Anouki-მ Pre-Fall 2021 ფოტოები გამოაქვეყნა
გააზიარე სტატია
Anouki-მ წინა საშემოდგომო კოლექციის, Pre-Fall 2021’ ფოტოები გამოაქვეყნა, ფოტოები იკა ხარგელიამ გადაიღო.
კოლექციაში გამოყენებულია ნაქარგები ძველი კოლექციიდან , რომლის ძაფის ფერებით და თვლებით უფრო მეტად გამპიკვეთა თეთრ ბამბის პერანგებზე. ზოგადად პერანგებით და სტილიზებული საყელოებით დიზაინერ ანუკი არეშიძის კოლექცია განსაკუთრებულად გამორჩეუულია ხოლმე.
ანუკი: პერანგები და საყელოები მიყვარს, ყველა კოლექციაში მაქვს, აქცენტირებულად ვაკეთებ, და იმავდრიულად, მოთხოვნა უცხოური მაღაზიებიდანაც ძალიან მაღალია.
ეს კოლექცია არის რომანიტული მისტიკა, რომელიც დღევანდელ ჩემს შინაგან სამყაროს მთლიანად გადმოსცემს. კონკრეტული ინსპირაცია არ მქონია. რამდენიმე ერთეულის შეკერვის შემდეგ, პროცესმა თვითონ მიკარნახა როგორ უნდა განმევითარებინა კოლექცია, რომელიც მთლიანად შეგრძნებებზე და ემოციებზეა აწყობილი. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი ბოლო დროინდელი ნამუშევრებიდან, ეს კოლექცია ჩემთვის გამორჩეულად კარგი გამოვიდა.
ფოტოები: იკა ხარგელია