fbpx

33 შეკითხვა მეთ შელისა და ჯორდან ბლეიდს | COMFORT ZONE


გააზიარე სტატია

ავტორი: Bastioji

Comfort Zone პარიზში მცხოვრები რეჟისორის, ჯორდან ბლეიდის ბოლო მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მთავარი გმირის, მეთ შელის თვალით საზოგადოებას თბილისის დრაგ-სცენას წარმოუდგენს. 

ფილმში ჩვენ მივყვებით აგრესიულ ალტერ ეგოს – Victoria Slutyna-ს გარდასახვას,  რომელმაც საკუთარი თავის მიღების პროცესში, წინა პიროვნება დატოვა და გახდა ის, ვინც სინამდვილეში იყო – მეთ შელი, რომელიც კაბას ატარებს. ფილმი ასევე ხაზს უსვამს ქართული ქვიარ საზოგადოების მოქნილობას. ჰომოფობიური გამოცდილებისა და თავდასხმების მიუხედავად, თბილისის ლგბტ+ საზოგადოებამ მაინც განაგრძო არსებობა და უარი თქვა ქართულ საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დათმობაზე.

MATT SHALLY

სახელი?
მეთ შელი

პროფესია?
მსახიობი / შემსრულებელი

დაბადების ადგილი?
საქართველო

ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი?
თბილისი

“დანაშაულებრივი” სიამოვნება?
ნაგავი პოპ-სიმღერები

რამდენი წლისად აღიქვამთ თავს?
სადღაც ოცდაორსა და ოცდაათ წელს შორის

ზოდიაქოს ნიშანი?
თხის რქა

კულტურა, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ?
მუსიკა და ანიმაცია

პირველი სამუშაო / კარიერული არჩევანი?
თავიდან მოცეკვავე და მიმტანი ვიყავი, ახლა მსახიობი და პერფორმერი ვარ.

რა არის თქვენთვის  თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალება?
ფართო სტილის ტანსაცმელი

რა არის რაღაც ამქვეყნიური, რაც შთაგაგონებს?
უფროსი თაობა და დისნეის ანიმაცია

თქვენი შთაგონების მთავარი წყარო?
ადამიანები, რომლებიც კულტურაზე ზრუნავენ

რეალური სამყარო თუ გამოგონილი სამყარო?
რეალური, რადგან ჩვენ გვაქვს თეატრი ყველა მაგიურობისათვის.

რა არის თქვენი კულტურული მემკვიდრეობიდან ისეთი, რის შესახებაც გსურთ ყველამ შეიტყოს?
რამდენად ნიჭიერები ვართ ქართველები.

არაპოპულარული აზრი?
თუ ეს ჩემზეა, მაშინ მოუწესრიგებელი ვარ. და ეს მართალია, ჰა-ჰა.

რომელმა ფილმმა მოახდინა ძლიერი გავლენა თქვენზე და ისურვებდით, რომ მეტმა ადამიანმა იცოდეს ამის შესახებ?
პირველი, რაც მახსენდება,  ბროდვეის მიუზიკლია და მოანა დისნეიდან.

როგორ აღწერდით თქვენს სტილს?
მოდური / უსახლკარო,  გემოვნებიანი ადამიანი, ჰა-ჰა

რა არის თქვენი პირადი “მკურნალი”, როდესაც შემოქმედებით კრიზისს განიცდით?
ჩემი მეგობრები

რა რჩევას მისცემდით ისეთ ადამიანს, რომელიც იმავე კარიერული გზის გავლას შეეცდება, რომელსაც თქვენ ადგახართ?
ისწავლე უფრო მეტი

რომ გქონდეთ შესაძლებლობა, წარსულიდან რომელ პიროვნებასთან ისურვებდით მუშაობას?
დევიდ ბოუი და ბაბუაჩემი (ის გარდაიცვალა ჩემს დაბადებამდე)

სად ხედავთ საკუთარ თავს 33 წლის შემდეგ?
მე ვხედავ მთელ სცენას: სცენაზე გასვლამდე ვყვირივარ, რადგან ნაბახუსევი ვარ, მაგრამ პერფორმანსი ბოლომდე მიმყავს, ჰა-ჰა.

