fbpx

#18 მელოდრამატული ინტერვიუ ნიკო ნერგაძესთან – გურამ მაცხონაშვილი


გააზიარე სტატია

ავტორი: გურამ მაცხონაშვილი

 

ნიკო რადიო “თავისუფლებაში” მუშაობს და ახლა მე მესაუბრება

გურამი: ხაზზე ხარ?

 

ნიკო: გახლავარ.

 

გურამი: როგორც შენ იწყებ ხოლმე შენს პოდკასტებს: კაი გამარჯობა, ნიკო!

 

ნიკო: მოგესალმები მეც.

 

გურამი: ნიკო, რა მოლოდინები გაქვს, რაზე გგონია, რომ ვისაუბრებთ?

 

ა. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, გურამ, ახლა გავიღვიძე;

 

ბ. ათას ჭორ-მართალზე;

 

გ. არ ვიცი;

 

ნიკო: ეჰ, რა ხანია სამზე ახალგაღვიძებული აღარ ვყოფილვარ, არადა მენატრება. მაგის გარდა არ ვიცი, მოლოდინი არა მაქვს, ჭორ-მართალზეც შემიძლია, რამე რომ იყოს.

 

გურამი: რომელზე იღვიძებ?

 

ნიკო: ცხრის მიდამოებში. სამსახური, ბავშვები, რამე.

 

გურამი: ასწორებს. ჩემი აზრით, ამ ქალაქში აუცილებლად ძალიან ადრე უნდა იღვიძებდე, რომ ცოტა ხნით მაინც მოასწრო და სიჩუმე დაამუღამო. ისე, შენ რაზე ლაპარაკობ ხოლმე ყველაზე ხშირად, თუ დაკვირვებიხარ?

 

ნიკო: უი, არა, ნეტა რაზე ვლაპარაკობ ხოლმე?

 

გურამი: თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მუსიკა არ არის ეგ. არა?

 

ნიკო: ჰო, ძალიან ნაკლებად. უფრო რაც წავიკითხე იმაზე ვყვები ხოლმე. ერთხელ სკუნსებზე ვუყვებოდი ჩეს ცოლს მთელი საღამო. მთხოვდა, გეხვეწები არ მომიყვე სკუნსებზეო.

 

გურამი: გისმენდა?

 

ნიკო: ცდილობდა არ მოესმინა.

 

გურამი: მაგრამ არ გამოსდიოდა.

 

ნიკო: ეხლა არ მახსოვს რატო იყო იმ წუთას სკუნსი საინტერესო. მაგრამ, რავი. აბა ტყუილად ხომ არ წავიკითხე?!

 

გურამი: რაც წაიკითხე, იმაზე როგორ ყვები ხოლმე რო, აი, გაასწორა და თქვენც გირჩევთ?

 

ნიკო: უფრო, აი, ნახე რა საინტერესო რამე გავიგე. იმდენს ვეღარ ვკითხულობ, რომ სხვასაც ვურჩიო რამე. მხატვრულ ლიტერატურას ანუ. 

 

გურამი: ისე, აუცილებელი ხომ არაა მართლა წაიკითხო და ისე ურჩიო. შეგიძლია ისე გასცე ინფორმაციო, რომ გონზე არ იყო, არა? ცოტა ქართული მედიასავით.

 

ნიკო: ნუ, ფილმებზე და სერიალებზე უფრო ადვილია ეგ. მაგრამ აზრზე მაინც ვარ ხოლმე. ანუ მილაპარაკია, ვთქვათ, ისეთ ფილმზე, რომელიც არ მინახავს. მაგრამ არ მეტყობა ხოლმე, წაკითხული მაქვს.

 

გურამი: ანუ შეიძლება თქვა, რომ კაი რა, რა ფილმი ეგაა და ნანახი არ გქონდეს, ხო?

 

ნიკო: ინგლისელი პაციენტი, ვთქვათ. ან შეყვარებული შექსპირი. რაში მისცეს ოსკარები?

გურამი: ღმერთო, როგორ მძულს “ინგლისელი პაციენტი” იმიტომ რომ “რუსთავი 2” ატრიალებდა დაუსრულებლად!

 

ნიკო: ჰოდა თვალი მეც მომიკრავს. მარა აბა რატო ვნახავდი?!

