fbpx

ჩვენი შერჩეული საჩუქრები ვალენტინობისთვის


გააზიარე სტატია

14 თებერვალს მთელი მსოფლიო სიყვარულის დღეს აღნიშნავს. იმისთვის, რომ სიყვარულის დღე აღნიშნო, სულაც არ არის აუცილებელი პარტნიორის ყოლა, რადგან ყველაზე დიდი სიყვარულის ისტორია სწორედ საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. ჩვენ შეგირჩიეთ საჩუქრები, რომლებიც შეგიძლიათ ამ დღეს საკუთარ თავს ან პარტნიორს აჩუქოთ. გისურვებთ სიყვარულით ცხოვრებას! <3

 

ROSEMODA TBILISI

თიკო კვინიკაძის აქსესუარების ბრენდია, რომელიც საკუთარ კოლექციებში ხშირად იყენებს გულის ფორმებს, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით კი ჩვენ მათი ახალი კოლექციიდან ბროში ავარჩიეთ, რომელიც ვფიქრობთ, ძალიან დასამახსოვრებელი საჩუქარი იქნება. მისი შეძენა შეგიძლიათ ინსტაგრამიდან ან სასტუმრო “სტამბას” შოპიდან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by ROSE MODA (@rosemodatbilisi)

 

QARI ELECTRIC

ახალი ქართული კომპანიაა, რომელიც ზრუნავს ქალაქის ეკოლოგიაზე და მომხმარებელს ელექტროსკუტერის ქირაობის სერვისს სთავაზობს. კომპანიის კრეატიული დირექტორი მაქსიმე მაჩაიძეა და გარდა მოპედის ქირაობისა, თქვენ შეგიძლიათ სპეციალურად “ქარის” შოპისთვის დამზადებული პროდუქციაც შეიძინოთ, რითაც ძალიან გაახარებთ როგორც საკუთარ თავს, ასევე საყვარელ ადამიანს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Qari Electric (@qarielectric)

 

RECKLESS

ახალი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული ბრენდია, რომელსაც სალომე გველესიანი სამ ახალგაზრდა ხელოვანთან ერთად უძღვება. RECKLESS-ის უახლეს კოლექციაში თქვენ ნახავთ გულის იმიჯით დამზადებულ სხვადასხვა სამოსს, ჩვენ ორი ამოგირჩიეთ და რაც მთავარია ორივე უნისექსია. ნივთების შეძენას კი ფასდაკლებით შეძლებთ.

 

4710

თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ხელოვნების მოყვარულია, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: გალერეა 4710-მა პროექტის #გახდიკოლექციონერი-ს ფარგლებში, სადაც ხელოვნების მოყვარულ ადამიანებს საშუალება აქვთ ნამუშევრები ხელმისაწვდომ ფასად შეიძინონ,  ხელოვანებთან კოლაბორაციით სიყვარულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების პატარა სელექცია გააკეთა, რომლის შეძენას ხელმისაწვდომ ფასად შეძლებთ.

 

IDENTITY CANDLES

რომანტიკული განწყობის შესაქმნელად სანთლები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვალენტინობის დღისთვის კი IDENTITY CANDLES-მა სპეციალურად გულის ფორმის სანთლები დაამზადა; ვფიქრობთ, მაგიდაზე გემრიელი ნამცხვრები, კარგი ღვინო და გულის ფორმის სანთლები საუკეთესო საღამოს გარანტიაა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by identity (@identity_candles)

 

Tales by Luna

თუ თქვენი საყვარელი ადამიანი ასტროლოგიის მოყვარულია, უყვარს 100%-ით ნატურალური და ვეგანური თავის მოვლის საშუალებები, ასევე კრისტალები, გთავაზობთ სიყვარულით სავსე ყუთს ლუნასგან. გარდა იმისა, რომ ვალენტინობაა, ასევე სავსე მთვარე მერწყულშია, ყუთში არსებული ნივთები კი სიყვარულის ენერგიის მოზიდვაში დაგეხმარებათ.

Liya x KASHKASH

ერთ-ერთი იდეალური საჩუქარი კარგი წითელი ტუჩსაცხია. ჩვენ სწორედ ასეთს გთავაზობთ და თან ის პირველი და ერთადერთი ქართული წარმოების დეკორატიული კოსმეტიკაა და რაც მთავარია მულტიფუნქციურია – შეიძლება მისი როგორც ტუჩსაცხად, ასევე თვალის ჩრდილებად ან “ბლაშად” გამოყენება.

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by LIYΛ x KÁSHKASH (@liyaxkashkash)

Beauty and the Box

რა თქმა უნდა, თავის მოვლის ნივთები ზედმეტი არასდროსაა როგორც ქალისთვის, ასევე კაცისთვისაც. ამიტომაც გთავაზობთ Beauty and the box-ის სპეციალურ, ვალენტინობის დღისთვის შექმნილ ნაკრებებს როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვისაც.

ANABECHDI4AT

და ჩვენი ბოლო საყვარელი პროექტი, სადაც ჯერჯერობით ორ ნივთს – შლემებს და ჩანთებს გთავაზობთ. ჩვენი უნისექსი ჩანთები კი ვფიქრობთ, ძალიან კარგი საჩუქარია, მით უმეტეს ანბანით, რომელიც ჩანთას მოჰყვება – თქვენს საყვარელ ადამიანს ნებისმიერი მესიჯი შეგიძლიათ დაუტოვოთ, ან სულაც ჩვენი ჩანთის მეშვეობით აუხსნათ სიყვარული მოკლედ, არჩევანი თქვენზეა, ჩანთა და ანბანი კი ჩვენზე.

 

 

თეატრი ათონელზე

თითქმის ერთი წელია, რაც ქვეყანაში თეატრები დაიხურა და არც ის ვიცით როდის გაიხსნება. თუ თქვენი საყვარელი ადამიანი თეატრის მოყვარულია, ნამდვილად ძალიან გაახარებთ საჩუქრით, რომელიც თეატრმა მოამზადა. ლამაზი, გასაშლელი სკამები, მათი სხვადასხვა სპექტაკლის ილუსტრაციით ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და დასამახსოვრებელი ნივთია.

 

2,012 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.