როგორ გავლენას ახდენს ინტერნეტი შემოქმედებაზე?
ეს, უბრალოდ, ინფორმაციის წყაროა, რაც ახლა ყველასთვის აუცილებელია.

რა არის თქვენი შემოქმედებითი პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი?
ვენდობოდე ხალხს, ვისთანაც ვმუშაობ.

გამოგონილი პერსონაჟები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონს?
ლუმიერი “მზეთუნახავი და ურჩხულიდან”

რა არის თქვენი ფილოსოფია?
სამუშაოს დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ენდობით გარშემო მყოფებს და, პირველ რიგში, საკუთარ თავს.

როგორი იყო ჯორდანთან მუშაობის გამოცდილება?
ჯორდანი საოცარი ადამიანია და მან დამინახა იმ კუთხით, რაც  ზოგიერთ ჩემს უახლოეს და ძვირფას ადამიანსაც  არ შეეძლო.

თქვენ წარმოადგინეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ძალიან ძლიერი განაცხადით და კიდევ უფრო ძლიერი ქვეტექსტებით; დაასახელეთ ერთი რამ, რასაც ისურვებდით, რომ მაყურებელს დარჩეს ამ ფილმისგან?
თქვენ ყველაფერს მოიცავთ საკუთარ თავში და ერთ მშვენიერ დღეს თქვენი აზრები თქვენს ოთახს გასცდება.

რომელმა ვიზუალურმა ორიენტირებმა განსაზღვრა თქვენი არჩევანი საკუთარი თავის წარმოჩენისას? ვინ მოახდინა გავლენა თქვენზე როგორც დრაგ-სცენაზე, ისე მის გარეთ?
პოპ/როკ-ვარსკვლავები, რომლებიც არასდროს არ ნანობდნენ საკუთარ ქმედებებს. ჩემი მამოძრავებელი ძალა და პერსონაჟები ძირითადად ჩემგან მომდინარეობდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ასევე შთაგონებული ვიყავი კორტნი ლავისა და პარის ჰილტონის მიერ. ყველაფერი ძირითადად ჩემგან მოდის, თუმცა საკუთარ თავზე არ ვარ შეყვარებული.

დრაგ-ხელოვნებამ მთელი მსოფლიო დაიპყრო – რისი დანერგვა გსურთ საქართველოში, რაც სხვა ქვეყნებშია შესაძლებელი?
ამ საოცარი კულტურისთვის სცენა და ხილვადობა. დრაგ-სცენა და დრაგ-განათლება

როგორ აღწერდით დრაგ-სცენას საქართველოში? რას ფიქრობთ, რით გამოირჩევა იგი დანარჩენი მსოფლიოსგან?
საქართველოში დიდი და განსხვავებული პოტენციალია დრაგ-სცენისთვის.

რა ისწავლეთ ისეთი ალტერ-ეგოსგან, რაც ნამდვილ და ავთენტურ მესთან დაბრუნებაში დაგეხმარათ?
ვიქტორია შეშლილი იყო, რამაც უფლება მომცა, ყველაფერი გამეკეთებინა, რაც მინდოდა და ისე წარმემართა ყველაფერი, როგორც მინდოდა.

რა იყო  თქვენთვის ყველაზე რთული გამოწვევა?
საჯაროობა. ასევე განათლების მიღება, რადგან ამ საოცარი კულტურის დიდი ნაწილი მაინც დაფარული იყო

რა არის ის, რის თქმაც გსურთ გუნდისთვის, რომელიც თქვენთან მუშაობდა?
სადაც  უნდა იყო, ვიღაც ყოველთვის ზრუნავს შენზე და ისწავლე რაც შეიძლება მეტი ყველგან და ყველაფრისგან – ეს ერთადერთი იარაღია.