 

გურამი: შეყვარებულ შექსპირზე მაგრად ვერთობი. ერთი ადგილი მიყვარს მარტო. კარგად ვერ ვიხსენებ ახლა, მაგრამ ერთ ტიპს მოკრძალებული, ძიძის როლი მისცეს და უტყდება, მაგრამ არ ეგუება და ერთხელ, როცა კითხავენ რაზეა პიესაო, ეს ჩაფიქრდება და პასუხობს: “როგორ გითხრათ, იქ არის ძიძა…”

 

ნიკო: ეგ სასაცილოა. საოსკარო არ მოეჩვენა, თორე ისე რას ვერჩი. ანუ, აღწერით, თორე, ცხადია, ეგეც არ მინახავს.

 

გურამი: მე ბევრჯერ მინახავს. მარტო ერთი ეპიზოდი არ მინახავს. ვირთხა იჩითება და მაგ დროს თვალზე ხელს ვიფარებ ხოლმე.

 

ნიკო: “რატატუიზეც” ეგრე ხარ?

 

გურამი: არასდროს არ ვნახავ!

 

ნიკო: არადა ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია საერთოდ! მანდაა, “რატატუიში” კრიტიკოსის საქმის ყველაზე სწორი აღწერა, მგონი. ერთი ტიპია, საშიში გარეგნობის, ანტონ ეგო ქვია. პიტერ ოტულის ხმით, რომლისაც ყველას ეშინია, ძაან სასტიკია. და ბოლოს რომ გაიგებს, რომ ვირთხა აკეთებს საჭმელს, მაინც მაგათკენ დარჩება, იმიტომ რომ თან უყვარს ეგ საქმე, კულინარია. 

 

გურამი: ვა, მართლა? ეგ თემა [კრიტიკოსის საქმე] ძაან მაინტერესებს. ხომ არ ვუყურო თვალებზე ხელებაფარებულმა? 

 

ნიკო: აი, დავაპეისტებ მაგის ნაწერს, მგონია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს გაკრული წინ, ვისაც ოდესმე რამე გაუკრიტიკებია.

გურამი: ნეტავ, ვინმე ბევრ ეგზემპლარად ამობეჭდავდეს და ქართველ თეატრმცოდნეებს გაუკრავდეს სადარბაზოებთან.

 

ნიკო: ბევრნი არიან? კი არ შემხვედრია თეატრის კრიტიკა ხშირად. აქა-იქ შეილება.

 

გურამი: 11 გავიხსენე ახლა. ძაან ცოტა წერს და სად შეგხვდებოდა. მაგრამ არიან. მოკლედ, თავიდან ვფიქრობდი, რომ უფრო აკადემიურ სტილს მივწოლოდით და საკმაოდ ჭკვიანური სახეებით (რომელსაც მკითხველი ვერ დაინახავს, მაგრამ უთუოდ შეიგრძნობს) გველაპარაკა. უფრო სწორი ქართულით რომ ვთქვათ, გვესაუბრა და უფრო კარგი ქართულით რომ ვთქვათ, გვემასლაათა. აი, რაღაც ასეთი: NIKO, RAS FIQROB QARTUL KULTURUL VELZE MIMDINARE PROCESEBZE DA RAMDENAD ARIS IS TANXVEDRASHI SOCIO-POLITIKUR SINAMDVILESTAN? მაგრამ მერე უცებ აღარ მომინდა ჭკვიანურად ლაპარაკი და ვიფიქრე: მოდი, იქნებ დღეს ქალაქში ყველაზე ზერელე ადამიანები მე და ნიკო ვიყოთ-მეთქი. მეთქი, დიდი ამბავი თუ ქარაფშუტებად და ზედაპირულებად ჩაგვთვლიან. ჰოდა, რას იტყვი, წინააღმდეგი ხომ არ ხარ ზედაპირზე რომ ვილივლივოთ? ამას იმიტომ გეკითხები, რომ იქნებ სულაც არ გინდა ვინმემ თქვას, ღმერთო, ეს ნიკო ნერგაძე როგორი ქარაფშუტა ყოფილაო.

 

ნიკო: ანუ ქარაფშუტობაზე თანახმა ვარ, რა ვიცი მე კულტურული ველები და ეგეთები.

 

გურამი: და შენი საყვარელი ისეთი ფილმი რომელია, რომელიც არ გინახავს?

 

ნიკო

ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისურა, ადამ სანდლერი უჩვეულო დრამატულ როლში. ნუ, მაშინ უჩვეულო იყო. თან საინტერესოა, თან როგორც კინო კარგია.

