fbpx

განსაკუთრებული ვალენტინობა SOLO-ს მომხმარებლებისთვის


გააზიარე სტატია

შეყვარებული ადამიანებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური და გამორჩეული დღე უკვე ახლოვდება. ვალენტინობამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი და ალბათ, თქვენ ძალიან აქტიურად ემზადებით საყვარელი ადამიანის გასახარებლად და საჩუქრების ძიებაში ხართ. ჩვენ ზუსტად ამისთვის ვართ აქ, რათა დაგეხმაროთ და საუკეთესო არჩევანი შემოგთავაზოთ.

SOLO-ს თავისი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი და განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. თქვენ ოღონდ ისურვეთ და ყვავილებიდან დაწყებული, ქალაქგარეთ დასვენებით დამთავრებული, ყველანაირი საჩუქრის გაკეთებას შეძლებთ. მოდით, დავიწყოთ ჩამოთვლა.

 

სპეციალური შეთავაზება ნიშ-პარფიუმერიის გამორჩეულ  ბრენდებზე

თუკი თქვენს რჩეულს პარფიუმერია უყვარს, შეგიძლიათ საუკეთესო საჩუქარი გაუკეთოთ. ნიშ პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“ მხოლოდ SOLO მომხმარებლებს ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ სპეციალურ ფასს ექსკლუზიური ბრენდების გამორჩეულ კოლექციებზე:

  • MEMO Paris Jannat – 671 ლარის ნაცვლად, 500 ლარი
  • Kilian Gold Knight – 1 245 ლარის ნაცვლად, 900 ლარი

„არომატეკა“ ყველაზე სურნელოვანი და სრულყოფილი სამყაროა, რომელიც წარმოგიდგენთ ეპოქის წამყვან ნიშ ბრენდებს, რომელთა მიღმაც უნიკალური ისტორია დგას. ეს არის ადგილი, სადაც დაგხვდებათ ინდივიდუალურობა, უნიკალურობა და ყოველთვის იპოვით გამორჩეულ საჩუქარს.

შეთავაზება ძალაშია 10-დან 12 თებერვლის ჩათვლით. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

 

დაისვენეთ ბათუმის Le Meridien-ში განსაკუთრებული შეთავაზებით

თუკი საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქიდან გასვლას და დასვენებას გეგმავთ, მაშინ ბათუმის Le Meridien სწორედ თქვენ გელოდებათ.  სასტუმრო Le Meridien, რომელიც ზღვისპირა ქალაქ ბათუმში მდებარეობს, SOLO / VISA ბარათის მფლობელებს ვალენტინობის დღეებთან დაკავშირებით განსაკუთრებულ შეთავაზებას გიმზადებთ:

  • ნომერი + საუზმე 2 ადამიანისთვის 265 ლარად;
  • ნომერი + საუზმე + მასაჟი 2 ადამიანისთვის 435 ლარად

შეარჩიეთ ამ 2 პირობიდან თქვენთვის სასურველი და დამატებით ისარგებლეთ:

  • 30%-იანი ფასდაკლებით სარელაქსაციო მასაჟზე
  • 15%-იანი ფასდაკლებით „ელემისის“ პროდუქციაზე
  • 20%-იანი ფასდაკლებით რესტორნის მომსახურებაზე

ფასები ითვალისწინებს დღგ-ს. აქცია მოქმედია 10-დან 28 თებერვლის ჩათვლით. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

 

20% ფასდაკლება ყვავილებზე    ამელის მაღაზიაში

არაფერი უხდება ვალენტინობას ისე, როგორც ულამაზესი ყვავილები. შეუკვეთეთ ყველასგან განსხვავებული თაიგული ამელიში და როგორც SOLO VISA მომხმარებელმა, ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით ისარგებლეთ ექსკლუზიური 20%-იანი ფასდაკლებით.

სწორედ ამელის მაღაზიაში დაგხვდებათ ახალდაკრეფილი, სხვადასხვა სახის ყვავილები, რომლებიც ჰოლანდიიდან განსაკუთრებული სიფრთხილითაა ტრანსპორტირებული. სურვილის შემთხვევაში ასევე შეძლებთ პერსონალური მისალოცი ბარათის მომზადებას შესაბამისი ტექსტით.

აქვე გაითვალისწინეთ, აქცია ძალაშია 10-დან 15 თებერვლის ჩათვლით. ფასდაკლება ვრცელდება მაღაზიაში და  ტელეფონით შეკვეთისას და SOLO-ს გადახდის არხის გამოყენებით.  ინფორმაციისთვის  ეწვიეთ ამ ბმულს.

 

სპა-პროცედურები დავით ტატიშვილის კლუბისგან

გაუკეთეთ საჩუქარი თქვენს თავს და საყვარელ ადამიანს ვალენტინობის დღესასწაულზე VISA-სთან ერთად! ეწვიეთ ტატიშვილის კლუბს „აქტიური დღეგრძელობა“ და ისარგებლეთ აღდგენით-გამაჯანსაღებელი ინოვაციური სერვისების პაკეტით.