 

JORDAN BLADY

სახელი?
ჯორდან ბლეიდი

პროფესია?
სცენარისტი / რეჟისორი

დაბადების ქვეყანა?
აშშ (პოლონური პასპორტით)

ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი?
პარიზი და ლოს-ანჯელესი

“დანაშაულებრივი” სიამოვნება?
თაფლმოსხმული ნაყინი შოკოლადის ორცხობილაზე

რამდენი წლისად აღიქვამთ თავს?
თითქმის 38

ზოდიაქოს ნიშანი?
მზე თხის რქაში / ასცენდენტი მორიელში / მთვარე სასწორში

კულტურა, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
ფრანგული

პირველი სამუშაო / კარიერული არჩევანი?
ვმუშაობდი კომპანიაში Moto Photo, სადაც ფოტოები მუშავდებოდა, თუმცა დიდი ხანია დაიხურა და გამომიშვეს.

რა არის თქვენთვის საუკეთესო თვითგამოხატვის საშუალება?
წერა, საკუთარი გრძნობების ფურცელზე გადატანა ან მუსიკის შექმნა, კომპოზიცია

რა არის რაღაც ამქვეყნიური, რაც შთაგაგონებს?
წყლის ყურება

თქვენი მთავარი შთაგონების წყარო?
ადგილობრივი სიახლეები

საყვარელი სოციალური მედია?
არცერთი

რეალური სამყარო თუ გამოგონილი სამყარო?
ორივე

რა არის თქვენი კულტურული მემკვიდრეობიდან ისეთი, რაც გინდათ, რომ მეტმა ადამიანმა ნახოს?
ჟულავსკის ფილმები

არაპოპულარული აზრი?
ჩვენ დავიმსახურეთ ტრამპი.

რომელმა ფილმმა მოახდინა ძლიერი გავლენა თქვენზე და ისურვებდით, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს ამის შესახებ?
ტყის დარაჯები” (Watcher in the Woods)

როგორ აღწერდით თქვენს სტილს?
ახალგაზრდული

რა არის თქვენი პირადი “მკურნალი”, როდესაც შემოქმედებით კრიზისს განიცდით?
ხანგრძლივი სიარული. განსაკუთრებით – პარიზში

რა რჩევას მისცემდით ისეთ ადამიანს, ვინც შეეცდება იგივე კარიერული გზა გაიაროს, როგორიც თქვენ?
იყავი შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ

რომ შეგეძლოთ, წარსულიდან რომელ პიროვნებასთან ისურვებდით მუშაობას?
ბერტ ლანკასტერი

სად ხედავთ საკუთარ თავს 33 წლის შემდეგ?
საკუთარი თავი მასწავლებლად წარმომიდგენია და იმედია, მექნება ძალიან კომფორტული სკამი, საიდანაც წავიკითხავ ხოლმე.

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ინტერნეტმა შემოქმედებითობაზე?  შემოქმედებაზე?
ეშმაკური კითხვაა

რა არის თქვენი შემოქმედებითი პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი?
იდეების განვითარება, რომელსაც არასდროს გამოვიყენებ.

გამოგონილი პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად მოგწონთ?
მაღალი კაცი ფანტაზმიდან

რა არის თქვენი პირადი ფილოსოფია?
განაგრძეთ წარუმატებლობა

როგორი იყო მეთთან მუშაობის გამოცდილება?
დაუჯერებელი. ის ისეთივე მშვენიერია ურთიერთობაში, როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ.

თქვენი აზრით,  რომელ ჟანრს აქვს ყველაზე დიდი გავლენა მაყურებელზე და თავად თქვენზე?
დოკუმენტური ჟანრი, მაგალითად, ძმები დარდენების ნამუშევრები ან სოდერბერგის ნამუშევრები ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენს მაყურებელზე. ბოლო დროს, ვფიქრობ, რომ Netflix-ის სატელევიზიო სერიალის ფორმატი ყველაზე მეტად იპყრობს ხალხს, მაგალითად, Tiger King და ა.შ. ეს კენ ბერნსის კარდაშიანებთან შეხვედრას ჰგავს. პირადად ჩემზე დიდ გავლენას ყოველთვის საშინელებათა და ტრილერის ჟანრის ფილმები ახდენდა. “ჯოჯოხეთიდან აღმდგარმა” მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება ბავშვობაში.