 

გურამი: მაგრამ არ გინახავს. აუცილებლად წასაკითხი წიგნებიდან რა არ წაგიკითხავს? ჩემებია: “დიდოსტატის მარჯვენა”, “სამი მუშკეტერი” (გადახტომებით წავიკითხე და არ ითვლება) და ფამუქის YVELA.

 

ნიკო: ფამუქი მეც არ წამიკითხავს, დანარჩენები – კი, “სამი მუშკეტერი” ძალიანაც მიყვარს. დოსტოევსკები, ალბათ. “დანაშაული და სასჯელი” წამიკითხავს. და დანარჩენი დამეზარა თავის დროზე. და ეხლა მხატვრულ ლიტერატურას ვეღარ ვკითხულობ საერთოდ. ვაძალებ თავს, მაგრამ არ გამომდის. 

 

გურამი: აბა? დოკუმენტური ლიტერატურა?

 

ნიკო: ბოლოს “კარგი მწერლებიდან” იშიგურო წავიკითხე. ოღონდ, ეგეც ადრე, ნობელს ვიდრე მიცემდნენ. ეხლა ისტორიაზე წიგნები. ბოლო რამდენიმე წელია მაგ ხოდზე ვარ. ერთი სული აქვს გამიაროს და ისევ ტრილერებზე გადავიდე.

 

გურამი: კიდე რა არის ეგეთი, აი, თავს რო აძალებ და არ გამოგდის?

 

ნიკო: დროდადრო ჯაზის მოსმენა. იქნება როდესმე მოიტანოს-მეთქი. და იშვიათდ გამოდის. კლასიკაზე ხელი ჩავიქნიე. და მარველის ფილმები. 

 

გურამი: (spoiler alert) ჯაზი არ მოიტანს!

 

ნიკო: ჰო, ვიცი, მარა არ ვეშვები.

 

გურამი: იმ საძულველ 7 სიტყვას, “ინდიგოში” რომ წერდი, რამდენი დაუმატე?

 

ნიკო: მოიცა, გავიხსენო რეები იყო. მარა ერთი ვიცი – “მწარე” (ცხარეს ნაცვლად). გვაქ ეს დედააფეთქებული სიტყვა! არც არქაულია, არც არაფერი. რატო წერენ ტკბილ-მწარეს?

 

გურამი: “საკმაოდ”, “ქალბატონი”, “პოზიტივი”, “გათითოკაცებული”, “კომუნიცირება”, “როგორც ასეთი”, “ბიუსტი”.

 

ნიკო: ე, კაი სიაა. “დაგემოვნება” შეიძლება. კულინარიული მიმართულებით წავედი, სიძულვილის ამბავში. 

 

გურამი: “კომუნიცირებაა” ჩემი ფავორიტი ამ შვიდეულიდან. 

 

ნიკო: აუ, ეგ მახსოვს, მანდ აღარ ჩავსვი, დავსერჩე და ვიღაც პატარა ენჯეოშნიკებს ეწერათ თუ რაღაცა ეგეთი.

გურამი: “ფიგურანტზე” რას ფიქრობ?

 

ნიკო: ეგ არ მხვდება ხოლმე, მგონი. რა არის საერთოდ, საქმის ფიგურანტი?

 

გურამი: ჰო. 

 

ნიკო: რატო უყვართ ხოლმე რომ გაუგებარი და უაზრო იყოს?

 

გურამი: სასამართლო სხდომა რომ ჩ ა ი ნ ი შ ნ ე ბ ა ხოლმე, ეგეც ასწორებს, არა?

 

ნიკო: მე მიყვარს მარტივი და გასაგები, მაგრამ ვცდილობ გაგებით მოვეკიდო. ადრე უფრო მქონდ ხოლმე ძლიერი გრძობები და რამე. ეხლა უფრო მკიდია. 

 

გურამი: მე ძაან შეუწყნარებელი ვარ. “დაბიდუბი?”

 

ნიკო: აჰაჰაჰაჰა.

 

გურამი: ახლაც ცუდად შევიქენი, რო ავკრიფე. 

 

ნიკო: “პირწიგნაკმა” რო ვერ მოიკიდა ფეხი მაგაზეც მადლობელი ვარ! 

 

გურამი: ღმერთს მადლობა მართლაც!

 

ნიკო: დაბიდუბი და ჭირი!

 

გურამი: “ფაცე”?

 

ნიკო: “ფაცე”.

 

გურამი: ან სრულიად უღმერთოდ ფამილარულად რომ მიმართავენ ხოლმე ცუკერას?

 

ნიკო: მე მიყვარს რო თაგავენ და ცოლის მინად იხსენეიებენ, თან, ქართულად.