  • რძის თერაპია
  • რძის აბაზანის არომათერაპია
  • კედრის ფიტო მინი-საუნას სამკურნალო ბალახებისა და ზეთების არომათერაპიული ეფექტი
  • სხეულის პილინგ შეფუთვა, Rozali Sambar-ის პრემიუმ ხარისხის შოკოლადით
  • მთელი სხეულის მასაჟი ყურძნის წიპწის ზეთისა და ფუზის გამოყენებით

საჩუქრად სახის უნიკალური სპა პროცედურები. პაკეტის ღირებულება წყვილზე შეადგენს 200 ლარს.

სხვა დანარჩენ პროცედურებზე წყვილებს შეგიძლიათ მიიღოთ 30%-იანი ფასდაკლება.

შეთავაზება ძალაშია 10-დან 15 თებერვლამდე. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 28 თებერვლამდე. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. 

 

განსაკუთრებული შეთავაზება რუმს ყაზბეგისგან

თუ ლამაზი ხედებით გინდათ ტკბობა და გსურთ თბილისიდან შორს გაატაროთ განსაკუთრებული დღე, სასტუმრო „რუმს ყაზბეგს“ SOLO და VISA მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს:

  • ერთი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში გადაიხადეთ 454 ლარი 673 ლარის ნაცვლად;
  • ორი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში გადაიხადეთ 625 ლარი 1039 ლარის ნაცვლად;

ფასი მოიცავს დღგ-ს და შემდეგ მომსახურებებს:

  • ოთახი 2 ადამიანისთვის;
  • საუზმე ნომერში;
  • მასაჟის პროცედურა ორი ადამიანისთვის.

შეთავაზება ძალაშია 2021 წლის 15 – 28 თებერვლის ჩათვლით. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ დაჯავშნოთ ნომერი, მასაჟის პროცედურა და გადაიხადოთ SOLO-ს გადახდის ლინკით.

ფასების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ აქ.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

 

სპეციალური შეთავაზება Jo Malone London-ისგან

Jo Malone London-ის ბუტიკი SOLO VISA მომხმარებლებს 15%-იან განსაკუთრებულ  შეთავაზებას გთავაზობთ გამორჩეული  ბრიტანული  ხასიათის  დახვეწილ არომატებზე. აქ წარმოდგენილი ექსკლუზიური კოლექციების გარდა კი  სურვილის შემთხვევაში თქვენ თავად შექმნით სასურველ ნაკრებს.

Jo Malone London-ის ცნობილი არომატები გათვალისწინებულია როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ამ სურნელოვანი არომატების შეძენის გარდა კი შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ტანის მოვლის საშუალებები, ასევე ხელნაკეთი დიფუზორები და სანთლები თქვენი სახლისთვისაც.

იმოგზაურეთ ბრენდთან ერთად შთამბეჭდავ სამყაროში და როგორც ინდივიდუალური ხელწერა, ისე აღმოაჩინეთ საკუთარი არომატი რამდენიმე სურნელის შეთავსებით.

შეთავაზება ძალაშია 10, 11 და 12 თებერვლის ჩათვლით. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს. 

 

1=2 აქცია Natali Day Spa-სგან

Natali Day Spa by Germaine de Capuccini-მ ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით SOLO / VISA ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული შეთავაზება მოგიმზადათ:

განაახლეთ შეგრძნებები რომანტიკულ გარემოში და ისარგებლეთ წყვილებმა ყველა ტიპის სპაპროცედურებით ერთის ფასად. 

Natali Day Spa-ში გელით კეთილგანწყობითა და მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეული თერაპევტები, სარელაქსაციო აურა და შედეგებზე ორიენტირებული პროცედურები. აქვე ისიამოვნებთ სხეულისა და თავის რეფლექსომასაჟით, შვედური / აიურვედას სამკურნალო თერაპიით, ტანის კორექციის პროგრამებითა და გამაახალგაზრდავებელი პროცედურებით. სპაში მოქმედებს მშრალი და სველი საუნა, ჯაკუზი, ჰამამის მაგიდა და ქრომოთერაპიისა და ორთქლის ტახტები.

შეთავაზება ძალაშია 2021 წლის 10-დან 15 თებერვლამდე.

სპავაუჩერის გამოყენება შესაძლებელია შეძენიდან 6 თვის განმავლობაში თქვენთვის სასურველ დროს.

ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.

 


როგორც ხედავთ, არჩევანი ძალიან დიდი გაქვთ და შეგიძლიათ, საუკეთესო საჩუქარი გაუკეთოთ თქვენს საყვარელ ადამიანს და საკუთარ თავს. ბედნიერ ვალენტინობას გისურვებთ.

მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.