fbpx

ანუშკა ჩხეიძის ალბომი Halfie ასოციაცია Impala-ს წლის საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინანტი გახდა


გააზიარე სტატია

ავტორი: რეზი ხუნწელია


ქართველი მუსიკოსის და შემსრულებლის, ანუშკა ჩხეიძის სადებიუტო ალბომი Halfie ასოციაცია Impala-ს წლის საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინანტი გახდა. 

იმავე კატეგორიაში წარდგენილ ნამუშევრებს შორის ასევე ვხვდებით Rina Sawayama-ს ალბომს, Sawayama, ელექტრონული მუსიკის ფრანგი არტისტის, Rone-ს სტუდიურ ჩანაწერს, Room With a View და 2020 წლის სხვა საინტერესო ალბომებს. 

გამარჯვებულის ვინაობა თებერვალში გაირკვევა, მანამდე კი კიდევ ერთხელ შეგვიძლია მოვუსმინოთ ანუშკა ჩხეიძის ჩანაწერს, რომელიც CES Records-ზე გამოიცა:

 

Impala უკვე 20 წელიწადზე მეტია არსებობს და ასობით დამოუკიდებელ მუსიკალურ კომპანიას აერთიანებს, რომლებიც ზემოთ ხსენებულ  ნომინაციაში გამარჯვებულებს ყოველწლიურად ავლენენ. 

სხვადასხვა დროს მთავარი პრიზის მფლობელები გახდნენ   პროექტები და სახელგანთქმული მუსიკოსები   Adele, Caribou, Apparat, The XX და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ შარშანდელ ნომინანტებს შორის კიდევ ერთი ქართული პროექტი Kayakata მოხვდა, მაგრამ გამარჯვებული ალბომი Apparat-ის LP5 აღმოჩნდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.