fbpx

Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 6 – 27 იანვარი


გააზიარე სტატია

27 იანვარს, 20:00 საათზე, 2021 წლის პირველი „Fuckup Nights საქართველო“ გაიმართება. როგორც ყოველთვის, საინტერესო სპიკერები თავიანთი პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას გაუზიარებენ. Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ს მასპინძლობით ღონისძიება უკვე ოცდამეშვიდედ ტარდება. მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, შეხვედრა ისევ ონლაინ ჩატარდება და დასწრება zoom პლატფორმისა და Fuckup Nights-ის ოფიციალური Facebook გვერდის საშუალებით იქნება შესაძლებელი. 

„ვცდილობთ, კარანტინშიც მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარონ.  ვაგრძელებთ პროფესიული მარცხის ისტორიების განსხვავებული კუთხით წარმოჩენას და ვცდილობთ დავანახვოთ ჩვენს მსმენელებს, რომ მარცხი ცოდნის ნაწილი და ღირებული გამოცდილებაა, რომელზეც ღირს ხმამაღლა საუბარი“, – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

Fuckup Nights საქართველო კარანტინში vol. 6 სპიკერები არიან ადამიანები, რომლებიც არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ:

  • მარტა ბარამიძე – ჟურნალისტი, პროდიუსერი
  • პაატა ღაძაძე – თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი
  • გიორგი შარაშიძე – Entrepreneur Georgia-ს მთავარი რედაქტორი და გამომცემელი
  • თეონა ჩაჩუა – ანტრეპრენერი, ვლოგერი

 მომხსენებლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ Facebook Event-ზე.

ღონისძიებას მოდერაციას გაუწევს ქეთი ბოჯგუა, ჟურნალისტი, კომუნიკაციების პროფესიონალი 15-წლიანი გამოცდილებით მედიაში, საზოგადოებასთან ურთიერთობასა და მენეჯმენტში. ქეთი არის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის,  დემოკრატიის ლაბორატორია • Democracy Lab, რომლის მთავარ მიმართულებას   ახალგაზრდები, არაფორმალური განათლება და ინოვაციები წარმოადგენს.

Fuckup Nights საქართველო vol. 6-ზე დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა საჭიროა დააჭიროთ ღილაკ “დასწრებას” (Going) Facebook Event-ზე.

Fuckup Nights მოძრაობა 2012 წელს დაიწყო მექსიკაში და დღეისათვის უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. ეს არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, სადაც 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიული მარცხის ისტორიებს ფართო აუდიტორიას უზიარებს. 

Fuckup Nights Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-სა და Impact Hub Tbilisi-ს პარტნიორობით. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.