fbpx

Window Project წარმოგიდგენთ ფრანგი არტისტის, ლუსილ ლიტოტის ნამუშევარს რუსთაველის 37-ში


გააზიარე სტატია

 

ფოტო: გიორგი ნაკაშიძე

 

Window Project წარმოგიდგენთ ფრანგი არტისტის, ლუსილ ლიტოტის ნამუშევარს რუსთაველის 37-ში მდებარე საჯარო სახელოვნებო ვიტრინაში.

 

“La Nuit étoilée ou la nuit sans étoiles” 

“ვარსკვლავებიანი ღამე თუ ღამე ვარსკვლავების გარეშე”

Lucile Littot 

 

ნამუშევარს სათაური – “ვარსკვლავებიანი ღამე” – ვან გოგის ნახატის პატივსაცემად  ჰქვია.

ფერწერაში ასახულია ის,  რაც ვან გოგს შეიძლებოდა დაენახა სენ-პოლ-დე მოსოლის  მონასტრის თავშესაფრის ოთახიდან, რომელშიც იგი იმყოფებოდა. ეს არის ერთგვარი ექსტრაპოლაცია. 

ამ ნამუშევრის სახელი ასევე შეიძლება იყოს, მაგალითად, Peeping Tom (მოთვალთვალე ტომი).

 ეს არის სასიყვარულო სცენა, რომლის დანახვაც შესაძლებელი იქნებოდა დაკეტილი  კარის საკეტის ხვრელიდან.

ქალის ფიგურა, ერთგვარი ლედი გოდივა, რომელიც ატარებს შავი ხავერდის ვენეციურ ნიღაბს, ცნობილ “მორეტას”, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის კლასიკური  ობიექტი იყო, მხოლოდ მისი გრძნობების სიმულაციას აჩვენებს, იგი მიჯაჭვულია ადამიანზე, რომელმაც დემონის სახე მიიღო.

იქნებ ჯობია ამ ნამუშევრის  სახელწოდება იყოს – “ღამე ვარსკვლავების გარეშე”…   – ამბობს არტისტი.

Lucile Littot-ის სამყარო აღბეჭდავს თავისუფლებას, ინდივიდუალურობას, სიმდიდრეს, რაც სხვაგვარად არის ბაროკო, როკოკო, რომანტიზმი, სიზმრის მსგავსი, გროტესკული, კარიკატურული, ტოქსიკური, მხიარული და ტრაგიკული. ეს ჰგავს ფესტივალს, რომელიც ღიაა ყველა ფორმისა და მედიუმის ჰიბრიდიზაციისთვის. ფერწერაში, კერამიკულ სკულპტურებში, ასევე მის ინსტალაციებში აწყობილი  ისტორიები ერთმანეთში არის გადახლართული. ეს არის ერთდროულად  გლამური და trash.

ლუსილ ლიტოტი ეხება სხვადასხვა ესთეტიკურ კატეგორიებს, იგი იყენებს  რეფერენსებს როგორც სამეცნიერო, ასევე პოპულარული კულტურის სფეროდან.

 

ლუსილ ლიტოტი  1985

ფრანგი მხატვარი, რომელიც  მუშაობს პარიზში, ლოს-ანჯელესსა და მეხიკოში.  2008 წელს დაამთავრა Ecole Superieure D’Art de Rueil-Malmaison და სწავლობდა მარსელის Ecole de Beaux-Arts de Marseille-ში. მას ჰქონდა სოლო გამოფენები ლოს-ანჯელესის Night Gallery-ში და პარიზის New Gallery-ში. 2021 წელს  მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება ჯგუფურ გამოფენებში – “La diossa Verde” MAZ, Guadalajara, MX, “Les flammes, l’art vivant de la céramique” Musee D’art Moderne De la Ville De Paris, FR და ასევე Musee Regional D ‘art Contemporain de Serignan, FR, Sans Titre, Paris, FR.

http://lucilelittot.net/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.