fbpx

საჩუქრებით სავსე ვალენტინობა ისთ ფოინთში


გააზიარე სტატია

2020 წელი შეყვარებული წყვილებისთვის რთული იყო. 2021 წელიც ახალი რეალობით დაიწყო, თუმცა უკეთესის იმედითა და მოლოდინით. მიუხედავად შეზღუდვებისა და სირთულეებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ბედნიერების ჰორმონებით ავივსოთ და ცხოვრება პოზიტიური ფიქრებით გავაგრძელოთ. მითუმეტეს, რომ სულ რამდენიმე დღეში 14 თებერვალია და შეყვარებული წყვილები ერთმანეთისთვის საჩუქრების შერჩევას იწყებენ.

რა თქმა უნდა, სიყვარულს განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება, ჩვენ ამის გვჯერა. ყოველი დღე ნამდვილად სიყვარულისაა, თუმცა ახლა განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ამ რთულ პერიოდში ლამაზი დღეების შესაქმნელად მიზეზები ნამდვილად გვჭირდება. 14 თებერვალს, შეგიძლიათ შეიქმნათ კარგი განწყობა და საყვარელი ადამიანიც გაახაროთ განსაკუთრებული საჩუქრებით.

თუ ჯერ კიდევ საჩუქრების შერჩევის პროცესში ხართ, თქვენთვის ისთ ფოინთს კარგი ამბავი აქვს. ყველაზე დიდმა სავაჭრო ცენტრმა  პარტნიორებთან ერთად ლიმიტირებული სასაჩუქრე ყუთები შექმნა, რომელიც სავსეა სიურპრიზებით. სასაჩუქრე ყუთში შეხვდებით საჩუქრებს ლუტეციასგან, ივ როშესგან, ბოდიშოპისგან, ფლორმარის, დანკინისა და  ვენდისისგან.

10 თებერვლიდან მინიმუმ 150 ლარიანი სასაჩუქრე ბარათის შეძენისას ისთ ფოინთში მიიღებთ განსაკუთრებულ შეფუთვას, რომელიც სავსეა საჩუქრებით.

აღნიშნეთ კიდევ ერთი ბედნიერებისა და სიყვარულის დღე გამორჩეული საჩუქრით.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.