 

გურამი: ვაიმე, მაგას გწერდი მეც.

 

ნიკო: რაღაც კამათში რომ მესამე პირს თაგავენ? რა პონტია? ცოტა უზრდელობა არაა? “მოდი ეხლა, ჩაერთე!”

 

გურამი: მე მესიმპატიურება ასევე სახელმწიფო ორგანოებს რომ თაგავენ? #შსსსსსსსსსსსს RA XDEBAAAAAAAAAA?

ახლა დავფიქრდი და შეიძლება მეც მიქნია. 

 

ნიკო: არავინ ვართ უცოდველი. 

 

გურამი: ჩცდს რო აკრიტიკებს ვიღაც და უცებ, ბრახ, ქეთი დევდარიანს რომ დათაგავას ვიღაც?! ანუ რა სათქმელი დგას მაგ დათაგვის უკან?

 

ნიკო: აუ ხო, ეგ არ მესმის. იქნება არ უნდა ჩართვა. 

“დიკსუსია” შემეშალა, მაგრამ კარგი სიტყვა გამოვიდა.

 

გურამი: მოდი, რამე მნიშვნელობა მოვუფიქროთ.

 

ნიკო: მე მგონი, პატარა ხოჭოა. “ფუსუსუნას” ბიძაშვილი. ყველაზე მეტჯერ პეპი მაქვს წაკითხული. ალბათ, რამდენიმე ათეულჯერ.

 

გურამი: ვაიმე, ნიკო, ცოტა ხნის წინ უელბეკს ვკითხულობდი, “პლატფორმას” და “ფუსუსუნა” იცი რა მნიშვნელობით ჰქონდა ქართველ მთარგმნელს გამოყენებული? მეთქი, შეჩერდი მთარგმნელო, ასე როგორ შეიძლება?

 

ნიკო: არააა!

 

გურამი: კიიიიი!

 

ნიკო: ფუჩურის სინონიმად? ბარემ სულში ჩაგვაფურთხონ

 

გურამი: ზუსტად! რა განუკითხაობაა?

 

ნიკო: ეგ არაა სწორი. ულამაზოა.

 

გურამი: ეკითხა მაინც წინასწარ. 

 

ნიკო: შემდეგი ნაბიჯია სპერმის ჯონბულის ნასხლეტებად მოხსენიება. ნუ, ინგლისელის თუა. 

 

გურამი: ამ მასშტაბის რაღაცები რეფერენდუმის გარეშე როგორ???

 

ნიკო: და რაღა დარჩება წმინდა?

 

გურამი: ისე, პეპი რომ იმდენჯერ არ წამეკითხა და ეგ დრო სხვა წიგნებზეც გადამენაწილებინა, ახლა, ალბათ, ბევრად ნაკითხი ადამიანი ვიქნებოდი შენს წინ. 

 

ნიკო: ჰო, მარა უკეთესს რას წაიკითხავდი? ჩემი ყველა დროსი საყვარელი ხუმრობაა კარლსონიდან, როდესაც ფრეკენ ბოკი და ძია იულიუსი ზასაობენ და კარლსონი და ბიჭუნა, ბუშტი ვითომ მოჩვენებაა, მაგით აშინებენ და მერე კარლსონი ამბობს

რაზეც რატო მეცინება ძალიან არ ვიცი, მაგრამ ღამე მახსენდებოდა ძილის წინ და ვხითხითებდი. 

 

გურამი: ძალიან სასაცილოა!

 

ნიკო: ჰო, ოღონდ, რატო არ ვიცი. საერთოდ რატოა რამე სასაცილო? 

 

გურამი: აუ, იუმორი შემძულდა აგერ უკვე ორი წელია და თან, მაინც ვერ ვეხსნები მთლიანად. 

 

ნიკო: ერთი საი-ფაი მოთხრობაა, ავტორი არ მახსოვს, სადაც გმირი შეისწავლის იუმორის გრძნობა საიდან მოდის და მერე აღმოაჩენს, რომ უცხოპლანეტელები ატარებენ ექსპერიმენტს. მე მგონი, აზიმოვია საერთოდ. ანუ, ანეგდოტი საიდან მოდის და ბოლოს უცხოპლანეტელებთან მიდის და მერე ყველას გაუქრება იუმორის გრძნობა, იმიტომ რომ ექსპერიმენტს აზრი აღარ აქვს.

