიდესი დამაბინძურებელი და მკვლელია”. – ამბობს  ვიდეომიმართვაში ვივიენ ვესტვუდი.



ორიგინალი: http://climaterevolution.co.uk/wp/ 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.