fbpx

Giorgi Khmaladze Architects 2021 წლის Architzer A+ ლისტში მოხვდა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ანი ჭიღიტაშვილი

 

ქართული არქიტექტურული ოფისი Giorgi Khmaladze Architects მსოფლიო მასშტაბით 2021 წლის 139 ყველაზე საყურადღებო არქიტექტურულ ოფისებს შორის მოხვდა.

 

Architizer-ის  მეცხრე საერთაშორისო არქიტექტურული დაჯილდოების მოახლოვებასთან ერთად შედგა  A+ List – 139 არქიტექტურის და დიზაინის ფირმის სია, რომლებსაც 2021 წელს თვალი უნდა ვადევნოთ მათი ბოლოდროინდელი წარმატებული პროექტების გათვალისწინებით. ეს სია ასევე ინდიკატორია იმის, თუ რომელი ოფისების პროექტები მოექცევიან წლევანდელი დაჯილდოების ყურადღების არეალში. ეს სია ყოველწლიურად ქვეყნდება და ერთგვარი სახელმძღვანელოა ფირმებისა, რომლებიც   საერთაშორისო მნიშვნელობის დიდ პროექტებზე მუშაობენ. სია შედგენილია ალფაბეტის მიხედვით.

წლევანდელ სიაში მოხვდა ქართული არქიტექტურული ოფისიც – Giorgi Khmaladze Architects. კომპანიის ყავის საწარმოს პროექტმა 2020 წლის A+Awards-ის 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. “ქართულმა კომპანიამ “Khmaladze Architects“ ბოლო წლებში დიდი პოპულარობა მოიპოვა და შექმნა სხვადასხვა მნიშვნელობის საპრიზო პროექტები. მათმა შარშანდელმა საკონკურსო პროექტმა ყავის ქარხანამ – Meama Coffee, ხუთი პრიზი მოიპოვა სხვადასხვა კატეგორიაში. ძალიან საინტერესო იქნება, თუ რას შემოგვთავაზებს 2021 წელს გიორგი ხმალაძე და მისი გუნდი” – წერს Architizer. Giorgi Khmaladze Architects-თან ერთად სიაში მოხვდნენ საერთაშორისო არქიტექტურული ფირმები:   Zaha Hadid Architects, BIG – Bjarke Ingels Group, MAD Architects, MVRDV, Perkins and Will.

ყავის საწარმოს პროექტი არ არის ამ ოფისის პირველი ნამუშევარი, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა. 2014 წელს კომერციული შენობის კატეგორიაში გაიმარჯვა ბათუმის მაკდონალდსის შენობამ – Fuel Station + McDonalds, რომელსაც ასევე 2014 წელს გადაეცა  საერთაშორისო გამოცემის, Archdaily-ის წლის შენობის ჯილდოც, რომელიც 2020 წელს უკვე მეამას ყავის ქარხანას ერგო. 

Architizer A+ Awards-ის 2021 წლის დაჯილდოებისთვის უკვე დაიწყო ახალი პროექტების განცხადებების მიღება, რომელიც 12 მარტამდე გაგრძელდება. პროექტის მთავარი ამოცანაა ღირებული და მნიშვნელოვანი პროექტების აღმოჩენა და მათი საზოგადოებისთვის გაცნობა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.