 

გურამი: ახლა წარმოვიდგინე უცხოპლანეტელი რომ ისმენს ხმის მიმღებში: ჭიჭიკია და ბიჭიკია სხედან თვითმფრინავშიიიიი…

 

ნიკო: აჰაჰაჰა, ხო!

 

გურამი: ალბათ, ჩათვლის, რომ ექსპერიმენტმა არ გაამართლა?

 

ნიკო: და ვიღაც ანტენებიანი ბლოკნოტში ინიშნავს.

 

გურამი: ან ანტენებიან ბლოკნოტში ინიშნავს. ან საერთოდ, ბლოკნოტი ინიშნავს ვიღაცას. 

 

ნიკო: მაგასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეგრე იყოს. 

 

გურამი: ეს კითხვა ალბათ ყველაზე ნაკლებად ეწერება ჩვენს სრულიად ქარაფშუტულ გეგმაში, მაგრამ ამას ყველას ვეკითხები და შენც გკითხავ: კულტურა რა არის შენი აზრით?

 

ნიკო: მაგის პასუხი ცოტა მერიდება, ალბათ დეფინიციები არსებობს და სწავლობს ხალხი მაგას და რამე. მაგრამ მაინც, ჩემთვის უფრო ისეთი რამეებია, რაც თითქოს საჭირო არაა, მაგრამ აუცილებელია. აი, ადრე ხმლებზე რომ რაღაც ჩუქურთმებს აკეთებდნენ. თუნდაც. ამით უკეთესი ხმალი არ ხდება თითქოს, ისევე გასისხლავს. 

 

გურამი: უჩუქურთმოდაც მშვენივრად გაუყრიდი მტერს, მაგრამ ესთეტები იყვნენ კვლაშიც და ეს უნდა შევუქოთ, მართლაც!

 

ნიკო: მარა უცებ მაინც უკეთესი გახდა. რაღაც ფილმშია ეგეც, რომ ექიმები და ეგეთები უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის

ნუ, იქ ალბათ უფრო უკეთესადაა ჩამოყალიბებული, სადაცაა, მარა აზრი ეგაა და მომწონს.

 

გურამი: პეპიში რომელი თავი გიყვარს ყველაზე მეტად? (ისევ წინა საკითხზე ხტება)

 

ნიკო: ვილა ყიყლიყოს საყიდლად რომ მოდის ვიღაც სირი და პეპი რომ დასცინის. პეპიმაც და კარლსონმაც, რომ ვკითხულობდი, სულ მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მეტი იცის ორივემ, ვიდრე ამჟღავნებენ. ცოტა ანგელოზივით ტიპები არიან, ტომი და ანიკასთან და ბიჭუნასთან გამოგზავნილები. ან ელფები. ან რავი.

 

გურამი: მაგრამ სიტყვა “საიდუმლო” ალბათ, არ აღწერს ზუსტად იმ მეტს, რაც იციან, ჰო? იმიტომ რომ მორალური დილემა საერთოდ არ აქვს არც პეპის და არც კარლსონს, უბრალოდ არ ამჟღავნებენ თითქოს. 

 

ნიკო: ჰო, კარლსონი საერთოდ პანკია. კიდია მორალი და ყველაფერი. გია თოიძის ჯგუფს, “წერილამდე”, მოგეხსენებათ, ერქვა “ამორალი”. 

და ძალიან ეცინებოდა, ჯგუფს მორალი რატომ ქვიაო.

 

გურამი: იმ ნარატივზე რას ფიქრობ, პეპი რომ ლესბოსელი აქტივისტია? მამენტ, ეკო აქტივისტიც გამოდის რაღაც პონტში. 

 

ნიკო: ლესბოსელი აქტივისტის ხაზი გამომრჩა. ნუ, თან, თუ გავითვალისწინებთ რომ იდეაში ცხრისაა. 

 

გურამი: და იმასაც, რომ სულ ცხრის იქნება!

 

ნიკო: არა მგონია, იდენტობა ბოლომდე ჩამოყალიბებული ქონდეს. მაგას ვეთანხმები, ეგრე მგონია მეც. 

 

გურამი: რომ ცხრის იქნება თუ რომ ჯობია სულ ცხრის იყო?

 

ნიკო: ანუ, თუ მაინცდამაინც, არა მგონია, რომ მართლა ცხრისაა, უბრალოდ ეგრე ამჯობინებს თითონ. და როცა დაჭირდებათ, სხვა ტომი და ანიკასთან გადავა მეზობლად. 

