fbpx

ქარი – ელექტრომოპედების პირველი საზიარო სერვისი საქართველოში


გააზიარე სტატია

ქარი მრავალმიმართულებიანი ბრენდია, რომელიც 2021 წელს შეიქმნა მაქსიმე მაჩაიძესა და „აჭარა ჯგუფის“ კოლაბორაციით.

ქარი მოიცავს ელექტრო მოპედების პირველ საზიარო სერვისს საქართველოში, ტანსაცმლისა და აქსესუარების კოლექციას და ონლაინ ჟურნალს. ბრენდის საერთო კონცეფცია ემსახურება თანამედროვე, ეკო-მეგობრულსა და ტექნოლოგიურად განვითარებულ კულტურაში წვლილის შეტანას.

„ქარის“ ლოგო და შრიფტი არქიტექტორმა ნოდარ სუმბაძემ შექმნა. მოგვიანებით, მაქსიმე მაჩაიძემ მისი შინაარსი და დიზაინი სწრაფი, უხმო და თავისუფლად გადასაადგილებელი მოპედის ნიშნად აქცია.

სრულად ავტომატიზირებული ეკო-მოპედების სერვისი მთლიანად აპლიკაციით იმართება და ქალაქში სპეციალურ ზონებზე ვრცელდება. მგზავრობის დასასრულებლად, მომხმარებლებს ერთმანეთის უსაფრთხოების გათვალისწინება ევალებათ. აპლიკაციის ასეთი დიზაინით, კომპანია მიზნად ისახავს სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდას.

უსაფრთხოება ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. საჭირო აქსესუარები მგზავრობისთვის (ჩაფხუტი, ჰიგიენური ქუდი, სხვ.) მოპედის საბარგულშია მოთავსებული. ამასთან ერთად, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სპეციალური ტრენინგები, მარტივად აღქმადი ინსტრუქცია და ინფორმაცია მგზავრობის ეთიკის შესახებ.

ქარი ასევე მაქსიმე მაჩაიძის ტანსაცმლის ხაზია. ონლაინ-მაღაზია “მარკეტში” სამგზავრო აქსესუარების გარდა, მრავალფუნქციური უნისექს ტანსაცმელი გაიყიდება. “რაიდერები” კი ქარის ონლაინ-ჟურნალია, რომელშიც თანამედროვე ურბანული ცხოვრება იქნება აღწერილი.

ამ ეტაპზე ,,ქარი” მხოლოდ თბილისში, საპილოტე რეჟიმშია ხელმისაწვდომი. მაღაზიისა და მოპედების სერვისის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ვებგვერდზე qari.eco

მოპედების სამართავი აპლიკაცია “Qari App”,  Google playstore-ზე და Appstore-ზეა ხელმისაწვდომი, ანდროიდისა და IOS-ის მომხმარებლებისთვის.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.