fbpx

ბერნი სანდერსის საკულტო ხელთათმანების გულის ამაჩუყებელი ისტორია


გააზიარე სტატია

ავტორი: Nexstar Media Wire

ბერნი სანდერსმა მთელი მსოფლიოს ყურადღება 20 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე  მიიპყრო. ვერმონტის სენატორი ინაუგურაციაზე გამორჩეული ჩაცმულობით – თავისი ცნობილი ქურთუკითა და ნაქსოვი ხელთათმანებით მივიდა.

ხელთათმანებს გულის ამაჩუყებელი ისტორია აქვს, ისინი ვერმონტში მცხოვრებმა მასწავლებელმა, ჯეინ ელისმა  ძველი შალის სვიტერებისა და გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან დაამზადა.

Buzzfeed-ის რეპორტიორის,  რუბი კრამერის  თქმით, ელისმა სანდერსს ხელთათმანები ორი წლის წინ აჩუქა და გაუკვირდა, როცა პოლიტიკოსი მათ საარჩევნო კამპანიიის დროს ატარებდა. 

ვოგის მიხედვით, ეს ხელთათმანები ბერნი სანდერსს შარშან იანვარში, ნიუ ჰემფშირში ქალთა მარშის ღონისძიებაზეც ეცვა. 

მაგრამ არა მხოლოდ ამ ხელთათმანებს, არამედ სანდერსის ქურთუკსაც საინტერესო ისტორია აქვს, რომლის შესახებაც სანდერსის მეუღლე – ჯეინ ო’მეარა სანდერსი მოგვითხრობს:

”ჩვენი შვილი @burtonsnowboard-ის დამფუძნებელთან, ჯეიკ ბარტონთან ერთად ბერნი სანდერსის გამოსახულებიანი ქურთუკის შექმნაზე მუშაობდა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით დამზადდა. ბერნის ქურთუკი ძალიან მოეწონა, ამიტომ დეივმა საშობაოდ, გამოსახულების გარეშე აჩუქა. ვერმონტის ქურთუკი, ვერმონტის ხელთათმანები, ვერმონტის საღი აზრი! ”, – დაწერა მან Twitter-ზე.

ხელთათმანებმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ერთი-ერთმა გულშემატკივარმა Twitter-ზე ახალი მომხმარებელი – @BerniesMittens  “შექმნა”.

@BerniesMittens ანგარიშის აღწერაში წერია: “Feeling the BERN not the BURN.”

ორიგინალი: https://wgntv.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.