 

გურამი: დედაშენმა რომ წაიკითხოს ეს ინტერვიუ და ნახოს, რომ სიტყვაში – “თვითონ” “ვ” გაკლია?

 

ნიკო: ხანდახან ეხლაში “ლ”-საც ვაკლებ ხოლმე.

 

გურამი: და რას ფიქრობს დედა ამაზე?

 

ნიკო: ფანატიკოსი კი არაა. როგორც საჭიროა, სადაც საჭიროას ბაზარია. 

 

გურამი: შენი პოდკასტების და ბლოგ პოსტების (ამ სიტყვაზე სულ ბლოკ-პოსტი, საკონტროლო-გამშვები პუნქტები მახსენდება და სროლების ხმა ჩამესმის) ანთროპოლოგიური კვლევა ჩავატარე და მოვინიშნე ის თემები და ტერიტორიები, რომელზეც ლაპარაკობ ხოლმე. ჰოდა, შევეხოთ იმ რამდენიმე სახუმარო თუ არასახუმარო თემას, შენი კვლევის საგნებსა და ყველა იმ დისციპლინას, რასაც ნიკოს პოდკასტი (YVELAZE MAGARI PODKASTI MSOFLIOSHI) შეისწავლის ხოლმე.დავიწყებ ერთ-ერთი ბოლო პოდკასტით, სადაც მედიტირებ სიტყვა COOL-ის ირგვლივ და გკითხავ ასეთ რამეს: შენს ამ პოდკასტში ადამიანებზე ლაპარაკობდი და ახლა მოვლენებზე რომ ვილაპარაკოთ – საქართველოში ბოლო დროს მომხდარი COOL მოვლენები რა გახსენდება?

 

ნიკო: უვიზოდ ევროპაში სიარული. ქულაა, ჩემი აზრით. 

 

გურამი: 10/10.

 

ნიკო: კი არ მისარგებლია, მგონი. მარა ასწორებს, ვინ იფიქრებდა?

 

გურამი: კიდევ გვაქვს რამე კარგი ამბავი?

 

ნიკო: დემნა გვასალიას წარმატება. ქულ არის ეგეც.

 

გურამი: შენ გქონდა ხომ ინტერვიუ დემნასთან?

 

ნიკო: ნუ გოგის [გვახარია] ქონდა, მეც იქ ვიყავის ამბავია. 

 

გურამი: ერთ პოდკასტში რასიზმი რომ დაამარცხე 3 სიმღერით, შეგიძლია ეგრე ჰომოფობია დაამარცხო ახლა სიმღერებით?

 

ნიკო: მააშინ, მოდი, მაინცდამაინც პირდაპირ თემაზე სიმღერებს არ შევარჩევ. 

ეს მისამღერის ხათრით: im hardheaded, fuck you all.

მარა ეხლა სამი რახანაა, კვოტირებაა საჭირო. ერთი სთრეით ქალი გვინდა და ერთი ლგბტ კაცი ან ქალი, მრავალფეროვანი რომ იყოს. 

გურამი: ახლა ცოტა მაზალო რაღაც უნდა გთხოვო: მოკლედ, ერთი ძაან ყვითელი სათაური რომ მოიძიო ჩემთვის და ხელით დამიწერო. აი, ჩემი:

ნიკო: მოიცა. პასტა და ფურცელი ვიპოვო და სათაური. 

რა კარგი ხელწერა გაქვს! 

 

გურამი: კალიგრაფიის კონკურსში მოვიგე მესამე კლასში და ისეთი მიუღებლობა მქონდა ამ ფაქტის, რომ ძალით ვამახინჯებ მას მერე.

 

ნიკო

პასტა არ წერდა წესიერად, იმედია იკითხება. ძებნისას მესამე გვერდზევე შემხვდა.

 

გურამი: აჰაჰაჰაჰჰაჰაჰა. 

 

ნიკო: მეთქი, ბედია. 

 

გურამი: მოგკლავ, ნიკო!!! მაგრამ მკითხველი ვერ მიხვდება რატომ მოგკალი.

 

ნიკო

გურამი: დავგუგლე ახლა მეც. 

აუ, რა კაია! < 3

 

ნიკო: თითონ სტატია არ გამიხსნია, ფოტოც იყო.

 

გურამი: აჰაჰაჰაჰაჰ! და, თან, ია რომ ვითომ მაჩერებს, ჟესტით: “ერთი წუთით ეხლა, გურამ!”

 

ნიკო: ჰო, აიწყვიტე მანდ და ია შოკშია.

 

[საუბრის დასასრული]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.