როგორ გაჩნდა პირველად ამ მოკლემეტრაჟიანი ფილმის იდეა? ეს იყო რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა თუ უბრალოდ ბუნებრივად გაჩნდა?
სრულიად ბუნებრივად. მე და მეთი ერთმანეთს  Comfort Zone-ის გადაღებამდე 1 წლით ადრე შევხვდით. თითქმის საუბრის დასრულებისთანავე გადავწყვიტეთ, რომ საკუთარი პროექტი უნდა გაგვეკეთებინა. მომდევნო წლის განმავლობაში, რამდენიმე ცუდი იდეის შემდეგ, შევჯერდით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებაზე, სადაც ვეცადე გადმომეცა ყველაფერი, რაც მეთში მიყვარდა და ეს ყველაზე ბუნებრივი რამ აღმოჩნდა.  
როგორც კინორეჟისორმა და სცენარისტმა, დარწმუნებული ვარ,  ყველაზე უკეთ იცით ადგილი, რომელსაც ყველა ერიდება. ეს არის განვითარების ჯოჯოხეთი (development hell). თქვენი აზრით, ეს პროექტი ისე განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ? რაიმე პრობლემას  წააწყდით? შეცვლიდით რამეს?
ვცდილობ, საკმაოდ სწრაფად განვახორციელო ჩემი პროექტები, რადგან, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია იდეებში სიახლის გრძნობის შენარჩუნება. მეთის შემთხვევაში, დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა იმის გადასაწყვეტად, თუ  ჩვენი რომელი კონცეფცია იქნებოდა საუკეთესო, მაგრამ, როგორც კი შევთანხმდით, ერთ თვეში გადავიღეთ კიდეც ფილმი. საბოლოოდ, რეჟისურის ხარისხს ინსტინქტები განსაზღვრავს, ამიტომ მათი ნდობა აუცილებელია. როდესაც თქვენ იცით, რომ იდეა სწორია, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა სცადოთ და შეასრულოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ ფილმის შექმნით. ერთადერთი ვისურვებდი, რომ ფილმი უფრო დიდხანს გრძელდებოდეს, რადგან მეთის შესახებ უამრავი საინტერესო ამბის გადმოცემა იყო შესაძლებელი. 

რას ფიქრობთ კინოფესტივალებზე?
მე მათ ვებრძვი. კარგად არ გამომდის კავშირების დამყარება, მირჩევნია, უფრო მეტი საქმის გაკეთება შევძლო, ვიდრე დასრულებული რამის პოპულარიზაციას დავუთმო დრო. მე მიყვარს ფილმის განხილვა და იმ ცოდნის გადაცემა, რაც მაქვს, ამიტომ ვიტყოდი, რომ უფრო მეტად მაინტერესებს ფესტივალებზე პანელებზე გამოსვლა, ვიდრე კონკურსში მონაწილეობა.

თქვენ წარმოადგინეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმი ძალიან ძლიერი განაცხადით და კიდევ უფრო ძლიერი ქვეტექსტებით; დაასახელეთ ერთი რამ, რასაც ისურვებდით, რომ მაყურებელს დარჩეს ამ ფილმისგან?
შეიყვარე შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ.

რით გამოირჩევა ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი თქვენი ადრეული ნამუშევრებისგან?
ვფიქრობ, ეს ყველაზე მეტად სტილიზებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმია, რომელიც ოდესმე გადამიღია. Igor Smitka-ს კინემატოგრაფისა და Vazha Marr-ის მუსიკის ფონზე ამაყი ვარ იმით, რასაც მივაღწიეთ.

რა არის ის, რის თქმაც გსურთ გუნდისთვის, რომელიც ამ პროექტის განხორციელებისას თქვენთან თანამშრომლობდა?
დიდი მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ადამიანები ყველაფერს აკეთებენ კონკრეტული იდეის შექმნისა და მხარდაჭერისთვის.

 



ორიგინლი: https://33magazine.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.